მუხლი 3041. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვა
თავი XXVI — კასაცია
1. საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლის შემდეგ საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას შეეხება, საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
2. საკასაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა უნდა დაასაბუთოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები უნდა წარუდგინოს.
3. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის შესახებ მხარეებს აცნობებს.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას სავალდებულო ხასიათი არ აქვს.
5. საკასაციო სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვიდან საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ კოდექსის 303-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.
საქართველოს 2015 წლის 29 მაისის
კანონი №3668 - ვებგვერდი, 05.06.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №2კ-452აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.10.2024
…საჩივრებში დასმულ უმეტეს არგუმენტზე შესაბამისი პასუხებია გაცემული. 9. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის თაობაზე ( საქართველოს სსსკ-ის 3041-ე მუხლი), ვინაიდან, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ იკვეთება სასამართლოს მიერ მოცემული უფლებით სარგებლობის…
საქმე №2კ-5-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2018
…რა დროსაც შესაძლებელია, მიზანშეწონილად მიეჩნია აღნიშნული მოთხოვნა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონის შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 3041-ე მუხლი (რომლითაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის თაობაზე მიმართვის უფლება) ამოქმედდება…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 3041, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-3041/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია