“საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.012.600
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1185
2008 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36–ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა” და ,,მ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით (სსმ III, 24.10.2005. №122, მუხ:1371) დამტკიცებულ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნას ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც საბაზო ხელფასზე (,,ა”) გადამრავლებით განსაზღვრავს პედაგოგის ხელფასს ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:
ა) საბაზო ხელფასი უტოლდება 220 ლარს;
ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)
სადაც:
Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი;
Sal(b)*= ერთი თვის საბაზო ხელფასი (220 ლარი);
Ed(c) = პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;
WS(c) = პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობისათვის);
WE(c )= პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;
შენიშვნა – კლასკომპლექტით სწავლება არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებათა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები გამოიანგარიშება ცალკე მინიჭებული კოეფიციენტების საბაზო ხელფაზე გადამვრალებით. აღნიშნული დანამატები არ არის მოცემული ზემოთ მითითებულ ფორმულაში, ვინაიდან ისინი არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.”;
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებში შეტანილ იქნას ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) განვიხილოთ დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 288.20 ლარს);
ბ) განვიხილოთ დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 22.0+27.06=49.06 ლარს);
გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (288.20 +49.06=337.26 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 337.26 ლარს.”;
3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებში შეტანილ იქნას ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) 220*1,1+220*1,1*0,15+220*0,3*0,15=288.20 ლარი (დანართი №2);
ბ) 220*0,1+220*0,123=49.06 ლარი (დანართი №4);
გ) შევკრიბოთ ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 288.20+49.06=337.26 ლარი.”;
4. ბრძანებით დამტკიცებულ №1, №2, №3 და №4 დანართებში შეტანილ იქნას ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია დასამუშაო გამოცდილება | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი |
| |||
|
|
| კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა |
| |||
| კოეფიციენტი |
| 0.15 | ||||
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი |
| |||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 205.70 |
| ||
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 231.00 |
| ||
| 3 | ბაკალავრიატი | 1.0 | 256.30 |
| ||
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 281.60 |
| ||
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 306.90 |
| ||
| სამუშაო გამოცდილება X |
|
|
| |||
| 6 | X≤5 წელი | 0.1 | – |
| ||
|
| საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე | 220 |
|
| ||
დანართი №2
5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | ||
|
|
| კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა | ||
| კოეფიციენტი |
| 0.15 | ||
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | ||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 212.30 | |
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 237.60 | |
| 3 | ბაკალავრიატი | 1.0 | 262.90 | |
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 288.20 | |
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 313.50 | |
| სამუშაო გამოცდილება X |
|
| ||
| 6 | 5 წელი <X<10 წელი | 0.3 | – | |
|
| საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე | 220 |
| |
დანართი №3
10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია დასამუშაო გამოცდილება | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | |
|
|
| კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა | |
| კოეფიციენტები |
| 0.15 | |
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | |
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 218.90 |
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 244.20 |
| 3 | ბაკალავრიატი | 1 | 269.50 |
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 294.80 |
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 320.10 |
| სამუშაო გამოცდილება X |
|
| |
| 6 | X > 10წელი | 0.5 | – |
|
| საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი= 1 თვე | 220 |
|
დანართი №4
დ ა ნ ა მ ა ტ ე ბ ი
პედაგოგთა ხელფასებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
(სრული დატვირთვის შემთხვევაში)
|
| კლასის დამრიგებელი | |
| კლასკომპლექტით სწავლება | მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია) | სადამრიგებლო მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობა |
| 0.1 | 0.1 | 0.123 |
| 22.0 | 22.0 | 27.06 |
|
|
|
|
| საბაზო-ხელფასი=ბაკალავრიატი=1თვე | 220 |
|
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გვარამია