„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
280.090.000.10.003.001.005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 17/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2008 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №5, მუხლი 35) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და პრინციპებს დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 41. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლების შეზღუდვა და ზედმეტად მიღებულის ლეგალიზაცია

1. თუ ამ წესისა და პრინციპების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირი ერთდროულად არის ერთზე მეტი სტატუსის მქონე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ერთზე მეტი საფუძვლით, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ერთი საფუძვლით – მისივე არჩევით.

2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება არ აქვთ ორგანიზებულად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. 2008 წლის 1 აპრილამდე, მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულისა, მოქალაქეთა მიერ არასწორად მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხები ჩაითვალოს კანონიერად. ამავდროულად, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოქალაქეთათვის 2008 წლის 1 აპრილამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2008.
როდის იქნა მიღებული „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №61. სარეგისტრაციო კოდი — 280.090.000.10.003.001.005.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №61, 13.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 280.090.000.10.003.001.005 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7978/