მუხლი 4021. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვა
თავი XLIX — საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში
1. საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას შეეხება, საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
2. საკასაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა უნდა დაასაბუთოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები უნდა წარუდგინოს.
3. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის შესახებ მხარეებს აცნობებს.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას სავალდებულო ხასიათი არ აქვს.
5. საკასაციო სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვიდან საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადების დინება ჩერდება.
საქართველოს 2015 წლის 29 მაისის
კანონი №3666 - ვებგვერდი, 05.06.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-1271(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2021
…ქმედების/უმოქმედობისა და ზიანის კვლევის გარეშე, უკვე ექვემდებარება კომპენსაციას სახელმწიფო სახსრებიდან. ამასთან, კასატორი შუამდგომლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს უზენაესი…
საქმე №ბს-895(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2021
…ქმედების/უმოქმედობისა და ზიანის კვლევის გარეშე, უკვე ექვემდებარება კომპენსაციას სახელმწიფო სახსრებიდან. ამასთან, კასატორი შუამდგომლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს უზენაესი…
საქმე №ას-222-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2019
…საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 2. კასატორის შუამდგომლობა: საკასაციო სასამართლოს წინაშე კასატორმა იშუამდგომლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად მიმართვის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საქმესთან…