„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №503
2009 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ
1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №86 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
პლანშეტი 1
1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი დათბილული ქუდი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი 2
1. საგაზაფხულო-საშემდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ჯემპრი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი საწვიმარი ფეხსაცმელი.
2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი 3
ზამთრის ყოველდღიური ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის დათბილული ქუდი (მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი), კომუფლირებული (დამცავი ფერის) დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი 4
სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი მწვანე ველზე, რომელსაც გარს არტყავს შავი კანტი. ფარს ქვევიდან ზევით კვეთს მწვანე ზოლი, რომელზედაც არის წარწერა: ინგლისური აბრევიატურა SPPD, მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმლები, მარცხენა ქვედა კუთხეში – ხუთჯვრიანი კომპოზიცია.
სამკლავურის ზედა ნაწილში დამატებით შევრონზე გამოსახულია წარწერა: „შსს“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.08.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ მიღებულია 11.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №503. სარეგისტრაციო კოდი — 120.260.090.08..
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“, №503, 11.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.260.090.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/105442/