„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
7
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის
შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზებია:
ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო - ექსპერიმენტული კვლევითი
კომპლექსის უნიკალური მოდელის შექმნა, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო
ინსტრუმენტებს: აკადემიურ თავისუფლებას, აკადემიურ მიუკერძოებლობას და
გარეშე რეფერირების პრინციპით კონტროლირებად აკადემიური ხარისხს;
ბ)
მსოფლიო
დონის
შესატყვისი
სტანდარტების
შესაბამისად,
საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო - ინოვაციური საქმიანობის
დამოუკიდებელად განხორციელების უფლების, როგორც სწავლებისა და კვლევის
ხარისხის
განვითარების
ერთ–ერთი
ინსტრუმენტის
–
ხელშეწყობის
აუცილებლობა;
გ)
კვლევითი
ინფრასტრუქტურის
განვითარების
საფუძველზე
მრავალპროფილური,
მრავალმეთოდური,
დარგთაშორისი
კვლევების
განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის საჭიროება;
დ) ფუნდამენტური და გამოყენებითი საგანმანათლებლო და კვლევითი
საქმიანობის ეფექტურად ფუნქციონირებადი სექტორის ფორმირებაისათვის
საკანონმდებლო მექანიზმების შექმნის საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზნებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების
განვითარების
სამეცნიერო-საგანმანათლებლო
ცენტრის
(შემდგომში
ტექნოლოგიური ინსტიტუტი) განსაკუთრებული სტატუსისა და ფუნქციების
განსაზღვრა, რომელიც ქვეყნის საგანმანათლებლო და კვლევითი სისტემის
საერთაშორისო სივრცეში ჰარმონიზაციას ემსახურება;
ბ) უახლესი მეთოდოთებით მუშაობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა,
თანამედროვე
სამეცნიერო
თეორიული
და
ექსპერიმენტული
ბაზაზე
დაფუძნებული
დარგთაშორისი
სასწავლო-კვლევითი
პროგრამების
განვითარების, აგრეთვე მაღალკვალიფიცირებული სამეცნიერო კადრების
მომზადებისათვის ხელისშეწყობა;
გ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მართვისა და საგანმანათლებლო კვლევით დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელების თავისებურებათა განსაზღვრა:
დ)
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო
საქმიანობის
თავისებურებებისათვის
საკანონმდებლო
მექანიზმების შექმნა.
8
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს:
1. ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული სამართლებრივი
სტატუსის მინიჭება ვინაიდან:
ა) ტექნოლოგიური ინსტიტუტი არის საგნმანათლებლო, სამეცნიერო კვლევითი და მედიცინის სფეროში კვლევის შედეგების დანერგვის კომპლექსური
ცენტრი, რომელიც უახლეს მეთოდებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და
კვლევითი პროგრამების დამოუკიდებლად განხორციელების ორგანიზებით
წარმოადგენს ამ სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მართვის
სტანდარტს.
ბ) ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით განსხვავდება საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
სამეცნიერო
ინსტიტუტების
მართვის
მოდელებისაგან. იგი CERN-ის ანალოგიურ პრინციპზეა მოწყობილი, რაც
ქვეყნისათვის
საერთაშორისო
სივრცეში
სამეცნიერო
ურთიერთობების
პარტნიორობის საშუალებაა, ქვეყნის შიგნით კი სხვა უმაღლეს დაწესებულებებს
მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი და ექსპერიმენტული
კვლევების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ;
გ) განსხვავებულია საქართველოს კანონმდებლობით აქამდე დადგენილი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახეებისაგან. ტექნოლოგიური
ინსტიტუტი ახორციელებს სადოქტორო და სამაგისტრო, აგრეთვე, აკადემიური
ხარისხის მქონე პირთა ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე სამეცნიეროკვლევითი პროექტებში მონაწილეობის პროგრამებს, რომელიც განკუთვნილია
პოსტდოქტორანტების, სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა
აკადემიური პერსონალისათვის, აგრეთვე ასოცირებული თანამშრომლებისათვის
და სხვა;
დ) აქცენტი კეთდება სამეცნიერო-ტექნოლოგიური კომპლექსის სარესურსო
ბაზის
განვითარებაზე,
იმ
ქვეყნების
გამოცდილების
გაზიარებით,
რომელთათვისაც პრიორიტეტი ინოვაციური მრეწველობა და მაღალი
ტექნოლოგიები გახდა (მაგ; ფინეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია). თეორიული
და ექსპერიმენტული კვლევების (ამაჩქარებლის გამოყენებით) მოდელებიდან
საქართველოსთვის ოპტიმალურია იტალიის ქალაქ პავიაში არსებული
სინქროტრონი, რომელიც ადრონული თერაპიით სიმსივნური მკურნალობასთან
ერთად, წარმოადგენს მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევით ცენტრს (CNAO).
ხოლო სამეცნიერო კვლევების პარალელურად კვალიფიკაციის მინიჭების
საკითხში სხვა მრავალ საგანმანათლებლო-კვლევით დაწესებულებებთან ერთად
სკოლა ნორმალის (Normal School of Pisa) და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური
ინსტუტუტის (Massachusetts Institute of Technology - MIT) დაფუძნებისა და
განვითარების მაგალითები;
ე)
სამშენებლო
პროცესისა
და
საგანამანათლებლო
ფუნქციების
სინქრონულად
პარალერულ
რეჟიმში
განხორციელების
საშუალებაა.
ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაფუძნების მომენტიდანვე ხდება კონსორციუმის
წევრი (CERNI, INFN და CNAO), მას შესაძლებლობა ეძლევა MedAustron-ის
(მშენებლობა დაიწყო 2008წ-ს პაციენტების მიღება 2015წ-ში.) ანალოგიურად
9
ექსპერიმენტული ბაზის ტექნიკური პროექტის განხორცილებისას ისარგებლოს
წევრი ორგანიზაციების ინტელექტუალური საკუთრებით, ბაზის მშენებლობას
მეთვალყურეობა გაუწიოს კონსორციუმის მიერ დაფუძნებულმა კომიტეტებმა,
ხოლო სტუდენტებმა რიგი სპეციალური (მათ შორის პრაქტიკული) კურსები
გაიარონ კონსორციუმის წევრ დაწესებულებებში და დიპლომების დაცვა/გაცემა კი
მოხდეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ.
2. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციები და მართვა.
საგანმანათლებლო და კვლევითი ფუნქციების განხორციელება და კვლევითი
კომპლექსის სტრუქტურული მოწყობა ეფუძნება საერთაშორისო ინსტრუმენტებს
(აკადემიური თავისუფლება, აკადემიური მიუკერძოებლობა და გარეშე
რეფერირების პრინციპით კონტროლირებადი აკადემიური ხარისხი) გამოყენებას.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: ტექნოლოგიური
ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - აღმასრულებელი
დირექტორი), სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც
ჰორიზინტალური მმართველობის პრინციპზეა აგებული. ინსტიტუტის წესდებას
აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო,
ხოლო საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებას საერთაშორისო
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საერთაშორისო
მრჩეველთა საბჭო.
საგანმანათლებლო პროგრამებს ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში და იგი
დამტკიცებისთანავე ითვლება აკრედიტებულად, რომლის განხორციელებასაც
მონიტორინგს უწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
კომპლექსი
მოიცავს
იზოტოპების,
კრისტალების, დაბალი ტემპერატურების, მაღალი ენერგიების ექსპერიმენტული
ფიზიკის, ადრონული თერაპიის კვლევით ლაბორატორიას. ერთმანეთთან
დაკავშირებული კვლევითი ამოცანების სტრუქტურული მოწყობა, ხარისხების
მინიჭების წესი, პროფესორთა მუდმივ შტატში აყვანის წესი და ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმები განისაზღვრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის
წესდებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, რომელიც ამ სფეროში თანამედროვე
დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის მართვის
აპროპირებულ ტექნოლოგიებს დაეფუძნება.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის
მიერ. აღმასრულებელი დირექტორი წელიწადში ერთხელ საქართველოს
მთავრობას წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის ანგარიშს.
3. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ავტორიზაცია და აკრედიტაცია.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინსტიტუტისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
განსხვავებული რეჟიმი. კერძოდ, ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზებულად
ითვლება ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებისა და საერთაშორისო
მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე. ეს მას საშუალებას აძლევს
გახდეს კონსორციუმის წევრი (CERNI, INFN და CNAO), ხოლო საგანმანათლებლო
10
პროგრამები
აკრედიტებულად
ითვლება
მათი
დამტკიცებისთანავე,
საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი
დასკვნის არსებობის შემთხვევაში ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორ,
აღნიშნული პროგრამები აკრეტიდაციიდან 10 წლის განმავლობაში საჭიროებენ
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ აღიარებბას. ამ შემთხვევაში
ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო,
რომელიც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირებისგანაა დაკომპლექტებული
და შეფასება შესაბამისად ოროენტირებულია შინაარსზე.
წარმატებულ
ქვეყნების
პრაქტიკა
აკრედიტაციის
სისტემათა
მრავალფეროვნებით ხასიათდება, მაგალითად აშშ-ში არსებობს ოფიციალური არასამთავრობო, ნებაყოფლობითი - თვითდაფინასებითი და გარკვეული
მიმართულებით
სპეციალისტების
მომზადებასა
და
გამოშვებაში
სახელმწიფოსაგან საგანმანათლებლო დაწესებულების აღიარება („ნდობის
კრედიტი“). ევროპის ქვეყნებში - ინტეგრაციასა და ინტერნციონალიზაციაზე
დაფუძნებული (ბოლონიის პროცესი) საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოების
გარდა, არსებობს უმაღლესი სასწავლებლის დამოუკიდებელი აკრედიტაცია, ანუ
პროფესიული თვითშეფასება (ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები,
გარე რეფერირება, ექსპერტთა შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდიკა,
რეკომენდაციათა შესრულების პროცედურა. არსებობს ხარისხის შეფასების
მრავალი სხვა მიდგომაც. თუმცა უკანასკნელი პერიოდის საერთო ტენდენცია,
როგორც აშშ-ს, ისე ევროპული სისტემებისათვის საერთოა „ნდობა“ - ხარისხის
გარე რეფერირებით შეფასების პრიციპი.
კანონპროექტით შემოთავაზებული მოდელი შესაბამისობაშია საქართველოს
კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტთან: სახელმწიფო უზრუნველყოფს
ქვეყნის
საგანმანათლებლო
სისტემის
ჰარმონიზაციას
საერთაშორისო
საგანმანათლებლო
სივრცეში.
საერთაშორისო
სივრცე
კი
ხარისხის
უზრუნველყოფის სისტემების მრავალფეროვნებებით ხასიათდება.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და თვითრეგულირების
სისტემა აკადემიურ თავისუფლებასა და სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე
პსუხისმგებლობის
ბალანსისათვის
მთავრობის
წინაშე
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშთან ერთად კერძო
სექტორთან
გაფორმებული
ურთიერთთანამშრომლობის
შეთანხმებასაც
ითვალისწინებს.
4.
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურება:
ა) ტექნოლოგიურ ინსტიტუტს უფლება აქვს დააწესოს დამატებითი
მოთხოვნები პროფილური მიმართულებით, როგორც დოქტორანტების ასევე
მაგისტრანტებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატები მიიღოს საერთო
სამაგისტრო გამოცდების გარეშე;
ბ)
სხვა
უმაღლეს
სასწავლებლებთან
ერთობლივი
პროგრამების
განხორციელება შესაძლებელია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;
გ)
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
მიერ
აკადემიური
ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომელთაც
სრულად გაიარეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული
11
შესაბამისი პროგრამები. დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ეს ნიშნავს
იმას, რომ მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მის
მფლობელს ანიჭებს შესაბამისი საფეხურის ან კვალიფიკაციის სახელმწიფო
ნიმუშის დოკუმენტის მქონე პირთა ანალოგიურ უფლებებს;
დ) პროფესორთა და მკვლევართა შერჩევა ხორციელდება გარე
რეფერირების საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ადრონული თერაპიის მეგაპროექტის
გარშემო
თანამედროვე
ტექნოლოგიების
განვითარების
სამეცნიეროსაგანმანათლებლო
ცენტრის
შექმნასთან
დაკავშირებული
სამუშაოები
დაყოფილია სამ ეტაპად, რომელთა საერთო ღირებულება 10 წლის განმავლობაში
შედგენს 210 767 360 ევროს, აქედან პირველ ეტაპზე (2015 – 2017 წწ.) 130 344 630
ევრო, მეორე ეტაპზე (2018 – 2024 წწ.) 78 502 730 ევრო. მეგაპროექტის საფინანსო
უზრუნველყოფა ხორციელდება კერძო ონვენსტიციებითა და გრანტებით
(როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ფონდებიდან). კანონპროექტის
მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
12
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული
თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა
შემმუშავებელი კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.