1. დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.
2. პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.
3. პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია გადაცემათა ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს გადაცემის ეთერში გასვლის პირველივე დღეს.
4. მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია.
5. სადავო საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრება უნდა გაშუქდეს დროის ისეთ მონაკვეთში, როდესაც საკითხი აქტუალურია.
6. პირდაპირი ეთერის დროს, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა მიუკერძოებლობის პრინციპის უზრუნველსაყოფად და დროულად აღმოფხვრას ნებისმიერი დარღვევ