„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემდგომში ტექნოლოგიური ინსტიტუტი);“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.“.
3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემდგომში - ტექნოლოგიური ინსტიტუტი) შექმნას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ნორმებისგან განსხვავებული
რეგულაციების დაწესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის წესები არ
გავრცელდება ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე, რადგან ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ავტორიზებულად ჩაითვლება ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებისა და საერთაშორისო
მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები
ავტორიზებულად ჩაითვლება ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის
მიერ მათი დამტკიცებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის
მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიეროსაგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების
მოქმედი სრული რედაქცია, რომელებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს
რეკომენდაციებს;
ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;
გ) ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას;
დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;
ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს;
ე1) (ამოღებულია – 20.03.2013, №347);
ე2) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;
ვ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები
1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი):
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი.
2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის
მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს:
ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;
ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;
ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას;
თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო
პროგრამებს,
რომელთაც
უკავშირდება
სახელმწიფოს
მიერ
აღიარებული
განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო
განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის პროგრამა,
რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში აისახა თვითშეფასების ანგარიშში.
4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება:
ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ
ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული
მომზადების სფეროში.
5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო
ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული
5
პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული
განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი
სტატუსის მოპოვების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს
ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი
1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის
ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო დაწესებულებისა, იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც
გავლილი აქვს აკრედიტაცია.
3.
რეგულირებადი,
მასწავლებლის
მომზადებისა
და
ქართულ
ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამების,
ასევე
დოქტორანტურის,
გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურისა, საგანმანათლებლო
პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.