„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№385
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.013.171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 12/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.171

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №385

2009 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვე-პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2009 წ., №33, მუხ. 390) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. დაინტერესებულ პირთა მიერ მათი შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი შეფასების გადაყვანას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებაზე.“;

ბ) მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო გასცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

გ) მე-5 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,61. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ დაინტე-რესებულ პირზე უნდა გაიცეს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საერთო საფეხურის ნიშნისა და ამ პირისათვის გასაცემი ატესტატის სახეობის შესახებ.“;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია