სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2009 ძალადაკარგული 20.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2315
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.05.001.003.804
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი ადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების ვადებსა და საფასურს, განსაზღვრავს საფასურის განაკვეთებს, მისი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებს, ასევე საფასურის გადახდისგან გათავისუფლების პირობებს.

    მუხლი 2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის საფასური დადგენილია ამ კანონით.

2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

    მუხლი 3. საფასური და მისი გადახდის წესი

1 საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.

    მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობის საფასური

სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობა, რომლის საფასური განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

    მუხლი 5. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 25 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 55 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 125 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 170 ლარი.

2. საქართველოს მოქალაქის 48-გვერდიანი პასპორტის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 40 ლარია;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 40 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 25 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 40 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 55 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 40 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 125 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 40 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 170 ლარი.

3. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 20 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 90 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 105 ლარი.

4. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე მისი წარმომადგენლის მეშვეობით 32-გვერდიანი პასპორტის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 105 ლარია;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 105 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი.

5. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე მისი წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 170 ლარია;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 170 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი.

6. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 25 ლარია;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.

7. ქორწინების:

ა) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია;

გ) ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი:

გ.ა) შაბათს და კვირას 150 ლარია;

გ.ბ) ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათისა და კვირისა, 90 ლარია;

დ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი 170 ლარია.

8. კანონით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 45 ლარია.

9. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის განცხადების შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია;

ბ) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი;

გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 170 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 300 ლარი.

10. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;

ბ) 5 კალენდარული დღის ვადაში დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი.

11. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 2 ლარია;

ბ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 2 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 5 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 2 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 15 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 2 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 25 ლარი.

12. მოქალაქის განცხადების საფუძველზე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის 10 კალენდარული დღის ვადაში სხვა ტერიტორიული სამსახურიდან გამოთხოვისათვის, თუ შესაბამისი აქტის ჩანაწერი არ ინახება მოწმობის ან ცნობის გამცემ სამსახურში, მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია.

13. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი.

14. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი;

გ) მე-10 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 200 ლარი.

15. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი.

16. მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 კალენდარულ დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია;

გ) მე-3 კალენდარულ დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 75 ლარია.

17. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების საფასურის განაკვეთი 200 ლარია.

18. ემიგრაციის ნებართვის განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 60 ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 60 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი.    

19. დროებითი ბინადრობის ნებართვის განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 180 ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 180 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 120 ლარი;

გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 180 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 200 ლარი.

20. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 180 ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 180 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 120 ლარი.    

21. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.

22. დოკუმენტის აპოსტილით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 კალენდარულ დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია;

ბ) მე-5 კალენდარულ დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 20 ლარი;

გ) მე-2 კალენდარულ დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი;

დ) იმავე დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 80 ლარი.

23. დოკუმენტის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 კალენდარულ დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია;

ბ) მე-5 კალენდარულ დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 20 ლარი;

გ) მე-2 კალენდარულ დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი;

დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 80 ლარი.

24. ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია.

25. სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილების მიერ საინფორმაციო ბარათის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 2 ლარია;

გ) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია.

26. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია;

ბ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 20 ლარი;

გ) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 40 ლარი.

27. სააგენტოში ფოტოსურათის გადაღებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 3 ლარია.

    მუხლი 6. მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე მომსახურებისათვის საზღვარგარეთ გადასახდელი საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 70 აშშ დოლარია;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 70 აშშ დოლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 70 აშშ დოლარი.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 70 აშშ დოლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 70 აშშ დოლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 70 აშშ დოლარი.

3. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 70 აშშ დოლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 70 აშშ დოლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 35 აშშ დოლარი.

4. დროებითი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 130 აშშ დო-ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 130 აშშ დოლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 80 აშშ დოლარი.

5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 130 აშშ დოლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 130 აშშ დოლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 80 აშშ დოლარი.

6. ემიგრაციის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 40 აშშ დო-ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 40 აშშ დოლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 70 აშშ დოლარი.

7. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 140 აშშ დოლარია.

    მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ.

3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც შესაბამის ვადაში მომსახურება ვერ იქნა გაწეული სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით.

5. თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი–მე-12 და 26-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე მის სახელზე შედგენილ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, სააგენტო ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე.

6. თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ კანონის მე-5 მუხლის 22-ე, 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, მას გადახდილი საფასური სრულად უბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის წარდგენილი იყო ყალბი დოკუმენტი.

7. თუ მომსახურების გაწევისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემული იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

8. თუ საფასური გადახდილია ამ კანონით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

9. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

    მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევნილად ცნობილი პირი.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ რეგისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ.

3. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ შესაბამისი ცნობა აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დასანიშნად ან გადასაანგარიშებლად.

4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-17 პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

5. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;

დ) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები – 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;

ვ) 18 წლამდე პირები – 50 პროცენტით.

6. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ამ კანონით დადგენილი საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სააგენტოში 2010 წლის 1 იანვრიდან შეტანილ განცხადებებზე.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 17).

 

საქართველოს პრეზიდენტი    

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

№2315–IIს