,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№964
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.370
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 165, 20/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.370

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №964

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1.    განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია 2009 წლის 20 იანვრამდე.

2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. ჭიათურის პოლიტექნიკური პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №177 ბრძანება.

3. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 20 იანვრიდან.

 გ. ნოდია