„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუ ხლი 1
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე წინადადება საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22, 23 და 24პუნქტები:
„22. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ხელშეკრულებების დადების თაობაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს საქართველოს მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით გაიცემა განკარგულების სახით.
23. საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებას უნდა ერთვოდეს:
ა) ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით დასადები სხვა ხელშეკრულებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ.
24. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინადადებების საფუძველზე. სარატიფიკაციოდ წარსადგენ დოკუმენტაციას უნდა ერთვოდეს ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 9 ნოემბერი.
№2018–IIს