„კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 23/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2007 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად „კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებულ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 21 ერთეულით.“.

2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. აპარატის შემადგენლობა

ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო მინისტრის მთავარი პოლიტიკური

მრჩეველი;

გ) აფხაზეთის საკითხთა კოორდინატორი;

დ) აფხაზეთის საკითხთა ექსპერტი;

ე) ცხინვალის რეგიონის საკითხთა კოორდინატორი;

ვ) ცხინვალის რეგიონის საკითხთა ექსპერტი;

ზ) პრესასთან ურთიერთობის კოორდინატორი;

თ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი;

ი) არქივარიუსი;

კ) ინფორმაციული უზრუნველყოფის ექსპერტი;

ლ) საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი;

მ) სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;

ნ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე;

ო) ფინანსების მმართველი;

პ) საქმეთამმართველი;

ჟ) სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი;

რ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ს) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე.“.

3. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები:

ა) მოქმედებენ სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ აპარატის საქმიანობას;

ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობებზე დასანიშნად წარუდგენენ აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;

გ) წარმოადგენენ სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებენ მოვალეობას მისი შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით დაწესებულებაში არყოფნის დროს.“.

4. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

 

1.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

2.

სახელმწიფო მინისტრის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი

1

3.

აფხაზეთის საკითხთა კოორდინატორი

1

4.

აფხაზეთის საკითხთა ექსპერტი

1

5.

ცხინვალის რეგიონის საკითხთა კოორდინატორი

1

6.

ცხინვალის რეგიონის საკითხთა ექსპერტი

1

7.

პრესასთან ურთიერთობის კოორდინატორი

1

8.

პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი

1

9.

არქივარიუსი

1

10.

ინფორმაციული უზრუნველყოფის ექსპერტი

1

11.

საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი

1

12.

სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე

1

13.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე

2

14.

ფინანსების მმართველი

1

15.

საქმეთამმართველი

1

16.

სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი

1

17.

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

18.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1

 

 ს უ ლ

21