,,ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №165 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
470.140.000.10.003.000.486
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 01/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №102

2006 წლის 31 მაისი

 ქ. თბილისი

„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №165 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ჩვილ ბავშვთა კვების პრო­დუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №165 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №114, მუხლი 1255) დამტკიცებული დებულების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასო­ებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფა­სოების ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამი­ნისტრო).

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებადაფასოების ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომლის ვადა სამინისტრომ შეიძლება გააგრძელოს 3 თვემდე.

    მუხლი 4. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ან/და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სამინისტროს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) საწარმოო ობიექტის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაცია წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბა­ზის შე­სა­­ხებ;

გ) ინფორმაცია მთლიანი შიდა საწარმოო პროცესებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

დ) მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დამუშავებული ტექნოლოგიური ინსტრუქცია;

ე) ინფორმაცია პროდუქციის უსაფრთხოების შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 7 დღისა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია ლიცენზიის გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა სალიცენზიო პირობის დარღვევაა და გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

3. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ან/და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის მისაღებად საჭიროა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასკვნა, რომელსაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოიპოვებს სამინისტრო. ამასთან, აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის უფლება აქვს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებელსაც.

4. სამინისტრო უფლებამოსილია შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი და ლიცენზიის მაძიებელმა ოქმს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები ოქმის შინა­არსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

    მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი