,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №6
2006 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ქვემოთ ჩამოთვლილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ პირებად:
ა) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი;
ბ) შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყონ ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №31, მუხ. 302) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები;
ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი;
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, გარდა „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა, საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.
4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს სამეწარმეო რეესტრის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაციისთანავე.
6. ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისთანავე.
მ. სააკაშვილი