1. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლის და არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებებია:
ა) სამეცნიერო კვლევის წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დამრღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება;
ზ) სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი;
თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში;
ი) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დაცვის კონტროლი;
კ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი სამუშაოების განხორციელება;
ლ) გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა;
მ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების შემუშავება და კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში;
ნ) ანტროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;
ო) არსებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა;
პ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულება;
რ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;
ს) მენეჯმენტის გეგმების შემუშავება;
ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ქ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ღ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება;
ყ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციისა და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ჩ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;
ც) შემოსავლის განკარგვა;
ძ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
წ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ” · რედაქცია 07.11.2005
მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
- მუხლი 9. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. დირექციის მართვის სფერო
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”, მუხლი 3, №926, 07.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96196/muxli-3-4/