,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№247
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.631
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 173, 25/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2006 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებით დამტკიცებულ კონფლიქტების მოგვარების საკით­­ხებში საქართველოს სახელ­მწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რუსთა­ველის გამზირი №12“.

2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. აპარატის შემადგენლობა

ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;

გ) მთავარი მრჩეველი;

დ) უფროსი მრჩეველი;

ე) მრჩეველი;

ვ) უფროსი სპეციალისტი.“.

3. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრი.

2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელ­მწიფო მინისტრი.

3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე:

ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმი­ანობას;

ბ) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრუ­ლებს მის მოვალეობას სახელმწიფო მინისტრის შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით დაწესე­ბულებაში არყოფნის დროს.

4. აპარატის საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელობას და კოორდინაციას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის მოად­გილე – აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

5. აპარატის უფროსი:

ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით;

ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მომ­სახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;

გ) სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილის დაწესებულებაში არყოფნის დროს წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, სახელმწიფო მინისტრის დავალებით ასრულებს მის მოვალეობებს.“.

4. დამტკიცდეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა.

5. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინის­ტრის აპარა­ტის რიცხოვნობა განისაზღვროს 21 ერთეულით.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

 

 

 

1.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

2.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე –აპარატის უფროსი

1

3.

მთავარი მრჩეველი

6

4.

უფროსი მრჩეველი

5

5.

მრჩეველი

3

6.

უფროსი სპეციალისტი (სამეურნეო მუშაკი)

4

7.

სულ

21