„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) მე-4 მუხლის მე-2
პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) იხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა
და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და
დასრულებულ
სამეცნიერო-კვლევით
სამუშაოებს,
რისთვისაც
უფლებამოსილია
ამ
ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს
ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
მეცნიერების განვითარების ფონდებს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემდგომში - ტექნოლოგიური ინსტიტუტი) შექმნას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული
რეგულაციების დაწესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უფლება
განიხილოს და შეაფასოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ
ანგარიშები
და
დასრულებულ
სამეცნიერო-კვლევით
სამუშაოები,
რისთვისაც
უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და
შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს არ გავრცელდება ტექნოლოგიურ
ინსტიტუტზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
3
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის
მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიეროსაგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები
1. აკადემიის მიზნებია:
ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა
შესაბამისად;
ბ) თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით
საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და
საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა;
გ) ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა;
დ) საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების
მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ე) საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების
მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის
რეკომენდაციების წარდგენა;
ვ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა.
2. თავისი ამოცანების შესასრულებლად აკადემია:
ა) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას;
ბ) აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; ატარებს საჯარო ლექციებს
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
გ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ
გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;
დ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს
კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;
ე) უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი
სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად;
ზ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში;
თ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და
კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის;
ი) იხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და
დასრულებულ
სამეცნიერო-კვლევით
სამუშაოებს,
რისთვისაც
უფლებამოსილია
ამ
ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე
ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მეცნიერების
განვითარების ფონდებს;
კ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
ტიტულსა და ჯილდოებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან
დაკავშირებულ სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.