„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №76 |
|
2020 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართს დაემატოს ,,ნიმუში 15“ შემდეგი რედაქციით: ,,ნიმუში 15. მედალი „ღირსეული პარტნიორი“
1. მედლით ,,ღირსეული პარტნიორი“ ჯილდოვდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხში. 2. მასალა - ლითონი ოქროს შეფერილობით. 3. მედლის ზოგადი აღწერილობა: ა) ავერსი - მრგვალ ლითონის ოქროს შეფერილობით მედალიონზე გამოსახულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სიმბოლო (ხუთჯვრიანი კომპოზიცია ცენტრში ფარაკით, შუაგულში გადაჯვარედინებულია ხმალი და დავითის შურდული). მედალიონის გარშემო ამოტვიფრულია წარწერა - „ღირსეული პარტნიორი“, ხოლო ქვედა ნახევარში - მუხის ფოთლების გვირგვინი შუაში შვიდქიმიანი ვარსკვლავით; ბ) რევერსი - მრგვალი ლითონის ოქროს შეფერილობის მედალიონის შუაგულში განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა - „NOBLE PARTNER“ და მედლის ნომერი - 000. წრიულად ამოტვიფრულია ქართულ-ინგლისური წარწერები: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“ და „MINISTRY OF DEFENCE OF GEORGIA“; გ) ბაფთა არის ლივლივა ლურჯი ფერის, შუა ფართე მეწამული (წითელი) და ორი ვიწრო თეთრი ზოლით; დ) ზომები: მედლის დიამეტრი - 34 მმ; მედლის სისქე - 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 46 მმ; ბაფთის სიგანე – 32 მმ. 4. მედლის საკიდი ბაფთაზე - ორსარჭიანი „პეპელა“. 5. მედლით ,,ღირსეული პარტნიორი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 2. №3 დანართს დაემატოს №3–№10 პლანშეტები შემდეგი რედაქციით:
,,პლანშეტი №3 ,,საუკეთესო სამხედრო“ სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო სამხედრო“, გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის რიგით/კაპრალთა, სერჟანტთა და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, დაჯიდლოებულნი არიან, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედრო მოსამხურეები და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული არ აქვთ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის ვერცხლის შეფერილობის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ოქროს შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ოქროს შეფერილობის მედალიონის მეწამული ველის შუაგულში გამოსახულია ოქროს შეფერილობის მუზარადი და ოქროს შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო სამხედრო“; ბ) რევერსზე დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო სამხედრო“, აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
პლანშეტი №4 ,,საუკეთესო სპეციალისტი“ სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო სპეციალისტი“, გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დანიშნულნი არიან შესაბამის თანამდებობაზე, ამ ხნის განმავლობაში გამოავლინეს მაღალი კვალიფიკაცია და თავი გამოიჩინეს სამსახურეობრივი მოვალეობის სისტემატიურად მაღალხარისხიანად შესრულებით, ამასთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ წახალისებულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული ისეთი წახალისების ფორმით, რაც დაკავშირებულია დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად/დავალების წარმატებით შესრულებასთან და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული არ აქვთ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის ვერცხლის შეფერილობის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ოქროს შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ოქროს შეფერილობის მედალიონის მეწამული ველის შუაგულში გამოსახულია ოქროს შეფერილობის სტილიზებული შვიდქიმიანი ვარსკვლავი და ოქროს შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო სპეციალისტი“; ბ) რევერსზე დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო სპეციალისტი“, აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
პლანშეტი №5 ,,საუკეთესო მსროლელი“ (III ხარისხი) სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო მსროლელი“ (III ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ყველა ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის ვერცხლის შეფერილობის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ვერცხლის შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ვერცხლის შეფერილობის მედალიონის ვერცხლის შეფერილობის ველის შუაგულში გამოსახულია ვერცხლის შეფერილობის „დავითის შურდული“ და ვერცხლის შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო მსროლელი“; ბ) რევერსზე გამოსახულია სამკერდე ნიშნის ხარისხის ამსახველი რომაული ციფრი III და დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო მსროლელი“ (III ხარისხი) აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
პლანშეტი №6 ,,საუკეთესო მსროლელი“ (II ხარისხი) სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო მსროლელი“ (II ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ყველა ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ოქროს შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ოქროს შეფერილობის მედალიონის ოქროს შეფერილობის ველის შუაგულში გამოსახულია ოქროს შეფერილობის „დავითის შურდული“ და მეწამულ ველზე ოქროს შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო მსროლელი“; ბ) რევერსზე გამოსახულია სამკერდე ნიშნის ხარისხის ამსახველი რომაული ციფრი II და დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო მსროლელი“ (II ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
პლანშეტი №7 ,,საუკეთესო მსროლელი“ (I ხარისხი) სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო მსროლელი“ (I ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ყველა ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ოქროს შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ოქროს შეფერილობის მედალიონის მეწამული ველის შუაგულში გამოსახულია ოქროს შეფერილობის „დავითის შურდული“ და მეწამულ ველზე ოქროს შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო მსროლელი“; ბ) რევერსზე გამოსახულია სამკერდე ნიშნის ხარისხის ამსახველი რომაული ციფრი I და დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო მსროლელი“ (I ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
პლანშეტი №8 ,,საუკეთესო ათლეტი“ (III ხარისხი) სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო ათლეტი“ (III ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ფიზიკურ ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის ვერცხლის შეფერილობის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ვერცხლის შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ვერცხლის შეფერილობის მედალიონის ვერცხლის შეფერილობის ველის შუაგულში გამოსახულია ვერცხლის შეფერილობის განმკლავის გამომსახველი პიქტოგრამა და ვერცხლის შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო ათლეტი“; ბ) რევერსზე გამოსახულია სამკერდე ნიშნის ხარისხის ამსახველი რომაული ციფრი III და დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო ათლეტი“ (III ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
პლანშეტი №9 ,,საუკეთესო ათლეტი“ (II ხარისხი) სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო ათლეტი“ (II ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ფიზიკურ ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ოქროს შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ოქროს შეფერილობის მედალიონის ოქროს შეფერილობის ველის შუაგულში გამოსახულია ოქროს შეფერილობის განმკლავის გამომსახველი პიქტოგრამა და მეწამულ ველზე ოქროს შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო ათლეტი“; ბ) რევერსზე გამოსახულია სამკერდე ნიშნის ხარისხის ამსახველი რომაული ციფრი II და დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო ათლეტი“ (II ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
პლანშეტი №10 ,,საუკეთესო ათლეტი“ (I ხარისხი) სამკერდე ნიშანი
1. ნიმუშები:
2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო ათლეტი“ (I ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ფიზიკურ ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს. 3. ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ჯვრის ფორმის მედალიონს, რომლის ფრთებს შორის გადაჯვარედინებული ოქროს შეფერილობის მახვილებია მოთავსებული. ვერცხლის შეფერილობის ჯვრის ოთხივე ფრთა დაღარულია ათი ვერცხლის შეფერილობის სხივით. ცენტრალური ოქროს შეფერილობის მედალიონის მეწამული ველის შუაგულში გამოსახულია ოქროს შეფერილობის განმკლავის გამომსახველი პიქტოგრამა და მეწამულ ველზე ოქროს შეფერილობით შესრულებული წარწერა: „საუკეთესო ათლეტი“; ბ) რევერსზე გამოსახულია სამკერდე ნიშნის ხარისხის ამსახველი რომაული ციფრი I და დატანილია სპეციალური სამაგრები; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა 30 მმ, ხოლო სიგანე 30 მმ. 4. სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო ათლეტი“ (I ხარისხი), აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|