1. მაუწყებლები და პროგრამის შემქმნელები/პროდიუსერები პროგრამის პოტენციურ მონაწილეებს უნდა მოეპყრონ სამართლიანობის პრინციპის დაცვით.
2. პროგრამაში მიწვევისას მაუწყებელმა პოტენციურ მონაწილეს უნდა აცნობოს (გარდა შემთხვევისა, თუ განხილვის საგანი ტრივიალურია და მონაწილის მნიშვნელობა მინიმალური):
ა) პროგრამის არსი, მიზანი და მიწვევის მიზეზები, გადაცემის თემა და მათი მოწვევის მიზეზი. როდის (თუ ცნობილია) და სად გადაიცემა იგი პირველად;
ბ) პროგრამაში მონაწილეობის ფორმა (პირდაპირი ჩართვა, ჩანაწერი, დისკუსია, რედაქტირებული, არარედაქტირებული და ა.შ);
გ) სავარაუდო კითხვები და სხვა სავარაუდო სტუმრების ვინაობა;
დ) მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონაწილის პირველად თანხმობაზე და გამოიწვიოს არსებითი უსამართლობა;
ე) ინფორმაცია მაუწყებლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
ვ) ნათლად უნდა განემარტოს, მიეცემა თუ არა პროგრამის წინასწარი ნახვის შესაძლებლობა, რამდენად ექნება მასში ცვლილებების შეტანის უფლება; მაუწყებელს შეუძლია თავი შეიკავოს ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მიწოდებისგან, თუ ეს ქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით ან ამ კოდექსის საფუძველზე.
3. თუ მონაწილე არის 18 წლამდე ასაკის, თანხმობა მიღებული უნდა იყოს მშობლისგან, მეურვისგან ან მზრუნველისაგან. მშობლის, მეურვისა ან მზრუნველის თანხმობის მიუხედავად, 18 წლამდე ასაკის პირებს არ უნდა ეთხოვოთ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.
4. იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვან, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს თანხმობის განცხადება არ შეუძლია, თანხმობა მიღებული უნდა იქნეს ამ პირის მეურვის ან მზრუნველისაგან.
5. გადაცემის რედაქტირებისას მონაწილეები სათანადოდ უნდა იქნე ნ წარმოჩენილნი.
6. მაუწყებელმა უნდა დაიცვას მონაწილისათვის მიცემული პირობა გადაცემის შინაარსთან, კონფიდენციალობის ან ანონიმურობის დაცვასთან დაკავშირებით.
7. მაუწყებელი უნდა დარწმუნდეს, რომ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგამაში გამოყენება არ გამოიწვევს უსამართლობას. აღნიშნული ეხება როგორც სხვა წყაროებიდან მოპოვებულ მასალას, ასევე მაუწყებლის მასალას.
8. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.
9. მაუწყებელმა დეტალურად უნდა აღწეროს ბრალდებები სათანადო პასუხის მიღების უზრუნველსაყოფად. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად, ზუსტად და გადაიცეს იმავე პროგრამი