1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დირექციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზურფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. დირექციის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. დირექციის სახსრები და შემოსავალი განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დირექციის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
4. დირექციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინის-ტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი