საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.012.684
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №80
2009 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურეთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებრივი სარგოს განაკვეთები თანდართული დანართის მიხედვით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს თანამდებობრივ კატეგორიებს ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3. თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 19 თებერვლის №209 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი
|
| |
| დანართი №1 | |
| სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატი | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე-დეპარტამენტის დირექტორი | 2680 |
| სამმართველოს უფროსი | 2040 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1570 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1160 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი | 1080 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი | 900 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, გამომძიებელი, ინპექტორ-გამომძიებელი | 830 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 710 |
|
| |
|
დანართი№2 | ||
| სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო, საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო, ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო | ||
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) | |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2280 | |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2160 | |
| სამმართველოს უფროსი | 2040 | |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1570 | |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1105 | |
| განყოფილების უფროსის მოადგილე; ქვეგანყოფილების უფროსი | 1005 | |
|
| ||
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 890 | |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, ექიმი | 830 | |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი, მძღოლი-დეზინფექტორი, მედდა | 665 | |
| დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკოსი: ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, მექანიკოსი) | 410 | |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა, მუშა-ხელოსანი, მებაღე, მეეზოვე) | 310 | |
|
| ||
|
დანართი№3 | ||
| სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტი | ||
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) | |
| სამმართველოს უფროსი | 2160 | |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1570 | |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1105 | |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1005 | |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 960 | |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 890 | |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 830 | |
|
|
დანართი №4 |
| სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფები | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სამმართველოს უფროსი | 1350 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1175 |
| განყოფილების უფროსი, სექტორის უფროსი | 1070 |
| სექტორის უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი | 795 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, ოცეულის მეთაური | 745 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, ოცეულის მეთაურის მოადგილე | 710 |
| სპეციალისტი, უმცროსი ინსპექტორი | 675 |
|
|
დანართი №5 | |
| სასაზღვრო პოლიციის რეგიონალური ქვედანაყოფების საქმისწარმოების ჯგუფი, საკადრო უზრუნველყოფის ჯგუფი, უზრუნველყოფის ჯგუფი, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება, დაცვის ქვეგანყოფილება | ||
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) | |
| განყოფილების უფროსი | 830 | |
| ქვეგანყოფილების უფროსი | 795 | |
| მთავარი სპეციალისტი | 675 | |
| წამყვანი სპეციალისტი | 640 | |
| სპეციალისტი, უმცროსი ინსპექტორი | 605 | |
| დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკოსი, მეჯინიბე, მზარეული) | 405 | |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 275 | |
|
|
დანართი №6 |
| სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2470 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1995 |
| სამმართველოს უფროსი, ბაზის უფროსი | 1290 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბაზის უფროსი მოადგილე, სამსახურის უფროსი, ხომალდის მეთაური | 1175 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, ხომალდის მეთაურის თანაშემწე, კატარღის მეთაური | 1090 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი, კატარღის მეთაურის თანაშემწე, სადგურის უფროსი | 795 |
| სადგურის უფროსის მოადგილე, უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი გამომძიებელი | 745 |
| ინსპექტორი, გამომძიებელი, წამყვანი სპეციალისტი, მცირე კატარღის მეთაური | 710 |
| სპეციალისტი | 675 |
|
|
დანართი №7 | |
| სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველო, სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება, დაცვის განყოფილება, სამედიცინო განყოფილება, სარემონტო სამსახური, სარემონტო ჯგუფი და საქმისწარმოების ჯგუფი | ||
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) | |
| სამმართველოს უფროსი | 1290 | |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1175 | |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 820 | |
| განყოფილების უფროსის მოადგილე; ქვეგანყოფილების უფროსი | 795 | |
| მთავარი სპეციალისტი | 675 | |
| წამყვანი სპეციალისტი | 640 | |
| სპეციალისტი | 605 | |
| დამხმარე მოსამსახურე (ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი) | 405 | |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 275 | |
|
|
| |
დანართი №8
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოები
| სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება | წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი (ლარებში) |
| გენერალ-მაიორი, ვიცე–ადმირალი | 100.0 |
| პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი | 70.0 |
| ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი | 60.0 |
| მაიორი, III რანგის კაპიტანი | 50.0 |
| კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი | 40.0 |
| უფროსი ლეიტენანტი | 30.0 |
| ლეიტენანტი | 25.0 |
| უმცროსი ლეიტენანტი | 20.0 |
| მასტერ-სერჟანტი, მასტერ-მიჩმანი | 7.0 |
| უფროსი სერჟანტი, უფროსი-მიჩმანი | 6.0 |
| სერჟანტი, მიჩმანი | 5.0 |
| უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი | 4.0 |
| კაპრალი, საზღვაო კაპრალი | 3.0 |