,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №100
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში, დადგენილებით დამტკიცებულ დებულებასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 38 ერთეულით;“;
ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,პ1“ პუნქტი:
,,პ1) ამუშავებს წინადადებებს საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ სოციალურ ვალდებულებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;“;
გ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური;
გ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური;
დ) რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური;
ე) სოციალურ საკითხთა სამსახური.“;
დ) რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| თანამდებობა | რაოდენობა | |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 | |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
|
1 | |
| I | მინისტრის აპარატი
|
|
| აპარატის უფროსი | 1 | |
| მინისტრის მრჩეველი | 6 | |
| მთავარი სპეციალისტი | 1 | |
| სპეციალისტი | 2 | |
| მინისტრის თანაშემწე | 2 | |
| მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
| 1 | |
| II | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
|
|
| უფროსი | 1 | |
| მთავარი სპეციალისტი
| 8 | |
| III | მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური
|
|
| უფროსი | 1 | |
| მთავარი სპეციალისტი
| 4 | |
| IV | რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური
|
|
| უფროსი | 1 | |
| მთავარი სპეციალისტი
| 3 | |
| V | სოციალურ საკითხთა სამსახური
|
|
| უფროსი | 1 | |
| მთავარი სპეციალისტი
| 4 | |
| სულ:
| 38“. |
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს საჭირო სახსრების გამოყოფა რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 12.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №100. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე““, №100, 12.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6358/