„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№844
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.012.080
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 112, 06/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22. 034.012.080

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №844

2008 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის  №56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის 56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:    

ა) მე-8 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8) სააგენტოს და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უფლება აქვთ გამოიყენონ როგორც მატერიალური დოკუმენტები, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტები.“.

ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება როგორც სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.“;

გ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.‘‘.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ი. მერაბიშვილი