,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№374
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.22.022.011.778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 22/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.011.778

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №374

2008 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით (სსმ III, 24.10.2005., №122, მუხ. 1371) დამტკიცებულ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის ,,გ.ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ა) სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)

სადაც:

Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი;

Sal(b)*= ერთი თვის საბაზო ხელფასი (195 ლარი);

Ed(c) = პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c) = პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობისათვის);

WE(c) = პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;

შენიშვნა –             კლასკომპლექტით სწავლება არაქრთულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებათა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები გამოიანგარიშება ცალკე მინიჭე-ბული კოეფიციენტების საბაზო ხელფაზე გადამრავლებით. აღნიშნული დანამატები არ არის მოცემული ზემოთ მითითებულ ფორმულაში, ვინაიდან ისინი არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.“.

3. მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პედაგოგთა ხელფასზე დანამატი მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად განისაზღვრება 0.15 კოეფიციენტით.

2. დანამატები, რომლებიც განსაზღვრულია კლასკომპლექტით სწავლებისათვის, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისათვის და კლასის დამრიგებლობისათვის ასევე განისაზღვრება კოეფიციენტებით. დანამატი კლასის დამრიგებლობისათვის მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად განისაზღვრება 0.123 კოეფიციენტით.“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,გ“ ქვეპუნქტი.

5. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:

ა) განვიხილოთ დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 255,45 ლარს);

ბ) განვიხილოთ დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 19.50+23.99=43.49 ლარს);

გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (255.45+43.49=298.94 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 298.94 ლარს.

4. აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ შესაბამის დანართებში მოცემულ კოეფიციენტებს და შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ ჩვენს შემთხვევაში:

ა) 195*1,1+195*1,1*0,15+195*0,3*0,15=255.45 ლარი (დანართი №2);

ბ) 195*0,1+195*0,123=43.49 ლარი (დანართი №4);

გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 255.45+43.49=298.94 ლარი.“.

6. ბრძანებით დამტკიცებულ №1, №2, №3 და №4 დანართებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

 

განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათ-ლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

 

 

კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

182.33

2

პროფესიული განათლება

0.9

204.75

3

ბაკალავრიატი

1.0

227.18

4

მაგისტრატურა

1.1

249.60

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

272.03

სამუშაო გამოცდილება X

 

 

6

X 5 წელი

0.1

-

 

 

საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1 თვე

195.00

 

 

დანართი №2

5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

 

 

კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

კოეფიციენტი

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

188.18

2

პროფესიული განათლება

0.9

210.60

3

ბაკალავრიატი

1.0

233.00

4

მაგისტრატურა

1.1

255.45

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

277.88

სამუშაო გამოცდილება X

 

 

6

5 წელი < X < 10 წელი

0.3

-

 

 

საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1 თვე

195.00

 

 

დანართი №3

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება

კოეფიციენტები

ზოგადსაგანმანათ-ლებლო დაწესებულების მასწავლებელი

 

 

 

 

კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

კოეფიციენტები

 

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

 

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

194.03

2

პროფესიული განათლება

0.9

216.45

3

ბაკალავრიატი

1

238.88

4

მაგისტრატურა

1.1

261.30

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი

1.2

283.73

სამუშაო გამოცდილება X

 

 

6

X > 10 წელი

0.5

-

 

საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1 თვე

195.00

 

 

დანართი №4

დ ა ნ ა მ ა ტ ე ბ ი

პედაგოგთა ხელფასებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე

(სრული დატვირთვის შემთხვევაში)

 

კლასის დამრიგებელი

კლასკომპლექტით სწავლება

მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია)

სადამრიგებლო მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა

0.1

0.1

0.123

19.50

19.50

23.99

 

 

 

 

 

 

საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1თვე

195.00

 

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შვიდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2008 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.ჩიკვაიძე