საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.03.2008 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№384
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.011.642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 28/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.642

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №384

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 27-ე პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურეები) და სამოქალაქო პირთათვის განისაზღვროს სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:

1. დეპარტამენტის მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ბრძანებით.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, საჭიროების შემთხვევაში დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.

4. დეპარტამენტის სამოქალაქო პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) და კანონმდებლობით დადგენილი დანამატები.

5. დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია არ მიეცემა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეს, ხოლო ყაზარმული მდგომარეობის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე კვების უზრუნველყოფის პერიოდში) დეპარტამენტის მოსამსახურეს უნარჩუნდება სასურსათო ულუფა.

7. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ბარათებით უზრუნველყოფს დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

8. დეპარტამენტის მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმდინარე რემონტით უზრუნველყოფს დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

9. დამტკიცდეს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის თანდართული საორიენტაციო ნორმები (დანართი №1), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემოსულობებიდან.

10. დამტკიცდეს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის თანდართული საორიენტაციო ნორმები (დანართი №2), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემოსულობებიდან.

11. დეპარტამენტის მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

12. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც გათვალისწინებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები), დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველთვიური კომპენსაციის სახით ეძლევა არა უმეტეს:

ა) ქ. თბილისში:

ოჯახის გარეშე – 310 ლარი;

ორწევრიანი ოჯახისათვის – 200 ლარი;

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 150 ლარი;

ბ) სხვა ქალაქებში:

ოჯახის გარეშე – 200 ლარი;

ორწევრიანი ოჯახისათვის – 130 ლარი;

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 100 ლარი;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:

ოჯახის გარეშე – 130 ლარი;

ორწევრიანი ოჯახისათვის – 80 ლარი;

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 60 ლარი.

შენიშვნა: კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე გამქირავებლის (ფიზიკური პირის) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება დეპარტამენტსა და გამქირავებელ (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

13. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დეპარტამენტის მოსამსახურეს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) არა უმეტეს ორი თვისა.

14. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც დათხოვნილია (გათავისუფლებულია) ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის და შტატების შემცირების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (არანაკლებ 6 თვისა) – 600 ლარი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – 700 ლარი;

გ) 10-დან 15 წლამდე – 800 ლარი;

დ) 15-დან 20 წლამდე – 900 ლარი;

ე) 20 წელი და მეტი – 1000 ლარი.

შენიშვნა: შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით დათხოვნისას (გათავისუფლებისას) ერთდროული (გასასვლელი) დახმარება არ გაიცემა.

15. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც დათხოვნილია (გათავისუფლებულია) პირადი განცხადების საფუძველზე და ნამსახურები აქვს არანაკლებ 10 წლისა, ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება 400 ლარის ოდენობით.

16. დეპარტამენტის მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ხელფასზე დაუწესდეს ყოველთვიური სპეციალური დანამატი.

17. დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გრძელვადიანი მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ დეპარტამენტის მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეძლევათ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური თანხა. დეპარტამენტის მოსამსახურეს აგრეთვე მიეცემა შენახვის (პირველმოწყობის) ხარჯის დასაფარი თანხა. რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამავდროულად, დეპარტამენტის მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი და კვების ულუფა ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხა, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო.

18. დეპარტამენტის მოსამახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებასთან, ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. ხოლო პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოს ორ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.

19. სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ ბრძანების მე-18 პუნქტში მითითებული დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ შესაბამის ქვედანაყოფში სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

20. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელსაც ეძლევა შესაბამისად ფულადი სარგო ან თანამდებობრივი სარგო ორმაგი ან სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.

21. დეპარტამენტის მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.

22. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

23. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 7000 ლარი;

ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 3000 ლარი;

გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 1000 ლარი.

24. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემოსულობებიდან.

25. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები

მოსამსახურეთა ყოველთვიური სასურსათო ულუფა

სურსათის დასახელება

ზომის ერთეული

რაოდენობა თვეში

ხორცი

კგ.

4.5

კარაქი

კგ.

1.0

ზეთი

ლიტ.

1.0

ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი

კგ.

2.0

შაქარი

კგ.

1.3

კარტოფილი

კგ.

7.5

ბოსტნეული

კგ.

7.5

თევზი

კგ.

2.3

რძე შედედებული

კგ.

1.0

სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების (კვებით უზრუნველყოფის) პირობებში

N№

სურსათის დასახელება

დღიური ნორმა ბრუტო გრ

ენერგეტიკული ღირებულება კკალ

1

პური I ხარისხის ფქვილისაგან

900

2124.0

2

ხორბლის ფქვილი I ხარისხის

10

32.8

3

ბურღულეული (ლობიო, ბარდა, წიწიბურა)

100

327.5

4

ბრინჯი

40

129.2

5

მაკარონის ნაწარმი

40

129.2

6

ხორცი

200

237.0

7

თევზი (უთავო)

100

103.0

8

რძე (რძის ფხვნილი)

200 (26)

116.0

9

არაჟანი

50

103.0

10

ხაჭო

30

46.8

11

ყველი

30

78.0

12

კვერცხი (ცალი)

2

157.0

13

შაქარი

70

262.5

14

კარაქი

40

299.2

15

მარგარინი და სხვა ცხიმი

10

74.5

16

მცენარეული ზეთი

20

179.8

17

კარტოფილი

500

290.5

18

კომბოსტო

120

26.88

19

ჭარხალი

30

11.66

20

სტაფილო

45

7.42

21

ხახვი

70

25.2

22

კიტრი, პომიდორი (სეზონურად)

80

14.4

23

ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალეული (სეზონურად)

40

8.16

24

მწვანილი

20

6.8

25

ნიორი

5

4.4

26

ხილის წვენი

100

55.0

27

კისელის კონცენტრატი

20

24.0

28

ხილი სხვადასხვა (სეზონურად)

200

90.1

29

ჩაი

2

0

30

ტომატ-პასტა

20

15.4

31

ძმარი

3

0

32

მარილი

20

0

33

წიწაკა, საკმაზ-სანელებლები

0.5

0

34

თაფლი

30

96.9

35

შოკოლადის ნაწარმი

100

195.8

36

კაკაოს ან ყავის კონცენტრატი

4

11.2

37

საფუარი, ჟელატინი

0.5

0

38

საკონდიტრო ნაწარმი (ჩანაცვლებით)

200

 

ს უ ლ

 

5283.29

განწესში მყოფ მოსამსახურეთა მშრალი სასურსათო იჯრა №1

სურსათის დასახელება

დღიური ნორმა ბრუტო გრ

ენერგეტიკული ღირებულება     კკალ

1

ორცხობილა

100

75.0

2

ყავა (უნალექო)

2

5.6

3

შაქარი

20

80

 ს უ ლ

 

160.6

ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით შეცვლის ნორმა

 

პროდუქტის დასახელება

რაოდენობა გრამებში

 

ძირითადი

შემცვლელი

1

პური შავი (რუხი)

100

 

 ორცხობილა, გალეტი

 

60

პურის ფქვილი (შავი)

 

70

                პურის ფქვილი I ხარისხის

 

70

2

I ან უმაღლესი ხარისხის პური

100

 

ორცხობილა, გალეტი

 

65

I ხარისხის ფქვილი

 

75

უმაღლესი ხარისხის ფქვილი

 

70

3

პურის ფქვილი

100

 

ბრინჯი

 

100

მაკარონის ნაწარმი

 

100

                მანანის ბურღული

 

100

4

მაკარონის ნაწარმი

100

 

ბრინჯი

 

100

მაკარონის ნაწარმი

 

100

ბურღულის და ბოსტნეულის კონცენტრატი

 

500

ახალი კარტოფილი

 

500

ახალი ბოსტნეული

 

500

               დამწნილებული ბოსტნეული

 

500

5

მაკარონის ნაწარმი

100

 

 ბრინჯი

 

100

 სხადასხვა ბურღული და ლობიო

 

100

 პურის ფქვილი

 

100

            კარტოფილი და ბოსტნეული

 

500

6

ხორცი საქონლის, ღორის, ცხვრის

100

 

შაშხი

 

100

1 კატ. სუბპრ. (ელენთა, ღვიძლი, გული)

 

100

ფრინველის ხორცი

 

100

ხორცის კონსერვი

 

75

ახალი მარილიანი თევზი

 

150

შებოლილი ხორცი

 

60

II კატ. სუბპროდუქტი

 

200

ყველი

 

75

               მოხარშული ძეხვი, სოსისი

 

80

7

თევზი

100

 

გამოუწელავი თავიანი თევზი

 

130

თევზის კონსერვი

 

80

                შებოლილი თევზი

 

75

თევზის ფილე

 

70

            ხორცი

 

67

            გამხმარი თევზი

 

15

8

ცხოველური ცხიმები

100

 

მარგარინი

 

100

მცენარეული ზეთი

 

100

9

მცენარეული ზეთი

100

 

კულინარული ქონი

 

100

ცხოველური ცხიმი

 

100

            მარგარინი

 

100

10

კარაქი

100

 

  შპიკი

 

100

   ყველი

 

100

მცენარეული ზეთი

 

50

11

რძე

100

 

რძის ფხვნილი

 

15

შედედებული რძე

 

20

არაჟანი

 

20

ხაჭო

 

30

           კარაქი

 

5

12

კვერცხი (ცალი)

1

 

            კვერცხის ფხვნილი

 

15

13

შაქარი

100

 

 ჯემი, მურაბა

 

140

 მარმელადი

 

130

           კარამელი

 

50

14

ტომატის პასტა

100

 

ტომატის პიურე

 

200

ტომატის სოუსი

 

100

            ტომატის წვენი, ახალი პომიდორი

 

500

15

ახალი ხილი

100

 

  ხმელი ჩირი

 

20

  საზამთრო

 

300

             ნესვი

 

200

16

ხმელი ჩირი

100

75

  შაქარი

 

3

            და ჩაი

 

 

17

კისელი

100

 

  შაქარი

 

50

 და ჩაი

 

2

            ხილის წვენი

 

250

18

ნატურალური ყავა

100

 

 ხსნადი ყავა

 

40

ყავის სასმელი

 

200

კაკაოს ფხვნილი

 

100

             ჩაი

 

25

19

კარტოფილი

100

 

ბოსტნეულის მწვანილი

 

100

მშრალი კარტოფილი

 

15

ბოსტნეულის კონსერვი

 

60

            სხვადასხვა ბურღული

 

20

20

ბოსტნეული, ბოსტნეულის ჩირი

100

 

კარტოფილი

 

100

კარტოფილის ფხვნილი

 

15

            სხვადასხვა ბურღული

 

20

21

ხახვი

100

 

             ნიორი

 

50

22

ჩაი

1

 

            ყავა სოიოს

 

2.5

23

საფუარი (ჟელატინი,სახამებელი)

1

 

            ფქვილი პასირების II ხარისხის

 

10

დანართი №2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა სანივთო ქონებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები

 

რიგითი პოლიციელის უნიფორმა

 

პოლიციის რიგითი შემადგენლობის სანივთე ქონებით უზრუნველყოფა

სანივთე ქონების დასახელება

ზომის ერთ.

ტარების ნორმები

 

 

 

რა-ბა

ვადა (წელი)

 

სააღლუმო

1

ქუდი კეპი (ზამთრის)

ცალი

1

3

2

პიჯაკი და შარვალი

კომპლ

1

3

3

პერანგი გ/მ

ცალი

1

1

4

პერანგი მ/მ

ცალი

1

1

5

ჰალსტუხი

ცალი

1

2

ყოველდღიური

1

ქუდი კოკარდით (ფურაშკა)

ცალი

1

2

2

ქუდი კეპი (ზამთრის)

ცალი

1

2

3

პერანგი გ/ს

ცალი

2

1

4

პერანგი მ/ს

ცალი

2

1

5

ფეხსაცმელი მ/ყ

ცალი

1

1

6

ფეხსაცმელი დ/ყ

ცალი

1

1

7

შარვალი ზამთრის

ცალი

1

1

8

შარვალი ზაფხულის

ცალი

1

1

9

პულავერი

ცალი

1

2

10

ქურთუკი

ცალი

1

2

11

ნახევარპალტო

ცალი

1

2

12

ჰალსტუხი

ცალი

1

1

13

სამხრე

ცალი

1

2

14

ქამარი (შარვლის)

ცალი

1

1

15

ქამარი აღჭურვილობით

1 კომ

1

3

16

ლაბადა საწვიმარი

ცალი

1

3

 

ოფიცერთა შემადგენლობის სანივთე ქონებით უზრუნველყოფა

სანივთე ქონების დასახელება

ზომის ერთ.

ტარების ნორმები

 

 

 

რა-ბა

ვადა (წელი)

 

სააღლუმო

ქუდი კეპი (ზამთრის)

ცალი

1

3

2

პიჯაკი და შარვალი

კომპლ

1

3

3

პერანგი გ/ს

ცალი

1

1

4

პერანგი მ/ს

ცალი

1

1

5

ჰალსტუხი

ცალი

1

2

ყოველდღიური

1

ქუდი კოკარდით (ფურაშკა)

ცალი

1

2

2

ქუდი კეპი (ზამთრის)

ცალი

1

2

3

პერანგი გ/ს

ცალი

2

1

4

პერანგი მ/ს

ცალი

2

1

5

ფეხსაცმელი მ/ყ

ცალი

1

1

6

ფეხსაცმელი დ/ყ

ცალი

1

1

7

შარვალი ზამთრის

ცალი

1

1

8

შარვალი ზაფხულის

ცალი

1

1

9

პულავერი

ცალი

1

2

10

ქურთუკი

ცალი

1

2

11

ნახევარპალტო

ცალი

1

2

12

ჰალსტუხი

ცალი

1

1

13

სამხრე

ცალი

1

3

14

ლაბადა საწვიმარი

ცალი

1

3

15

პიჯაკი შარვლით

კომპლ

1

2

16

ქამარი (შარვლის)

ცალი

1

1