„საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი120.340.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №85
2006 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებას (სსმ III, 2003 წ., №48, მუხ. 438) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სიმბოლიკა, ატრიბუტიკა და ინსიგნია დანართის თანახმად.“.
მ. სააკაშვილი
პლანშეტი 1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
გერბი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გერბი წარმოადგენს მუქ ბორდოსფერ ფონზე არსებულ ორი გადაჯვარედინებული ოქროსფერი დამბაჩის გამოსახულებას.
გარშემო გამოსახულია ოქროსფერ წრეში განთავსებული დაფნის გვირგვინი, ხოლო ზენიტში რვაქიმიანი ვარსკვლავი.
გერბის ზედა ველზე გამოსახულია ქართულენოვანი წარწერა: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“, ქვედა ველზე – „სამხედრო პოლიცია“, ხოლო მარჯვენა და მარცხენა ველებზე – დავითიანის თითო ძველი ქართული ჯვარი.
პლანშეტი 2
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
ღილკილო-ემბლემა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის ღილკილო წარმოადგენს მუქ ბორდოსფერ ფონზე არსებულ ორი გადაჯვარედინებული ოქროსფერი დამბაჩის გამოსახულებას.
2. ორი გადაჯვარედინებული ოქროსფერი დამბაჩის გამოსახულება.
3. საველე წარწერა: გვარი, სამხედრო პოლიცია.
პლანშეტი 3
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
ჟეტონი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ჟეტონი წარმოადგენს ოქროსფერ რვაქიმიან მეტალის ვარსკვლავს, რომელზეც გამოსახულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გერბის სიმბოლო.
ჟეტონის ზედა ველზე (სამხედრო პოლიციის გერბის ზევით) გამოსახულია ქართულენოვანი წარწერა: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სამხედრო პოლიცია“, ხოლო მის ქვევით, შედარებით მცირე ზომის ინგლისურენოვანი წარწერა: ,,MINISTRY OF DEFENCE OF GEORGIA. MILITARY POLICE“.
ჟეტონის ქვედა ველზე – ჟეტონის ოთხციფრიანი ნომერი.
პლანშეტი 4
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
კოკარდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კოკარდა წარმოადგენს მუქ ბორდოსფერ ფონზე არსებულ ორი გადაჯვარედინებული ოქროსფერი დამბაჩის გამოსახულებას.
გარშემო გამოსახულია ოქროსფერი დაფნის გვირგვინი, ზენიტში რვაქიმიანი ვარსკვლავი, ხოლო ქვევით დაფნის გვირგვინის შიგნით – ორი ქართული ასობგერა: ,,სპ” (სამხედრო პოლიცია).
პლანშეტი 5
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
სამკლავური ემბლემა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამკლავური წარმოადგენს ოქროსფერ ფონზე გამოსახულ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გერბის სიმბოლოს.
სამკლავურის ზედა ველზე (გერბის ზევით) გამოსახულია ინგლისურენოვანი წარწერა: „GEORGIA“, ხოლო ქვედა ველზე – ,,MP”.