,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
230.020.040.10.003.000.484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 01/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №100

2006 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №120, მუხლი 1339) დამტკიცებული დებულების მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

    მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სამინისტროს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.);

ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება). თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია, _ ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ გამოიყენება საკვები მიზნით.

    მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი