„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 03/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №93

2006 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებულებით დამტკიცებული მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. მაღალი რანგის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ ბრძანებულების №3 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ წარმომადგენლობითი ხარჯები.”;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სამთავრობო დელეგაციის წევრებს, ამ ბრძანებულების №3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებს და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატების ნუსხა (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

 

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანა­მა­ტის ოდენობა პროცენტობით

საქართველოს მინისტრი და სახელმწი­ფო მინისტრი

80

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემ­წე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

80

საქართველოს გენერალური პროკურორი

80

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

80

საქართველოს სახალხო დამცველი

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

70

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე

70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

70

ქ. თბილისის მერი

70

ქ. თბილისის პრემიერი

70

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

40

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

40

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი

30.“

 

3. ბრძანებულებით დამტკიცებული №3 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას წარმომადგენლობითი ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.

მ. სააკაშვილი