„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.011.527
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №128
2008 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში (სსმ III, 24.10.2005. №122, მუხ. 1371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაზო ხელფასი უტოლდება 195 ლარს;
ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)
სადაც:
Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი;
Sal(b) = ერთი თვის საბაზო ხელფასი (195 ლარი);
Ed(c) = პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;
WS(c) = პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის (სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით) შესაბამისი კოეფიციენტი;
WE(c) = პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;“;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სრულზე მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მუშაობს 40 სამუშაო საათს და მათ შორის ატარებს კვირაში 21 ან მეტ საგაკვეთილო საათს. 20-ზე მეტი ნებისმიერი საგაკვეთილო საათის ჩატარებისას (21,22,23 ...) მასწავლებელს ეძლევა სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი 25 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:
ა) განვიხილოთ დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 248,63 ლარს);
ბ) განვიხილოთ დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 19.50+23.40=42.90 ლარს);
გ) შევკრიბოთ პირველ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები (248.63+42.9=291.53 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 291.53 ლარს.
4. აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ შესაბამის დანართებში მოცემულ კოეფიციენტებს და შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ ჩვენს შემთხვევაში:
ა) 195*1,1+195*1,1*0,125+195*0,3*0,125=248.63 ლარი (დანართი №2);
ბ) 195*0,1+195*0,12=42.90 ლარი (დანართი №4);
გ) შევკრიბოთ 1-ელ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები 248.63+42.90=291.53 ლარი.“.
2. ბრძანებით დამტკიცებულ №1, №2, №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ძალაში შევიდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
გ. ნოდია
დანართი№1
5 წლამდესამუშაოგამოცდილებისმქონეპედაგოგთასახელფასოგანაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | ||||
|
|
| კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა | ||||
|
|
| ყ≤15 | 16≤ყ≤25 | ყ≤25 | ||
| კოეფიციენტები |
| 0.15 | 0.125 | 0.1 | ||
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | ||||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 182.33 | 177.94 | 173.55 | |
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 204.75 | 199.88 | 195.00 | |
| 3 | ბაკალავრიატი | 1.0 | 227.18 | 221.81 | 216.45 | |
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 249.60 | 243.75 | 237.90 | |
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 272.03 | 265.69 | 259.35 | |
| სამუშაო გამოცდილებაX |
|
| ||||
| 6 | X< 5 წელი | 0.1 | - | - | - | |
|
| საბაზო ხელფასი= ბაკალავრიატი =1 თვე | 195.00 |
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
დანართი№2
5-დან 10 წლამდესამუშაოგამოცდილებისმქონეპედაგოგთასახელფასოგანაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | ||||
|
|
| კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა | ||||
|
|
| ყ≤15 | 16≤ყ≤25 | ყ≤25 | ||
| კოეფიციენტები |
| 0.15 | 0.125 | 0.1 | ||
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | ||||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 188.18 | 182.81 | 177.45 | |
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 210.60 | 204.75 | 198.90 | |
| 3 | ბაკალავრიატი | 1.0 | 233.00 | 226.69 | 220.35 | |
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 255.45 | 248.63 | 241.80 | |
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 277.88 | 270.56 | 263.25 | |
| სამუშაო გამოცდილებაX |
|
|
|
| ||
| 6 | 5 წელი < X <10 წელი | 0.3 | - | - | - | |
|
| საბაზო ხელფასი= ბაკალავრიატი=1 თვე | 195.00 |
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
დანართი№3
10 წლისზემოთსამუშაოგამოცდილებისმქონეპედაგოგთასახელფასოგანაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | |||
|
|
| კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა | |||
|
|
| ყ≤15 | 16≤ყ≤25 | ყ≤25 | |
| კოეფიციენტები |
| 0.15 | 0.125 | 0.1 | |
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | |||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 194.03 | 187.69 | 181.35 |
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 216.45 | 209.63 | 202.80 |
| 3 | ბაკალავრიატი | 1 | 238.88 | 231.56 | 224.25 |
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 261.30 | 253.50 | 245.70 |
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 283.73 | 275.44 | 267.15 |
| სამუშაო გამოცდილებაX |
|
|
|
| |
| 6 | X > 10 წელი | 0.5 | - | - | - |
|
| საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1თვე | 195.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი№4
დანამატები
პედაგოგთახელფასებზესამუშაოსსპეციფიკიდანგამომდინარე
(სრულიდატვირთვისშემთხვევაში)
|
| კლასისდამრიგებელი | |||
| კლასკომპლექტით სწავლება | მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია) | სადამრიგებლო მოსწავლეთა რაოდენობა | ||
|
|
| ყ≤15 | 16≤ყ≤25 | ყ≤25 |
| 0.1 | 0.1 | 0.1 | 0.12 | 0.123 |
|
| ||||
| 19.50 | 19.50 | 19.50 | 23.40 | 23.99 |
|
|
|
|
|
|
| საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1თვე | 195.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
|