„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ47“ ქვეპუნქტი:
„ჰ47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ1) გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი
არჩევნების წესს;“;
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური
ინსტიტუტის) ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საფასურებს;“.
3. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონითაა
დაფუძნებული.“;
4. მე-10 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23. ტექნოლოგიური ინსტიტუტი თავად განსაზღვრავს ამ კანონით გათვალისწინებულ
კომპეტენციათა გამიჯვნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულს შორის.“;
5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის, სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი
და
სასპორტო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული
პირების − სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო
2
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ
შესაბამისი ორგანოები.“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV2 თავი:
„თავი IV2. ტექნოლოგიური ინსტიტუტი
მუხლი 312.
1. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით განსაზღვრულ სპეციალობებში
სპეციალისტთა მომზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
2. ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 476 მუხლი:
„მუხლი 476. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროგრამები
1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს საერთაშორისო
მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციით დამტკიცებული სადოქტორო და სამაგისტრო
პროგრამები და უმაღლესის შემდგომი კვლევითი პროგრამები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების გავლის შემდეგ
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.“.
8. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესი
1. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესი განისაზღვრება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სტუდენტები
ჩაირიცხებიან ტექნოლოგიური ისიტუტის მიერ დადგენილი წესით, ტექნოლოგიურ
ინსტიტუტში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა
წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი
განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტი.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 566 მუხლი:
„მუხლი 566 ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელება
ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციას გადის - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური
ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
10. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო
პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.“.
3
11. 801 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5.
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
მაგისტრანტების
სახელმწიფო
გრანტით
დაფინასდებიან მიზნობრივად, რომლის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს მთავრობა ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის
წარდგინებით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
4
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემდგომში - ტექნოლოგიური ინსტიტუტი) შექმნას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი რეგულაციებისაგან განსხვავებული რეგულაციების
დაწესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების
წესი და ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურები არ
გავრცელდება ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე;
ბ) კანონს ემატება ახალი ტერმინი ტექნოლოგიური ინსტიტუტი - „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;
გ) კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
სახეების გარდა კანონით შესაძლებელი იქნება სხვა სახის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დაფუძნება;
დ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს შორის ამ კანონით გათვალისწინებული
კომპეტენციების გამიჯნვნის უფლებამოსილება ენიჭება ტექნოლოგიური ინსტიტუტს;
ე)
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
როგორც
უმაღლესი
საგანამანათლებლო
დაწესებულების სახლმწიფო კონტროლს არ განახორციელებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო.
ვ)
ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების მიზანს
წარმოადგენს განსაზღვრულ სპეციალობებში სპეციალისტთა მომზადება და მათთვის
5
შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება. აღნიშნულ პროგრამებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის
აღმასრულებელი დირექტორი დაამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან
შეთანხმებით, რომელთა გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი;
ზ)
ტექნოლოგიურ
ინსტიტუტში
მაგისტრატურასა
და
დოქტორანტურაში
სტუდენტების ჩარიცხვის წესის განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება ტექნოლოგიური
ინსტიტუტს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხვის ძირითად მოთხოვნად
განისაზღვრა უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტის
წარდგენა;
თ)
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
მაგისტრანტების
სახელმწიფო
გრანტით
დაფინანსებისას გრანტის ოდენობას ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი
დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველობის მთავრობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
6
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის
მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიეროსაგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქცია, რომელებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში
გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს
აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების
დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლება
დამოუკიდებლად განახორციელონ სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის,
სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე
უცხოეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რასაც
თან სდევს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების აღიარება;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე 1 ) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე 2 ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო –
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი , რომელშიცსისტემატიზებულია საქა
რთველოში არსებული უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია ;
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების
შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული
დამსახურებისთვის;
თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია
განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია
სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და
სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე
პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში
8
ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან
ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს
სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და
ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის – ბაკალავრიატისათვის დადგენილი
კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის საფუძვლების სწავლებას, რაც
აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი
სწავლისათვის;
ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით
საქმიანობას და მონაწილეობს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
უნივერსიტეტის წესდებით;
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო1 ) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა,
რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და
დადგენილი
კრედიტების
დაგროვების
შედეგად
ენიჭება.
პროგრამა
ითვალისწინებს
მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;
პ) (ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
მინიჭებული
კვალიფიკაციის
დასადასტურებლად;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური
ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად
ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის
მინიჭებით;
უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის
გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე
კვალიფიკაციის
მისაღებად
ორგანიზებული,
თანამედროვე
საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ
ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას.
ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის,
9
სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების
გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები
ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური
მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური
უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ღ 2 ) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით;
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო
წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა) შესაბამისადაც
ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას
და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი
განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის
ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის
შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული
კვალიფიკაციით მუშაობისათვის;
წ1 ) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის,
დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე პირი ან მასთან
გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას;
წ 2 ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – უმაღლესი განათლების პირველი
საფეხურის ფარგლებში ან დამოუკიდებლად არსებული, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით
შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;
წ 3 ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს
მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა.
რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
10
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე
დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც
შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია
პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული
ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე
პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიეროკვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით
შეფასებისა
და
გამოცდების
ეროვნული
ცენტრის
მიერ
დამტკიცებული,
აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა
აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი
ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად
აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ 2 ) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი
კვალიფიკაციის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა;
ჰ 3 ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო
ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის
მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით;
ჰ 4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე
ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
ჰ 5 ) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის
მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია
პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით,
სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები;
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში
მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7 ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში;
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ9 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო
პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში
სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და
სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10 ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან
11
დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული
უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია
ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის ან/და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ჰ11 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის
მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ 12 ) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან
რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ 13 ) (ამოღებულია);
ჰ14 ) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის,
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;
ჰ 15 ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და
დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ 16 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის
ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან
უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის
წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და
დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;
ჰ 17 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად
განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე
საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;
ჰ19 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს
სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის
მინიჭებას;
ჰ20 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ21 ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ 22 ) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა
განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის
გაუმჯობესებას;
ჰ 23 ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას
სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და
სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად
12
დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო
პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის
ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო სამაგისტრო
გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის
კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
ჩასატარებელ
გამოცდაში/გამოცდებში
მონაწილეობის
უფლების
მოსაპოვებლად;
ჰ27) ( ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28 ) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის
შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი,
რომლითაც
ირკვევა,
რომელმა
მაგისტრანტობის
კანდიდატმა
მოიპოვა
კონკრეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებებისთვის,
მათ
შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ 29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების
უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების
შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ან/და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების
კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების
საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ
განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს
უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის
შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებებისთვის,
მათ
შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა,
რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის
დასაფინანსებლად,
გარდა
სახელოვნებო-შემოქმედებითი,
სასპორტო,
საზღვაო,
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
ან
სამხედრო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
13
დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე
მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით;
ჰ 33 ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა).
სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის –
საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ჰ 34 ) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის
დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები;
ჰ 35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო
პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი
უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტების
შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს
მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი)
შეძენა
იმ
დონეზე,
რომელიც
აუცილებელია
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული
საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული
გამოცდების
გავლის
გარეშე
ჩაირიცხებიან
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი
საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის
გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად;
ჰ37 ) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობით
უფლებამოსილებებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით;
ჰ38 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
−
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და
ფინანსების ნაწილი;
ჰ39 ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ჰ40 ) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს
საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის
შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ
სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც
შეიცავს
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა
და
დოქტორანტურის
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება −
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის
ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
14
ჰ 43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ
ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ჰ44 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის
დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს
გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული
რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ45 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ჰ 46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება,
რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო
სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი
განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
დ) (ამოღებულია);
დ 1)
საქართველოს
პრემიერ-მინისტრთან
შეთანხმებით
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე) (ამოღებულია);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით
ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;
ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს
წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით;
15
თ1 ) ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081);
ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული
გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების
წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;
ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების
ხელშეწყობის ღონისძიებებს;
კ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, მათ საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების
შესრულებისთვის;
მ1 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესს;
ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი
დანართის ფორმებს;
ნ1) ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა მიღების, მათთვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის
წესებს;
ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;
ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;
ო)
ამტკიცებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ავტორიზაციისა
და
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს;
ო1 ) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და
საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ინგლისური
ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის
გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;
პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს.
პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი
საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესს და
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურს;
პ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს მონაცემებს
16
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის,
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ;
პ 4 ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ;
პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი ზღვრის
გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო
ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო
პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ
მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/
გამოცდებში;
პ 6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ბაკალავრიატის ან /და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის აკრედიტებუ
ლი საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულებას /მიმართულებებს , რომელშიც / რ
ომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად ან / და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო ;
პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და
პირობებს;
პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის
წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და
დაფინანსების წესებს;
ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ
სხვა ფუნქციებს.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:
ა) უნივერსიტეტი;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი;
გ) კოლეჯი.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
შეიძლება არსებობდეს საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულის ან ცალკე კერძო
სამართლის იურიდიული პირის სახით.
მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად:
ა) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
17
ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს;
გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს;
დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის;
დ1 )
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო
გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს
კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ
განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო
გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის
გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის
მინიჭებულ კოეფიციენტებს;
ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას;
ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში
განსაზღვროს
მაგისტრანტობის
კანდიდატებისთვის
გამოცდა,
აგრეთვე
უფლებამოსილია
განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში;
თ)
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების
ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესის შესაბამისად;
თ1) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ
გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან;
კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად
მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის
გაგრძელების უფლება.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ
კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად
მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;
ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული
გამოცდისათვის;
18
დ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის
მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს
კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის, აგრეთვე ანიჭებს
კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს;
ვ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;
ზ) ქმნის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ
მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ ქონებით
სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ი)
მაგისტრანტობის
კანდიდატებისთვის
შეიმუშავებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს
სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების
ფარგლებში.
21 . კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებისა, თავად განსაზღვრავს ამ კანონით
გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის. კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
არსებობს
მხოლოდ
ერთი
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეული.
22. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ
მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს განსაზღვრავს სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521 მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ის გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო
ქსელში.
მუხლი 11. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
1. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
(გარდა სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული
პირების − სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი
ორგანოები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება
დაწესებულების სახელწოდება და მიზანი, მისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული
ღონისძიებები, ასევე ინიშნება ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. დროებითი წესდებით
19
განისაზღვრება ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის
გავლასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული
უფლებამოსილებები მართვის ორგანოების არჩევამდე.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, არ არის უფლებამოსილი, სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე
განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა.
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო განათლების
განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს/საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ კანონითა და თავისი
წესდებით განსაზღვრული წესით, დამხმარე საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს სკოლისგარეშე
სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამების
სწავლება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის.
მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესი
მაგისტრატურასა
და
დოქტორანტურაში
მიღების
წესი
განისაზღვრება
საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო
დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
უმაღლესი
ერთეულის
მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი
1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების
ხარისხის
ასამაღლებლად
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა.
11. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება
ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.
2. აკრედიტაციის სტანდარტებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად,
რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.
4.
რეგულირებადი,
მასწავლებლის
მომზადებისა
და
ქართულ
ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
დოქტორანტურის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა,
განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
5. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი.
20
6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის
საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური
დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკონტროლებს აკრედიტაციის
პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს
აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით.
8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებს, უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის
იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის
განვითარების
ეროვნულმა
ცენტრმა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას.
მუხლი 801. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით
1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს
მოქალაქეს , პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე
პირსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს,
რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში
გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე .
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო
ქვეყნის მოქალაქისა, რომლის უმაღლესი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს
მოქალაქის უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების
დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით.
3. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ,
ერთი
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების,
მათ
შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით.
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლის
საფასურს, რომელიც დადგენილია ამ დაწესებულების მიერ, სახელმწიფო ფარავს მხოლოდ
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ფარგლებში.