„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.09.2015
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/380/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 213 მუხლის: ა) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. 2. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანამდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. 3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; 1 ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; 4. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: ა) სრული ზოგადი განათლება; ბ) შესაბამისი უმაღლესი სახელოვნებო ან სასპორტო ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს, უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა; დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“ გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 612 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელსა და 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ მასწავლებელს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: 2 ,,3. 2021 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ცვლილება და მასწავლებლის განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების სრულყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზება და მასწავლებლის განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების სრულყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაზუსტებას. აღსანიშნავია, რომ ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მომზადდა საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. აღნიშნული სქემის შესაბამისად, განისაზღვრა მასწავლებლობის უფლების მოპოვების რამდენიმე გზა, კერძოდ სქემის მიხედვით: მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება უნდა განხორციელდეს ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტისა. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი ადასტურებს საგნობრივ, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ კომპეტენციებს, რის შედეგადაც კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას; ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლობის მსურველი აბარებს საგნის გამოცდას; ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები მოიპოვებენ მასწავლებლობის უფლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული 4 ცენტრის კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა), ან სხვა ორგანიზაციის მასწავლებელთა გადამზადების აკრედიტებული კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა) წარმატებით გავლის შემდეგ. ასევე, პირს, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ერთვება სქემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებში და ასევე 612 მუხლის მე-2 პუნქტში. ამასთან, იმისათვის, რომ არ შეიქმნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლების დეფიციტი, აუცილებელია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 612 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეეძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 5 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 213. მასწავლებლის განათლება 1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანამდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სპეციალურ განათლებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. 4. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: ა) სრული ზოგადი განათლება; ბ) შესაბამისი უმაღლესი სახელოვნებო ან სასპორტო ანდა პროფესიული სასპორტო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 5. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: ა) სრული ზოგადი განათლება; ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 6. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განათლების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უნდა ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს, და უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. 7 7. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უნდა ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მულტილინგვური განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 612. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა 1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილებისას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 2. მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს. 8