„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№625
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.011.865
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 30/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი


სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.865

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №625

2008 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.“.

2. პირველი მუხლის მე-8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ.“.

3. მე-7 მუხლის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის „გ.ა.ა“ ქვეპუნქტი:

„გ.ა.ა) საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილება.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21  ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21 . დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქუთაისის განყოფილებაში შემავალი საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილების უფლებამოსილება, სამოქმედო ტერიტორია და სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.“. 

5. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს:

გ.ა) სააგენტოში მოქალაქეთა ინფორმირებას მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:

გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში წესრიგის დაცვას.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ი. მერაბიშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2008.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 29.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №625. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.034.011.865.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №625, 29.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.865 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77878/