1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ეს დებულება განსაზღვრავს დირექციის მიზნებს, ფუნქციებს, საქმიანობის საგანს და მის სამეთვალყურეო ორგანოს – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლება-მოვალეობებს.
3. დირექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, აქვს შემოსავალი და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. დირექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადმოცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები