1. ფაქტებზე დაფუძნებული პროგრამების გადაცემამდე, იმ პროგრამების ჩათვლით, სადაც წარსული მოვლენებია აღწერილი, მაუწყებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომა და დარწმუნდეს, რომ:
ა) ფაქტები არ არის გადმოცემული იმ შინაარსით და ფორმით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ უსამართლო მოპყრობად;
ბ) ყველას, ვისი გამოტოვებაც უსამართლო იქნებოდა, მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება.
2. ფაქტებზე დაფუძნებული დრამატული დადგმები არ უნდა წარმოაჩენდეს ფაქტებს, მოვლენებს, პიროვნებებს ან ორგანიზაციებს უსამართლო ჭრილში.
3. თუ პირი, რომელსაც მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის ეფექტური შესაძლებლობა, ამჯობინებს თავი შეიკავოს კომენტარისგან ან პროგრამაში მონაწილეობისაგან, მაუწყებელმა უნდა განმარტოს ეს, ხოლო მათი მოსაზრება წარმოაჩინოს სამართლიანად.
4. თუ გამოყენებულია იმ პირის ან ორგანიზაციის შეხედულებები, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს პროგრამაში, დაცული უნდა იყოს სამართლიანობა. ეს პირობა განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეების საკითხის განხილვისას.
5. მაუწყებელი, როგორც წესი, ინფორმაციის მოპოვებისას ღიად უნდა მოქმედებდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და შეუძლებელია ინფორმაციის სხვაგვარად მოპოვება.
6. მაუწყებელი პასუხისმგებელია საკუთარ გადაცემაზე და პროგრამის ჟურნალისტურ პრინციპებთან შესაბამისობაზე.
7. თუ რესპონ დენტი მოითხოვს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ კითხვებზე პასუხის გაცემას და სხვა შეზღუდვებს, მაუწყებელმა უნდა აცნობოს აუდიტორიას, თუ რა პირობით იქნა ინტერვიუ ჩაწერილი.