„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება
სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც
საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში
მიღებული განათლების, კრედიტების აღიარება;“
ბ) ,,ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;“
გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და ,,ვ2“ ქვეპუნქტები:
„ვ1) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების შედეგად, ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია, რომელიც პირს
ენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას;
ვ2) ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხი - საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების შედეგად
მინიჭებული კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება
აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას. ორმაგი
(მრავლობითი) აკადემიური ხარისხის მინიჭების დროს ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ანიჭებს კვალიფიკაციას და გასცემს შესაბამისი კვალიფიკაციის
დამადასტურებელ დოკუმენტს;“;
დ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ1) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული
(სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,
ლაბორატორია, ცენტრი და სხვა), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით
საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. დამოუკიდებელ სამეცნიეროკვლევით ერთეულს უფლება აქვს
მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები,
მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით;“
1
ე) „ნ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ ქვეპუნქტი:
,,ნ2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულება - დაწესებულება,
რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან
უნივერსიტეტთან, ამავე უნივერსიტეტის თანხმობით. საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან - უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო
-კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლება
აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში;”
ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) დიპლომი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
მინიჭებული
კვალიფიკაციის, ასევე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად
მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;“
ზ) ,,ო1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო2“ ქვეპუნქტი:
,,ო2) განათლების მაგისტრი - მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და
დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების მაგისტრის
აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება;“
თ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„ჟ) დიპლომის დანართი - დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის
დასადასტურებლად. დიპლომის დანართი ასევე გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული განათლების შინაარსისა და
საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის
დასადასტურებლად;“
ი) ,,ღ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ2) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. აღნიშნული სწავლის შედეგი ასევე მიიღწევა
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით, რაც დასტურდება
საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით,
დიპლომებით ან სერტიფიკატით;“
კ) ,,წ1“ და ,,წ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
,,წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრის ან განათლების
მაგისტრის დიპლომის მქონე პირი ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს
სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის
შემთხვევაში მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს
უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან
მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამისაგან დამოუკიდებლად არსებული, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით
შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;“
ლ) „წ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ4“ - ,,წ8“ ქვეპუნქტები:
,,წ4)
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამა - შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული
უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი
საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს,
თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის
მოდულს;
წ5) მეცნიერი - დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში სამეცნიერო თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც აქვს
უფლება მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, უხელმძღვანელოს სტუდენტების
სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
წ6) მკვლევარ-პროფესორი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
მქონე პირი, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მისი
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ბაზაზე ახორციელებს სამეცნიეროკვლევით საქმიანობას ამა თუ იმ გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის ფარგლებში;
წ7) მუდმივი პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს
სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6
წლის გამოცდილება, აგრეთვე განსაკუთრებული აკადემიური და სამეცნიერო მიღწევები,
აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ
პირობებს და რომელთანაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური
საბჭოს თანხმობით აფორმებს უვადო შრომით ხელშეკრულებას;
წ8) პოსტდოქტორანტი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება კონკრეტული
სამეცნიერო–კვლევითი პროექტის განსახორციელებლად უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო–
კვლევით ერთეულში, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად;“
მ) ,,ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა,
შესაბამისი კვალიფიკაციის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ან რომლის
3
განხორცილებისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება.”;
ნ) ,,ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამის
ან/და
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასაფინანსებლად;“
ო) ,,ჰ14” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ14) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/
სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. სტუდენტი
არის ასევე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო ან/და კვლევითი
კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და
დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან
- უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - სამეცნიერო კვლევით
დაწესებულებაში;“
პ) ჰ18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ18) უნივერსიტეტი
–
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება,
რომელიც
ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურის ან სამივე
საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;“
ჟ) ჰ35 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და
სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა იმ დონეზე, რომელიც
აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით
სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება
აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე
ჩაირიცხებიან
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
რ) „ჰ46“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ47“ ქვეპუნქტი:
4
,,ჰ47) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა - საგანმანათლებლო პროგრამა,
რომელიც
ხორციელდება
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებას/დაწესებულებებს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებასა
და
დამოუკიდებელ
სამეცნიერო-კვლევით
ერთეულს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირ - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას/საჯარო სამართლის
იურიდიულ პირ - სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი
საგანმანთლებლო პროგრამის განხორციელების თაობაზე მიღწეული შეთანხმების
საფუძველზე;“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
ჩარიცხულ
პირთა
დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;“;
ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
,,დ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულების დაფუძნების კრიტერიუმებსა
და წესს.“
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ნ1“-,,ნ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნ1) ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა მიღების,
მათთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისა და მასწავლებლის მომზადების
სერტიფიკატის გაცემის წესებს;
ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და
ოდენობას;“;
ბ) ,,პ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
ან/და
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების
იმ
პროგრამულ მიმართულებას/მიმართულებებს, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის
საფასურს სრულად ან/და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო;“
გ) ,,პ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ9“ და ,,პ10“ ქვეპუნქტები:
,,პ9) უფლებამოსილია საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
5
პ10) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურების/საქმიანობის საფასური;“
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე
საფეხურის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის
სათანადო ბაზა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში გაფორმებული უნდა ჰქონდეს
ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე.“
5. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო
და საექსპერტო საქმიანობა;
გ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციების, ასევე სამეცნიერო ხასიათის სხვა
ტიპის ღონისძიებების ჩატარებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
დადგენილი წესით;
დ) ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით;
ე) მონაწილეობა მიიღოს
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით დადგენილი წესით;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად,
მონაწილეობა
მიიღოს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
მომზადებაგანხორციელებაში, სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, ასევე
დისერტაციების შესრულებაში.
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად,
სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის
სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეიმუშავებს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სამსახურში მიღების წესს;“;
ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;“;
გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21 . კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,
გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებისა, თავად განსაზღვრავს ამ
6
კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის. გამიჯვნის დასაშვებობა
არ ვრცელდება კვალიფიკაციის მინიჭებაზე, რაც განეკუთვნება უშუალოდ ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას. კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ
არის, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს მხოლოდ ერთი
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.“.
6. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს
დადგენილი წესით;“
კანონმდებლობით
7. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
,,მუხლი 111. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულება
1. საქართველოს მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან,
ამავე უნივერსიტეტის თანხმობით, შეიძლება დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტრუქტურასა და
მართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და
მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებას, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,
შეუძლია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
მომზადება-განხორციელებაში, სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების,
ასევე დისერტაციების შესრულებაში.
ბ) სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის
სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.“
8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) სტუდენტთა, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის აკადემიურ თავისუფლებას.
გ) სტუდენტთა, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობას გადაწყვეტილების
მიღებაში;“.
9. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის წესსა და
სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებისა);
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:
7
ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების
ოდენობასა და პირობებს;
ლ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და
პირობებს;
ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს.“
10. მე-20 მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21 . აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით, შედიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები.
აკადემიურ საბჭოში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების
წარმომადგენლების
საერთო
რაოდენობა
არ
უნდა
აღემატებოდეს
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის/ერთეულების წარმომადგენლების საერთო რაოდენობის ერთ
მესამედს.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. აკადემიური საბჭოში არჩეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
წარმომადგენლების შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი
საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.“
11. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ბ1“-„ბ5“ ქვეპუნქტები:
„ბ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის დირექტორს;
ბ2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით
განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებასა და სამეცნიერო
თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
ბ3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს
უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
ბ4) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;
ბ5) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს
შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, ასევე დისერტაციების შესრულებაში
მონაწილეობისა და სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის
სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში სტუდენტთა
ჩართვის წესს;“
12. 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
8
,,10. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელი (რექტორი) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი
სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“.
13. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
,,ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელი
სამეცნიერო კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და
წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;”
14. 25-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის
მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები,
საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის
თვითშეფასების მომზადების გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასევე
უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების
დანერგვის გზით.“
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის
შიდა შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
42. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (მაგალითად,
შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის
სხვადასხვა ფორმების გამოყენება და სხვა).“
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი
საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება.“
15. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
,,11. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭო.
12. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით
ერთეულს
უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად:
9
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში,
სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, ასევე დისერტაციების
შესრულებაში.
ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის
სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.“
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
აკადემიური თანამდებობის
და
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და
სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, აკადემიური პერსონალისა და
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე
პირებისა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.“
16. 28-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“-,,თ4“
ქვეპუნქტები:
„თ1) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის დირექტორს;
თ2) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში
მიღების წესს;
თ3) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებასა და სამეცნიერო
თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
თ4) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების
წესს;“
17. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291-293 მუხლები:
,,მუხლი 291. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა
1.
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
სტრუქტურა
შეიძლება
ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.
2.
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
მართვის
ორგანოებია
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დირექტორი.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ძირითადი და დამხმარე
სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობის და საქმიანობის წესი განისაზღვრება
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დებულებით,
რომელსაც
უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შემთხვევაში
ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
10
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
ერთეულის
შემთხვევაში
-
ძირითადი
მუხლი 292. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მეცნიერთა საერთო კრება
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე
პირთაგან, 5 წლის ვადით ირჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო საბჭოს. სამეცნიერო საბჭოში მეცნიერთა საერთო კრების მიერ შეიძლება არჩეულ
იქნეს აგრეთვე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ძირითადი
სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები ხუთი წლის
ვადით.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
მართვისა და განვითარების საკითხებს.
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში,
ჩართულია კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
გ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას
წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული
თამჯდომარე.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი.
5. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი, მისი უფლებამოსილების ვადა,
არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
მუხლი 293. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დირექტორი,
რომელიც
ამავდროულად შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის დირექტორს 5 წლის ვადით, ღია
კონკურსის წესით შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს. აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო–
კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო კვლავ წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს
სხვას. აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განმეორებითი
უარის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებელს ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი
(რექტორი), ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო11
კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში შეარჩიოს
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა.
დამოუკიდებელი
სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებელი
თანამდებობაზე
ინიშნება
აკადემიური
საბჭოს/ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორად შეიძლება არჩეული
იქნეს პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს. ამ პუნქტით გათვალისწინებული
ასაკობრივი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორმა აღნიშნული
თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობაზე
შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებანი განისაზღვრება დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“
18. 30-ე მუხლის:
ა) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ან ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით
იქმნება სადისერტაციო საბჭო. გადაწყვეტილებას სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის
თაობაზე იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭო შედგება ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და
ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის
უფროსი და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო
შეიძლება შედგებოდეს უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა
პროფესორისა
და
ასოცირებული
პროფესორისაგან,
აგრეთვე
უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის
უფროსი და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისგან ან უნივერსიტეტის შესაბამისი
დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების, აგრეთვე
უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
შესაბამისი
დარგის/სპეციალობის
უფროსი
და
მთავარი
მეცნიერი
თანამშრომლებისაგან.
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრების შერჩევა ხდება დაწესებულების
აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების
შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის/სპეციალობის წარმომადგენლები
საქართველოდან და უცხოეთიდან, დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ
განსაზღვრული წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად.“
12
19. 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის,
აგრეთვე მისი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების
ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური,
რომელიც მოქმედებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულების შესაბამისად.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები:
„31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და
დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს.
32. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (მაგალითად,
შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის
სხვადასხვა ფორმების გამოყენება და სხვა).
33. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასებას ახდენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის
შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება“;
20. 311 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან
სხვა
მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის წესს, მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ერთი
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტის გადასვლის წესსა და მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს ადგენს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.“
21. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 32. პერსონალი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს
ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.“
აკადემიური,
სამეცნიერო,
13
22. 33-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან მუდმივი პროფესორი, პროფესორი,
ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. მუდმივი პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში
ან/და წარმართავენ მათ. მუდმივ პროფესორებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება
აკადემიური
საბჭოს
თანხმობით
აფორმებს
უვადო
შრომით
ხელშეკრულებას;“.
23. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. მუდმივი პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, აგრეთვე განსაკუთრებული
აკადემიური და სამეცნიერო მიღწევები, აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს და რომელთანაც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური საბჭოს თანხმობით აფორმებს უვადო
შრომით ხელშეკრულებას;
24. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371- 375 მუხლები:
„მუხლი 371. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება
შედგებოდეს მეცნიერების, მკვლევარ-პროფესორებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.
2. მეცნიერების შემადგენლობას მიეკუთვნებიან მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი
მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონე პირები.
3.
მკვლევარ-პროფესორების პერსონალს მიეკუთვნება პირი, რომელიც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის ბაზაზე ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ამა თუ იმ გრანტით
დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში;
4. პოსტდოქტორანტების პერსონალს მიეკუთვნება პირი, რომელიც ვადიანი შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება კონკრეტული სამეცნიერო–კვლევითი პროექტის
განსახორციელებლად
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულში,
აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 372. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც
უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის
პრინციპებს.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო–კვლევითი
საქმიანობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის
თანამდებობის დაკავება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
გათვალისწინებული ვადით.
14
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უფროსი მეცნიერი
თანამშრომლის
თანამდებობის
დაკავება
ხდება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული ვადით.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის
დაკავება
ხდება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებით
გათვალისწინებული ვადით.
5. კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს
კანონმდებლობითა
და
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დებულებით
გათვალისწინებული წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
პერსონალის სამსახურში მიღების წესსა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების
დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკადემიურ საბჭოს, რომელიც დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოს.
7. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესსა და სამეცნიერო
თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და
დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს.
მუხლი 373. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.
2. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
3. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება
გახდეს აგრეთვე ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე
განაცხადის წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა.
4. აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების შეთავსების საკითხი განისაზღვრება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
მუხლი 374. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს
კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი
ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
15
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და
საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი
კომპონენტის განხორციელებაში;
დ)
სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა საგრანტო
დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური
გრანტის (გრანტების) დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
სხვა უფლებამოსილებანი.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. უნივერსიტეტი/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის
თავისუფლებას.
მუხლი 375. მეცნიერის შრომის ანაზღაურება
1. მეცნიერის შრომა ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობებით. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში დასაქმებული მეცნიერის
თანამდებობრივი სარგო უნდა აღემატებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო
მოსამსახურის მინიმალურ თანამდებობრივ სარგოს.
2. მეცნიერს უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს დროებით
კვლევით ჯგუფებში დამატებით ანაზღაურებით.
3. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში დასაქმებულ მეცნიერს, თუ იგი
მოიპოვებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს, სრულად უნარჩუნდება მეცნიერის
თანამდებობრივი სარგო.“.
25. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნებიან: დაწესებულების ხელმძღვანელი,
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი,
ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის დირექტორი, ასევე
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებით
განსაზღვრული
სხვა
თანამდებობები. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ადმინისტრაციულ თანამდებობებს
მიეკუთვნებიან ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“.
26. 43-ე მუხლის:
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13.
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის, აგრეთვე
16
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებით. მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სტუდენტი
უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესითა და
მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
მიერ
დადგენილი
წესითა
და
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებით
განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ერთი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.“
ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“
27. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია.“
28. 461 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 462 მუხლი:
,,მუხლი 462. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამა
1.
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული
უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება ზოგადი განათლების
შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური
ხარისხის მინიჭებით.
2.
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს.
3. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:
ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფების საგნობრივ და
მეთოდურ მოდულს - არანაკლებ 180 კრედიტი;
ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს - არაუმეტეს 60 კრედიტი;
გ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი.
4.
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი
განათლების
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა) უნდა მოიცავდეს:
ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს – არანაკლებ 120 კრედიტი;
ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი;
გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს - არაუმეტეს 60 კრედიტი;
დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი.“
17
29. 472 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს
არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი
სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.“
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში
გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.“
30. 473 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხული
სტუდენტების
მიერ
ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხული სტუდენტები სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო პროგრამით.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხული სტუდენტები ვალდებული არიან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.“;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ ამ
კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია, მისი გავლა შესაძლებელია
მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი
18
საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
დამადასტურებელ სერტიფიკატს.“
31. 475 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების
გავლის შემდეგ პირის მიერ მიღებული განათლება ითვლება სახელმწიფოს მიერ უპირობოდ
აღიარებულად.“
32. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა);“
33. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 491. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები
1. ამ კანონის 471–49-ე მუხლებით გათვალისწინებული პროგრამები მხარეთა რესურსების
კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო
სივრცეში ინტეგრაციისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების, რეგიონალური
განვითარების
ხელშეწყობის
მიზნით
შეიძლება
ერთობლივად
განახორციელოს
საქართველოს რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო
დაწესებულებამ. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების
წესს ერთობლივად ადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
2. ამ კანონის 471-49-ე მუხლებით გათვალისწინებული პროგრამები შეიძლება ერთობლივად
განახორციელოს
საქართველოს
უმაღლესმა
საგანმანათლებლო
დაწესებულებამ/დაწესებულებებმა
და
დამოუკიდებელმა
სამეცნიერო–კვლევითმა
ერთეულმა/ერთეულებმა ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან
არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამეცნიერო-კვლევითმა
დაწესებულებამ ან/და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამეცნიერო კვლევითმა
დაწესებულებამ.
3.
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელ
დაწესებულებებს შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების მიზნით ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების
ფორმები. მხართა შორის გასაფორმებელი ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების
პროექტი უნდა შეთანხმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
4. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ერთობლივი
აკადემიური
ხარისხის/ორმაგი
(მრავლობითი)
აკადემიური
ხარისხის
მინიჭება
ხორციელდება
მის
განხორციელებაში
ჩართული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების/დაწესებულებების მიერ, რაც განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
5. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება,
რომელთათვისაც ამ კანონით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ
აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის
მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
19
პროგრამის აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე
უცხოური ორგანიზაციის მიერ.
7. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაცია ან/და უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის
აღიარება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა
ხორციელდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხარეთა
შეთანხმებით
წინასწარ
განსაზღვრულ
ერთ-ერთ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
9. საქართველოს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი, თითოეულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო
რაოდენობაში.“
34. 52-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 52. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების
საფუძველი“
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ
იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.“
გ) მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე
სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისა),
რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო
ქვეყანაში
ამ
ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
აღიარებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
ან
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ
თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს.
20
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო
პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების
მიხედვით.“
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ იმ
აბიტურიენტთა
სიებს,
რომლებმაც
უფლება
მოიპოვეს,
ისწავლონ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ძირითად
საგანმანათლებლო
ერთეულში
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ
უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს.“
35. 521 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე
სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისა),
რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო
ქვეყანაში
ამ
ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
აღიარებულ
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;“
36. 54-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხულ იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“
37. 542 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 542. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს სახელმწიფო
სასწავლო გრანტი ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დამტკიცებული წესის შესაბამისად.“
38. 75-ე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საზღვაო.“
39. 76-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მხოლოდ საქართველოს კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების
ჩამონათვალი,
რომლებიც
საჭიროებს
აკადემიურ
უმაღლეს
განათლებასა
და
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან რომლის განხორცილებისათვის მოთხოვნილი
შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია შესაბამისი გამოცდის ჩაბარება.“
21
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3.
პედაგოგიური საქმიანობის
განხორცილებისათვის
მოთხოვნილი
შესაბამისი
კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანებით.“
40. 81-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამებით და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების
ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში
უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც
ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში),
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან
აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას - არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ
შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში),
დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა
უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული
სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში),
დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 6
წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის
აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო
გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
ან
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამებით სწავლების ღირებულებას.“
ბ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა/ოდენობები არ მოიცავს იმ კრედიტების
შესაბამისი სწავლის პერიოდის დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ, გარდა ამ კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულება საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის/ოდენობების
22
ფარგლებში გამოითვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად.“
41. 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 ქვეპუნქტი:
„13. ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება,
განახორციელონ საზღვაო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები
აკრედიტაციის მიუხედავად 2017-2018 აკადემიური წლის დაწყებამდე.“
42. 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2016-2017
სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საფასურის
განსაზღვრა.
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და
უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო
პროგრამებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის
განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.“
43. 89-ე მუხლის 61 და 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის
დასაწყისამდე უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციის განხორციელება.
62 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 –2018 სასწავლო წლის
დასაწყისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1 “ ქვეპუნქტითა
და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება. ამ წესის
დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირები
მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი
გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის
შესაბამისად.“
44. 893 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი
ეკლესიის
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება“
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს
საპატრიარქომ
უზრუნველყონ
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან
2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
23
აღიარების საკითხის ერთობლივი შესწავლა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან
2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
აღიარების წესის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მიერ დამტკიცება.“
45. 896 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 896 . საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტები
1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
2015 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად და მათ მიერ ჩარიცხვამდე მიღებული
განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს შესაბამისმა
დაწესებულებამ.
2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2013 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები
ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად და მათ მიერ
ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება
განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ.“
46. 898 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 899, 8910 და 8911 მუხლები:
,,მუხლი 899. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
ლიკვიდირებულ
ან
საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მიღებული განათლების აღიარება
1. საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ
დადგენილი
წესით,
ახდენს
2005
წლამდე
ლიკვიდირებულ
ან
საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის
დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების
განათლების აღიარებას, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის
დადასტურებას.
2. საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ
დადგენილი წესით, უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი −
დიპლომი/დიპლომის დუბლიკატი.
3. პირს, რომელიც სწავლობდა 2013 წლის პირველ იანვრამდე ლიკვიდირებულ ან
საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი
ეკლესიის
დაწესებულებაში,
უფლება
აქვს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი.
4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი
წესით განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ
სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე მიღებული განათლების აღიარება.
მუხლი 8910. სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია
24
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით
ერთეულსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენელ სამეცნიერო–კვლევით
ერთეულში ტარდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რომელიც დასრულებულ უნდა
იქნეს კანონის ამოქმედებიდან მომდევნო ფინანსური წლის დასასრულამდე.
2. სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესსა და კომისიის შემადგენლობას
შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და
ამტკიცებს აკადემიური საბჭო/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგები იწვევს იმ
სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის შრომითი
ხელშეკრულების ვადა არ დასრულებულა.
მუხლი 8911. მასწავლებლის განათლება - მილევად რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო
პროგრამები
1. მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს აბიტურიენტები
2016 წლის ჩათვლით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს
მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა 20212022 სასწავლო წლის დაწყებამდე.
3. 2021-2022 სასწავლო წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია
უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე 2016 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების გადაყვანა მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე,
რომლებსაც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია
მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულებისათვის.“
მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სამეცნიერო პერსონალის
წარმომადგენლები აკადემიურ და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში,
შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით
არჩეულ იქნენ ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში, რომელთა არჩევაც არ გამოიწვევს
არსებული აკადემიური და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების
უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში
უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულების დაფუძნების
კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცება.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
25
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზებია:
იმ პირების განათლების მიღების უფლებით სარგებლობაში ხელშეწყობა, რომლებიც
სწავლობენ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში;
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან
სამეცნიერო–კვლევითი
დაწესებულებების ინტეგრაციის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის
აუცილებლობა, რაც განაპირობა შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების არარსებობამ;
სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციის მიმართულებით საგანმანათლებლო სისტემის
მოწესრიგების საჭიროება;
მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობა;
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის – როგორც
სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარების ერთ–ერთი ინსტრუმენტის – ხელშეწყობის
აუცილებლობა;
უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის
საკანონმდებლო მექანიზმების შექმნის საჭიროება;
საზღვაო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
რეგულირებადი
საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მიკუთვნების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზნებია:
იმ პირების განათლების მიღების უფლებით სარგებლობაში ხელშეწყობა, რომლებიც
სწავლობენ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემადგენელი სამეცნიერო
კვლევითი ერთეულების
სტატუსისა
და
ფუნქციების
განსაზღვრა;
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო,
სამეცნიერო–კვლევით
საქმიანობასა და მართვაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სრულფასოვნად
მონაწილეობის უზრუნველყოფა; მეცნიერის სტატუსის, მისი უფლებებისა და
მოვალეობების, მეცნიერთა ატესტაციის პროცესის განსაზღვრა და, ზოგადად, სწავლებისა და
კვლევის ინტეგრაციის მიმართულებით საგანმანათლებლო სისტემის მოწესრიგება;
მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესება;
ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან საქართველოს უმაღლესი
განათლების სისტემის დაახლოება და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის
ინტერნაციონალიზაციის – როგორც სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარების ერთ–
ერთი ინსტრუმენტის – ხელშეწყობა;
უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის
საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა.
26
საზღვაო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მიკუთვნება.
პროგრამების
რეგულირებადი
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, იცვლება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული მობილობის ცნება. ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-13 პუნქტი,
რომლის
თანახმადაც
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილი იქნება საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესითა და მიმღები მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებით
განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ
დადგენილი
წესითა
და
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ერთი
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე. ხოლო, ამავე მუხლს ემატება მე-14 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებლად
ცხადდება მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში,
მართლმადიდებლური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა. კანონპროექტით
წარმოდგენილი 311 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან
სხვა
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სტუდენტის გადასვლის წესს, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ერთი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტის გადასვლის წესსა და
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს დაადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი. საყურადღებოა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
43-ე მუხლის მე-13 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ
სარგებლობს მობილობის უფლებით. აღნიშნული განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ჩარიცხვისგან განსხვავებული წესით. კერძოდ, „მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N92/ნ
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა
ხორციელდება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართული ენასა და ლიტერატურაში
მიღებული
შედეგისა
და
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
27
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-13 პუნქტით
გათვალისწინებული მობილობის შეზღუდვა ემსახურებოდა აბიტურიენტების მიერ ერთიანი
ეროვნული გამოცდების ჩაბარებისაგან თავის არიდების მცდელობის შეზღუდვას. თუმცა,
ლოგიკურია, რომ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხულ პირს საშუალება მიეცეს ისარგებლოს მობილობის უფლებით
მხოლოდ სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, ასევე გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ერთი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამაზე,
მით
უმეტეს,
რომ
არსებული
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა
და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
მრავალფეროვნება უკვე იძლევა ამის საშუალებას.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 475 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც
475 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების
გავლის შემდეგ პირის მიერ მიღებული განათლება ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ
უპირობოდ აღიარებულად. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475
მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს თეოლოგიის,
ხატწერის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), საეკლესიო მუსიკისა და
საეკლესიო
მუსიკათმცოდნეობის,
ქრისტიანული
ფსიქოლოგიის,
ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და
ქრისტიანული
ფილოსოფიის
საგანმანათლებლო
პროგრამები.
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილება
განპირობებულია
საქართველოს
სახელმწიფოსა
და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის
14 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლის მე-5 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისადაც სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ
გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და
წოდებებს. ამდენად, იმისათვის, რომ შესრულდეს კონსტიტუციური შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულებები და ამასთან, დაცული იყოს იმ პირთა განათლების უფლებაც, რომელთაც
მიიღეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება, მიზანშეწონილია
განხორციელდეს წარმოდგენილი ცვლილება.
კანონპროექტის
თანახმად,
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან
2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
აღიარების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ
განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ასევე მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
2015 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული
სტუდენტები და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2013 წლის 1 იანვრამდე
ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვლებიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
28
ჩარიცხულებად. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ენიჭება
უფლებამოსილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი
წესით,
განახორციელოს
2005
წლამდე
ლიკვიდირებულ
ან
საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის
დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების
განათლების აღიარება, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის
დადასტურებას. ამასთან, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესია უფლებამოსილი იქნება გასცეს განათლების აღიარების დამადასტურებელი
დოკუმენტი − დიპლომი/დიპლომის დუბლიკატი. კანონპროექტის შესაბამისად, პირს,
რომელიც
სწავლობდა
2013
წლის
პირველ
იანვრამდე
ლიკვიდირებულ
ან
საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის
დაწესებულებაში უფლება ექნება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი. ასევე,
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას
მიენიჭება უფლებამოსილება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ
დადგენილი წესით განახორციელოს აღნიშნული პირების მიერ სტუდენტის სტატუსის
მოპოვებამდე მიღებული განათლების აღიარება. აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობა
განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე
გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარებისა და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ჩარიცხულებად ჩათვლის აუცილებლობით. აღსანიშნავია, რომ ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 893 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტების
აღიარების
საკითხს,
ხოლო
896
მუხლით
რეგულირდება
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხული სტუდენტების საკითხი. არსებობს
პირთა კატეგორია, რომელიც ვერ ხვდება ზემოაღნიშნული ნორმების რეგულირების
სფეროში შემდეგ გარემოებათა გამო:
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ42“
ქვეპუნქტის
შესაბამისად,
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება არის − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება,
რომლის
ძირითადი
ფუნქციაა
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და
სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა.
ამავე კანონის 894 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
2015 წლის 1 იანვრამდე ითვლება ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულად. 2015 წლის 1
იანვრიდან
აღნიშნული
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
29
კანონის 893 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან
2013 წლის პირველ იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტების აღიარება გულისხმობს აღიარებისთვის წარმოდგენილი განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ნამდვილობის
დადასტურებას,
განათლების
დამადასტურებელი ამ დოკუმენტის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი
ეკლესიის
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების რეესტრში არსებულ
ინფორმაციასთან იდენტიფიცირების გზით. აღიარების ობიექტი არის განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საგანმანათლებლო
პროგრამის სრულად გავლა და მისთვის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი
კვალიფიკაციის მინიჭება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ
ეკლესიას აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც დაფუძნებულნი
არიან 2010 წლამდე და არ არიან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სახის
(კატეგორიის)
საგანმანათლებლო
დაწესებულებები და ასევე არ ახორციელებენ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. ასეთმა უმაღლესმა საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2010 წელს გაიარეს ავტორიზაცია
და მასში ავტომატურ რეჟიმში გააგრძელეს სწავლა იმ სტუდენტებმა, რომლებიც
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობდნენ 2010 წლამდე და ჩარიცხულნი იყვნენ
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 893 მუხლის შესაბამისად,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს N115/ნ
ბრძანებით დადგენილი წესით აღიარებული იქნა საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტები. ამ პირობებში მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა სტუდენტებმა მიიღეს
ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემისა და კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, იმის გამო, რომ მათ სასწავლო
პროცესი (ბაკალავრიატის პროგრამები) დაასრულეს არა 2013 წლის 1 იანვრისათვის, არამედ,
როგორც მოსალოდნელი იყო, 2012-2013 სასწავლო წლის ბოლოს 2013 წლის ივლისში, ასევე
იმის გამო, რომ არ იყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გზით ჩარიცხულები,
სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული მათ მიერ მიღებული უმაღლესი განათლება
დადგენილი წესით და ვერ ხერხდება მათთვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დიპლომების გაცემა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის ზოგიერთი დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა ან საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელება შეწყვიტა 2005 წლამდე. ამასთან, არ განსაზღვრულა მათი
სამართალმემკვიდრე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებები არ იყვნენ იმ
პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულები, ასევე ზოგიერთ
მათგანს არ ჰქონდა მოპოვებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება,
პირებს, რომლებიც ამ დაწესებულებებში სწავლობდნენ და არ აქვთ მიღებული ან დაკარგეს
მათ მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დღეის მდგომარეობით
30
არ ეძლევათ საშუალება, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის 251 მუხლით დადგენილი წესით იღიარონ მათ მიერ მიღებული განათლება და
მიიღონ უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან
აღიდგინონ/მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.
შექმნილი სიტუაცია დისკრიმინირებულ და მძიმე პირობებში აყენებს კონკრეტულ
სტუდენტებს, რამდენადაც ვერ ახერხებენ დაუფლებული პროფესიით მუშაობის დაწყებას და
აკადემიური უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებას, ასევე მათ
მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ამდენად, აღნიშნულ პირთა ინტერესების დაცვის
მიზნით მიზანშეწონილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელდეს წარმოდგენილი ცვლილება.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების
სისტემის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცდა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემა, რომელიც მომზადდა საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში
არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული
განვითარების დღემდე მოქმედი სისტემა ვერ აღმოჩნდა ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების მიღწევის ეფექტური საშუალება, ამასთან მასწავლებლის მომზადების არსებული
აკადემიური პროგრამები ვერ უმკლავდება პროფესიაში არსებულ გამოწვევებსა და მოქმედი
სისტემა ვერ უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეფექტურობას.
აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების განხორციელების მიზანია მასწავლებლის მომზადების ახალი
აკადემიური პროგრამების დანერგვისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება,
რაც უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი
საუკეთესო ახალგაზრდების მოზიდვასა და სისტემაში არსებული კვალიფიციური
მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრას. ამ მიზნის მიღწევამ უნდა უზრუნველყოს
განათლების სისტემის სტრატეგიული მიმართულების - ხარისხიან ზოგად განათლებაზე
თანაბარი ხელმისაწვდომობის - თვისობრივი განვითარება.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ცნების შემოტანას. კერძოდ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ,,წ4 ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამა იქნება შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი
საგანმანთლებლო პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების/საგნობრივი
ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების
მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს. მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან
დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით კანონპროექტს ასევე ემატება
462 მუხლი, რომლის თანახმადაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა იქნება შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება
ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
31
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა იქნება არანაკლებ 300 კრედიტიანი.
აღნიშნული
მუხლით
ასევე
განისაზღვრება,
რომ
ზოგადი
განათლების
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:
ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფების საგნობრივ და
მეთოდურ მოდულს - არანაკლებ 180 კრედიტი;
ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს - არაუმეტეს 60 კრედიტი;
გ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი.
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამა (გარდა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა) კი უნდა
მოიცავდეს:
ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს – არანაკლებ 120 კრედიტი;
ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი;
გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს - არაუმეტეს 60 კრედიტი;
დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს - არანაკლებ 60 კრედიტი.
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ცნების შემოტანით არის განპირობებული კანონპროექტით
გათვალისწინებული ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის
,,ე1“ და ჰ35 ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის ,,პ6“ ქვეპუნქტის, 473 მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და
მე-8 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-9 პუნქტებისა და 54-ე მუხლის 21 პუნქტის
ცვლილება.
მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტი ასევე
ითვალისწინებს განათლების მაგისტრის ცნების შემოტანას, რისთვისაც ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ,,ო2“ ქვეპუნქტი და
განისაზღვრება, რომ განათლების მაგისტრი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა,
რომელიც პირს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების
მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება
შესაძლებელი იქნება როგორც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების, ასევე მხოლოდ მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისასაც. განათლების მაგისტრის ცნების
შემოტანით არის განპირობებული ცვლილება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,წ1“ ქვეპუნქტში.
კანონპროექტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება განხორციელდება
სახელმწიფო სასწავლო გრანტით. აღნიშნულის გამო იცვლება ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ10“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ სახელმწიფო სასწავლო
გრანტი არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია
მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის
დასაფინანსებლად. ასევე იცვლება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
32
81-ე მუხლის მე-2 პუნქტი და განისაზღვრება, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ
ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას,
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო
300-კრედიტიან
აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას დააფინანსებს არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ
შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში).
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,წ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ცნება და განისაზღვრება, რომ მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო
პროგრამისაგან
დამოუკიდებლად არსებული, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის ,,წ2“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა იყო უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
ფარგლებში ან დამოუკიდებლად არსებული, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით
შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. წარმოდგენილი ცვლილებით
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აღარ იქნება ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი და იარსებებს მხოლოდ ბაკალავრიატის,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამისაგან დამოუკიდებლად. ის შინაარსი, რასაც ითვალისწინებდა დღეს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამაში გათვალისწინებული იქნება მოდულის სახით. აღნიშნული მიზეზით არის
განპირობებული ცვლილება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტში, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ1“-,,ნ2“
ქვეპუნქტებში, 46-ე მუხლის პირველ პუნქტში, 472 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში და
542 მუხლში.
კანონპროექტის მიხედვით ასევე იცვლება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-2 პუნქტი და განისაზღვრება, რომ მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო
პროფესიული განათლების მქონე პირს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 472 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს,
რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან
შესაბამისი
სახელოვნებო/სასპორტო
პროფესიული
უმაღლესი
განათლების
დამადასტურებელი დიპლომი. კანონპროექტის შესაბამისად, აღნიშნული ნორმა
შესაბამისობაში მოდის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, კერძოდ
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის შესაბამისად,
33
მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი
სასპორტო პროფესიული განათლება ან შესაბამისი სამხედრო განათლება.
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამისა და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
ცნებების შემოტანით, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო სამართლის
იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან სამეცნიერო
კვლევით
დაწესებულებასთან
თანამშრომლობით
განხორციელების
შესაძლებლობის შემოღებიდან გამომდინარე, იცვლება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ14” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტის
ცნება და განისაზღვრება, რომ სტუდენტი არის პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და
სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული
მედიკოსის/
სტომატოლოგის,
დოქტორანტურის
საგანმანათლებლო
პროგრამის
გასავლელად. სტუდენტი არის ასევე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს
სასწავლო ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირ - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში - სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაში.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი
პროფესიის ტერმინის ცვლილებას. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედი რედაქციის შესაბამისად, რეგულირებადი პროფესია არის საქმიანობა, რომლის
განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის გარდა, არის სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდა. იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგიური საქმიანობის
შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარება უნდა განხორციელდეს პედაგოგიური საქმიანობის
განხორცილებისათვის
მოთხოვნილი
შესაბამისი
კვალიფიკაციის
მინიჭებამდე,
აუცილებელია რეგულირებადი პროფესიის ტერმინის შეცვლა. აღნიშნულით არის
განპირობებული ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის
პირველი პუნქტის ცვლილება, რომლის თანახმადაც მხოლოდ საქართველოს კანონით
შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებს
აკადემიურ უმაღლეს განათლებასა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან რომლის
განხორცილებისათვის
მოთხოვნილი
შესაბამისი
კვალიფიკაციის
მინიჭებისათვის
აუცილებელია შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. ამავე მიზეზით არის განპირობებული
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლისათვის მე-3 პუნქტის
დამატება, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიენიჭება უფლება დაადგინოს პედაგოგიური საქმიანობის განხორცილებისათვის
მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი შესაბამისი
გამოცდის ჩატარების წესი და პირობები.
34
იქიდან გამომდინარე, რომ ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
შესაბამისად მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება უნდა განხორციელდეს
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტს და რომლის
სწავლის შედეგები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ, სულ მცირე, უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების მილევად რეჟიმში განხორციელებას, კერძოდ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება მასწავლებლის მომზადების
ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღოს აბიტურიენტები 2016
წლის ჩათვლით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება
განახორციელოს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამა 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე. 2021-2022 სასწავლო წლიდან, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უზრუნველყოს მასწავლებლის
მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წლის ჩათვლით
ჩარიცხული იმ სტუდენტების გადაყვანა მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებსაც 2021-2022 სასწავლო
წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისათვის.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 89-ე მუხლის 61 და 62 პუნქტების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დასაწყისამდე უნდა
უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
განხორციელება და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის
პირველი პუნქტის „ნ1 “ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის შემუშავება
და დამტკიცება. აღნიშნული წესის დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირები
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან და მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დამტკიცებული წესის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ 89-ე მუხლის 61 და 62 პუნქტებით
გათვალისწინებული ვადა (2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისი) გამომდინარეობს
მასწავლებლის მომზადების ახალი სისტემის ამოქმედების ვადიდან.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ხორციელდება უმაღლესი განათლების
სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ინტერნაციონალიზაცია არის როგორც
ერთიან დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის, ისე სწავლებისა და კვლევის
ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების
გათვალისწინებას და
საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას დასავლურ
ანალოგებთან. დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და პრიორიტეტულია ერთიანი
ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებში, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი,
არამედ მისი პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ერთობლივი და ორმაგი
(მრავლობითი) აკადემიური ხარისხების მინიჭება.
35
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება „ვ1“ და ,,ვ2“
ქვეპუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს ერთობლივი აკადემიური ხარისხისა (Joint degree) და
ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხის (Double (multiple) degree) ცნებებს, კერძოდ
ერთობლივი აკადემიური ხარისხი არის საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად,
ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება აკადემიური უმაღლესი
განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას. ხოლო, ორმაგი (მრავლობითი)
აკადემიური ხარისხი
არის საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად
მინიჭებული კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების
შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას. ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხის
მინიჭების
დროს
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებული თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ანიჭებს
კვალიფიკაციას და გასცემს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ერთობლივი და ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხის ცნების საკანონმდებლო
დონეზე შემოტანა სასურველია შემდეგი ფაქტორებიდან გამომდინარე:
ერთობლივ ან/და ორმაგ (მრავლობით) აკადემიურ ხარისხად არ ითვლება ნებისმიერი
აკადემიური ხარისხი, რომელიც პირს ორ ან მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში აქვს მიღებული. ერთობლივი ან/და ორმაგი (მრავლობითი)
აკადემიური ხარისხის გაცემა არის საკმაოდ მკაცრად რეგლამენტირებული
პროცედურა. ერთობლივი ან/და ორმაგი (მრავლობითი)
აკადემიური ხარისხი
გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორი ან მეტი უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
ერთობლივად
ახორციელებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამას ან მის რომელიმე სასწავლო და/ან კვლევით
კომპონენტს. ერთობლივი ან/და ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხის
მინიჭება გულისხმობს ერთობლივ, წინასწარ დაგეგმილ, ურთიერთშეთანხმებულ და
ორივე მხარის მიერ აღიარებულ აქტივობებს;
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომელთა
წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ერთობლივი ან
ორმაგი (მრავლობითი)
აკადემიური
ხარისხი არის ერთიანი ევროპული
საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლის ნაწილი საქართველო
არის 2010 წლიდან;
აღიარებულ
უცხოურ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან
თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელების ფინანსურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად უმაღლესი განათლების
სფეროში ევროკომისიის უმსხვილესი პროგრამის ერაზმუს+ -ის შემადგენელი ერთერთი ქვეპროგრამა. შესაბამისად, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელება, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ
კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ერთობლივი ან ორმაგი (მრავლობითი)
აკადემიური ხარისხი, არის უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოსთვის
36
დამატებითი თანხების მოძიების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის
მობილობის ხელშეწყობის საშუალება;
აღიარებულ
უცხოურ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან
თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელება,
რომელთა
წარმატებით
დასრულების
შემდეგ
კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ერთობლივი ან ორმაგი (მრავლობითი)
აკადემიური
ხარისხი არის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის
ცნობადობის გაზრდის, მის მიმართ ნდობის ამაღლების საშუალება;
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომელთა
წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ერთობლივი ან
ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხი არის ინტერნაციონალიზაციის ერთერთი აღიარებული ინსტრუმენტი, ხოლო ინტერნაციონალიზაცია თავის მხრივ არის
განათლების ხარისხის განვითარების ერთ-ერთი გზა, ცოდნისა და გამოცდილების
გაზიარების საშუალება, ნდობის, სახელისა და პრესტიჟის, კონკურენტუნარიანობის
ზრდის მექანიზმი;
დღეისათვის
არსებული
მდგომარეობით,
საქართველოს
7
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს 15-ზე მეტ ერთობლივ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამას, რომელთა დასრულების შემდეგ გაიცემა ორმაგი
აკადემიური ხარისხი, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა იმ
შემთხვევაში, თუ იარსებებდა სათანადო საკანონმდელო ბაზა. ბევრმა წამყვანმა
უცხოურმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უარი თქვა საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულაციების არარსებობის გამო. ანუ ქვეყანამ დაკარგა საინტერესო პარტნიორები
და შემოთავაზებები, ასევე დამატებითი შემოსავალი. იმისათვის, რომ მხარდაჭერილ
იქნეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობა
უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და იმისათვის,
რომ უზრუნველყოფილ იქნეს ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების ხარისხი, აუცილებელია საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო
დონეზე;
ერთობლივი ან/და ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხის გაცემის
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება საჭიროა აგრეთვე იმისათვის, რომ
აღნიშნული აკადემიური ხარისხის მქონე კურსდამთავრებულებს გაუმარტივდეთ
მიღებული აკადემიური ხარისხების და განათლების აღიარება როგორც
საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
ერთობლივი ან/და ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხის გაცემის
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკიდან
გამომდინარე.
მაგალითად, ენიკ-ნარიკის ქსელი ლისაბონის კონვენციის წევრ
ქვეყნებს სთავაზობს აღნიშნული საკითხების მარეგულირებელ სარეკომენდაციო
მექანიზმებს. (დეტალურად იხ.: http://www.enic-naric.net/joint-programmes-and-jointdegrees.aspx. (ENIC network - European Network of Information Centres - საინფორმაციო
ცენტრების ევროპული ქსელი, NARIC Network - National Academic Recognition
Information Centres - აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრები),
აგრეთვე იხ. ევროკომისიის ერაზმუს+ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის შესახებ
ინფორმაცია:
http://ec.europa.eu/education/opportunities/higher-education/joint37
master_en.htm,
ინფორმაცია
ევროკავშირის
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელთა დასრულების შემდეგ გაიცემა
ორმაგი
აკადემიური
ხარისხი:
http://www.mastersportal.eu/search/?q=kwdouble%20degree|lv-master&order=relevance.);
ერთობლივი ან ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხის მინიჭების
საკანონმდებლო
რეგულირება
ხელს
შეუწყობს
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელებას, რაც, თავის მხრივ,
სტუდენტებს ანიჭებს ბევრ უპირატესობას. კერძოდ: უფრო მეტ და მრავალფეროვან
ადამიანურ და მატერიალურ რესურსზე წვდომა (სხვადასხვა ეროვნების, ცოდნისა და
გამოცდილების
ლექტორებთან
კომუნიკაცია,
სხვადასხვა
ბიბლიოთეკებზე,
ლაბორატორიებზე, კლინიკებზე, საწარმოო პრაქტიკაზე წვდომა); სხვადასხვა
სამეცნიერო სკოლებისა და მიდგომების, სწავლებისა და კვლევის მეთოდების გაცნობა
და გაზიარება; აკადემიური და პროფესიული კონტაქტების დამყარება საერთაშორისო
მასშტაბით, რაც მომავალში სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების, დასავლურ
საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მეტ საშუალებას იძლევა;
სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანთან კომუნიკაცია და თვალსაწიერის
გაფართოება; დროის მოკლე მონაკვეთში საშუალო და მაღალი სირთულის
აკადემიური და პროფესიული ამოცანების გადაჭრა, რაც ხელს უწყობს არამხოლოდ
პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიხედვით, ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ,,ჰ47“ ქვეპუნქტი,
რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ტერმინი,
კერძოდ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა იქნება საგანმანათლებლო
პროგრამა, რომელიც განხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას/დაწესებულებებს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებასა
და
დამოუკიდებელ
სამეცნიერო-კვლევით
ერთეულს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირ - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას/საჯარო სამართლის
იურიდიულ პირ - სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი
საგანმანთლებლო პროგრამის განხორციელების თაობაზე მიღწეული შეთანხმების
საფუძველზე.
ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 491
მუხლი და ხორციელდება ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებთან დაკავშირებით დღემდე არსებული რეგულაციების დახვეწა. კერძოდ, ჩნდება
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების არამხოლოდ ორი უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
თანამშრომლობით,
არამედ
უმაღლესი
საგანმანთლებლო დაწესებულებისა
და დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის/ერთეულების
ან/და
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირთან
უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიეროკვლევითი დაწესებულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო
კვლევითი
დაწესებულების
თანამშრომლობით
განხორციელების
შესაძლებლობა.
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელ
დაწესებულებებს შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
38
განხორციელების მიზნით გაფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების
ფორმები. მხართა შორის გასაფორმებელი აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი უნდა
შეთანხმდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ერთობლივი
აკადემიური
ხარისხის/ორმაგი
(მრავლობითი)
აკადემიური
ხარისხის
მინიჭება
განხორციელდება მის განხორციელებაში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების/დაწესებულებების მიერ, რაც განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
იმ
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელება,
რომელთათვისაც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სავალდებულოა
აკრედიტაციის გავლა, დასაშვები იქნება მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია განხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ
უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე
უცხოური ორგანიზაციის მიერ. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ან/და უცხოური ორგანიზაციის მიერ
მინიჭებული
აკრედიტაციის
აღიარება
განხორციელდება
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის
დებულებით
დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების
სისტემის მოქნილობას, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ შეესაბამება საქართველოში არსებულ
აკრედიტაციის სტანდარტებს, რაც არ უნდა გახდეს ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, იმ შემთხვევაში
თუ აღნიშნული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული
იქნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის მიერ, რაც არის ერთიანი
ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრი ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე
პასუხისმგებელი მინისტრების ბოლო შეხვედრაზე, 2015 წლის ერევნის მინისტერიალზე
მოწონებული და დამტკიცებული ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.
კანონპროექტის შესაბამისად, ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტის ჩარიცხვა განხორციელდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი
წესით,
მხარეთა
შეთანხმებით
წინასწარ
განსაზღვრულ
ერთ-ერთ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, საქართველოს რამდენიმე უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხული სტუდენტი, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას
ჩაეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში.
ერთობლივი ან ორმაგი (მრავლობითი) აკადემიური ხარისხებისა და ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამის ტერმინების შემოღებით არის განპირობებული ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო“ (დიპლომი), ,,ჟ“ (დიპლომის
39
დანართი) და ,,ღ2“ (კვალიფიკაცია) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერმინების
ცვლილება.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში და 521 მუხლის მე-7
პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული
გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება პირებისათვის (გარდა
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და
გაცვლითი
საგანმანათლებლო
პროგრამის
მონაწილე
სტუდენტისა),
რომლებიც
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო
გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება პირებისათვის (გარდა
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და
გაცვლითი
საგანმანათლებლო
პროგრამის
მონაწილე
სტუდენტისა),
რომლებიც
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურაში.
აღნიშნული ემსახურება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და
გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ერთნაირ პირობებში ჩაყენებას,
ვინაიდან როგორც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე გაცვლითი
საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში
სწავლობენ და იღებენ კრედიტებს საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი არ არის ხანგრძლივი დაუშვებელია
აღნიშნული გახდეს აბიტურიენტის ან მაგისტრანტობის კანდიდატის ერთიანი
ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდებისაგან განთავისუფლების საფუძველი.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 81-ე მუხლის 24 პუნქტის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც
აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა (სახელმწიფო სასწავლო გრანტის
ოდენობა/ოდენობები არ მოიცავს იმ კრედიტების შესაბამისი სწავლის პერიოდის
დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აღიარებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ) არ გავრცელდება
გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებზე, რადგან ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად
დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან
წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის
სტატუსის შეჩერება. შესაბამისად, რადგან გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში
მონაწილე სტუდენტს არ უჩერდება სტუდენტის სტატუსის, ხორციელდება სახელმწიფო
სასწავლო/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვაც შესაბამისი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
40
წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამართლებრივი
სტატუსის განსაზღვრა/დაზუსტებას. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სსიპ სამეცნიერო–
კვლევითი დაწესებულებების დიდ ნაწილს შეეცვალა სამართლებრივი სტატუსი და ისინი
შეუერთდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თუმცა ამ შეერთებას ჰქონდა,
ძირითადად, მექანიკური ხასიათი და ვერ მოგვცა პოზიტიური შედეგები. არ არსებობდა
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და სამართლებრივი მექანიზმები იმისათვის, რომ
მომხდარიყო
სამეცნიერო–კვლევით
დაწესებულებების
ჩართვა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საქმიანობაში.
სამეცნიერო–კვლევითი
დაწესებულებები და მათი პერსონალი – მცირე გამონაკლისის გარდა – დარჩა შესაბამისი
იურიდიული სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებების გარეშე. ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ნ1“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის
მიხედვით დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული არის საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს
სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის
წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით. სხვა შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი
ერთეული ფუნქციონირებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის)
შემადგენლობაში. არ არსებობს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სტატუსის,
უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში მათი მონაწილეობის ერთიანი სტანდარტი. შედეგად,
სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ იქნა
უნივერსიტეტებში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ფუნქციონირების განსხვავებული
მოდელები. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით
ჩნდება სხვადასხვა კატეგორიის სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ცნება, კერძოდ ახალი
რედაქციით ყალიბდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის „ნ1“ ქვეპუნქტი და განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეული არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან
უნივერსიტეტის
ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
დამოუკიდებელი
სტრუქტურული ერთეული (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, ცენტრი
და სხვა), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს
მართვის ორგანოები. ამასთან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლს ემატება „ნ2“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან - უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულების ცნებას - საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება არის დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს საქართველოს
მთავრობა
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირთან
უნივერსიტეტთან,
ამავე
უნივერსიტეტის თანხმობით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან
არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულება
ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს
უმაღლეს
საგანმანთლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე
მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
ფარგლებში
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების
არსებობა
განისაზღვრება სამი ფორმით - საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულება,
41
უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, ცენტრი და სხვა) ან უნივერსიტეტის
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის) დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეული.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ
უნივერსიტეტის ბაზაზე წარმატებით ფუნქციონირებენ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები,
როგორც უნივერსიტეტის და/ან მისი ფაკულტეტის შემადგენელი სტრუქტურული
ერთეულები. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი,
რომლის შემადგენლობაში შედის მოწინავე კვლევათა ცენტრი (Institute for Advanced Study),
საზოგადოებაში ტექნოლოგიის განვითარების ცენტრი (Center for Technology in Society) და
ინჟინერიის
სკოლის
სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრები
(http://www.tum.de/en/research/researchcenters/). ბოლონიის უნივერსიტეტში კარგად არის
განვითარებული დეპარტამენტთაშორისი სამეცნიერო ცენტრები, რომელთა მიზანი
ინდუსტრიული კვლევების განვითარებაა (http://www.unibo.it/en/university/campuses-andstructures/interdepartmental-centres-industrial-research), ხოლო ოსლოს უნივერსიტეტში
ფუნქციონირებს მოწინავე კვლევათა ცენტრები (Center of Excellence), რომლებიც მაღალი
ხარისხის სამეცნიერო კვლევებს ეწევიან ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების,
ზუსტი
და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების
მიმართულებით
(https://www.uio.no/english/research/centres-of-excellence/).
ამსტერდამის
უნივერსიტეტის
შემადგენელი ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული გახლავთ ლოგიკის, ენისა და
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი (http://www.illc.uva.nl/) და სხვ. ესტონეთში,
ტარტუს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს ფიზიკისა და ქიმიის, ტექნოლოგიის,
მოლეკულური და უჯრედის ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და დედამიწის შემსწავლელი
მეცნიერებების, საზღვაო, ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტები და სხვ. საინტერესოა
განვითარების ის გზა, რომელიც ესტონეთის სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა
გაიარეს რეფორმირების პროცესში და საყურადღებოა არსებობის ის ფორმა და იურიდიული
სტატუსი, რომელიც დღეისათვის მიჩნეულია ოპტიმალურად ესტონეთის უმაღლესი
განათლებისა და მეცნიერების სისტემის თანამედროვე და ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
ტარტუს უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტი 1995-1997 წლებში იყო საჯარო სამართლის
იურიდიული პირი. 1997 წელს იგი შეუერთდა ტარტუს უნივერსიტეტს, ხოლო 2008 წლიდან
აღნიშნული უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის ნაწილია
(http://www.fi.ut.ee/en/history).
განმარტება სჭირდება იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს
უნივერსიტეტის ფარგლებში რამდენიმე ტიპის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
არსებობის შესაძლებლობას. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა იურიდიული
სტატუსით არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები განსხვავდებიან ერთმანეთისგან
თავიანთი ადამიანური და მატერიალური რესურსით, სამეცნიერო პრობლემატიკით,
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო მიღწევებით, პრიორიტეტებითა და
სამომავლო განვითარების პერსპექტივებით, მათ შორის ფინანსური მდგრადობის
თვალსაზრისით. დღეისათვის არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ასეთი
არაერთგვაროვნება განაპირობებს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობას,
რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება თითოეულ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს
ჰქონდეს მისი პოტენციალის შესაბამისი სტატუსი, შეუფერხებელი არსებობისა და
განვითარების შესაძლებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კანონპროექტით
შემოთავაზებული განსხვავებული იურიდიული სტატუსები თავის თავში მოიცავს
42
სხვადასხვა შინაარს. კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს
შექმნა,
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულებისთვის
ისეთი
იურიდიული
სტატუსის/სტატუსების შეთავაზება, რომელიც მაქსიმალურად გაუმარტივებს სამეცნიერო
პერსონალს
ჩართულობას
უნივერსიტეტის
მართვასა
და
მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არა მხოლოდ დოქტორანტების მომზადების
საქმეში, არამედ საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სწავლების პროცესში.
საკანონმდებლო დონეზე სხვადასხვა ალტერნატივის არსებობა მხოლოდ ხელს
შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამომავლო განვითარებისთვის, სასწავლო
პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობისთვის ოპტიმალური მოდელის შერჩევას.
ვინაიდან ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება იმისა, თუ კონკრეტულად რამდენმა
სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა შეიძლება მოიპოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან - უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების სტატუსი, მათი ადამიანური და მატერიალური რესურსიდან,
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო მიღწევებიდან და ფინანსური
მდგრადობის პერსპექტივიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების
შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულების დაფუძნების კრიტერიუმები და წესი. ამასთან,
კანონპროექტის მე-3 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული წესის დამტკიცებას საქართველოს
მთავრობა უზრუნველყოფს კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში.
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულების
საქმიანობის
ხელშეწყობის
მიზნით,
წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მათი უფლებების განსაზღვრას,
კერძოდ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლს ემატება 11
პუნქტი,
რომელიც
ადგენს
დამოუკიდებელ
სამეცნიერო-კვლევით
ერთეულის
უფლებამოსილების ფარგლებს. ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონს ემატება 111 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან - უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების უფლებამოსილებები და მასთან დაკავშირებული
სხვა რეგულაციები.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონს ემატება 291-293 მუხლები, რომლებიც მოაწესრიგებს დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებულ
საკითხებს, კერძოდ განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე
სტრუქტურულ ერთეულებს. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის
ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და
დირექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ძირითადი და დამხმარე
სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობის და საქმიანობის წესის განსაზღვრა კი
განხორციელდება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით,
რომელსაც
უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
შემთხვევაში
დაამტკიცებს
წარმომადგენლობითი
საბჭო,
ხოლო
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
შემთხვევაში - ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო. დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მეცნიერთა საერთო კრება დამოუკიდებელი სამეცნიერო43
კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირთაგან, 5 წლის ვადით აირჩევს
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს. სამეცნიერო
საბჭოში მეცნიერთა საერთო კრების მიერ შეიძლება არჩეულ იქნეს აგრეთვე
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
ძირითადი
სტრუქტურული
ერთეულის/ერთეულების
ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები
ხუთი
წლის
ვადით.
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას უხელმძღვანელებს
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დირექტორი,
რომელიც
ამავდროულად შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის
დირექტორს 5 წლის ვადით, ღია კონკურსის წესით შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ
საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს. აკადემიური საბჭოს/ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
საბჭოს
დასაბუთებული
უარის
შემთხვევაში
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო კვლავ წარადგენს
იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვას. აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭოს
განმეორებითი უარის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლის დანიშვნა მოხდება დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით.
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია
არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე დაინიშნება
აკადემიური
საბჭოს/ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
საბჭოს
მიერ
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის
დამტკიცებამდე. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორად
შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს. ამ პუნქტით
გათვალისწინებული
ასაკობრივი
შეზღუდვიდან
გამონაკლისის
დაშვებაზე
გადაწყვეტილების მიღება მოხდება დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით.
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დირექტორმა
აღნიშნული
თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობაზე შერჩევის წესი და
დირექტორის უფლებამოსილებანი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის დებულებით.
კანონპროექტი ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მართვის
ორგანოებში დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების როლის
განსაზღვრას. საყურადღებოა, რომ 2010 წლიდან დღემდე, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების შემადგენელი დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულები –
მცირე გამონაკლისის გარდა – არ მონაწილეობენ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მართვის ორგანოებში, ასევე კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა
მონაწილეობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს
მუშაობაში, მათ არ გააჩნიათ იურიდიული ბერკეტები თავისი უფლებების დასაცავად და
44
ინტერესების გასატარებლად. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 21 პუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით, რომლის მიხედვითაც აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში, უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებით
განსაზღვრული
წესით,
შევლენ
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) სამეცნიერო პერსონალის
წარმომადგენლები.
აკადემიურ
საბჭოში
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის/ერთეულების წარმომადგენლების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის/ერთეულების წარმომადგენლების საერთო
რაოდენობის
ერთ
მესამედს.
ამასთან, ამავე
მე-20
მუხლის
მე-5
პუნქტის
კანონპროექტისეული რედაქციის მიხედვით აკადემიურ საბჭოში წარმოდგენილი
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულების
წარმომადგენლები
არ
დაექვემდებარებიან როტაციის პრინციპს. ასევე ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
წარმომადგენლობით
ორგანოში
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირის ან
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებით
დადგენილი
წესით
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე
პირების
არჩეული
წარმომადგენლების
მონაწილეობა.
ზემოაღნიშნული
ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულების ინტერესების გათვალისწინება.
კანონპროექტის შესაბამისად, ასევე ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლში და ემატება 11 და 12 პუნქტები, რომელთა
მიხედვითაც ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც დაამტკიცებს ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო. ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულს
უფლება ექნება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მონაწილეობა
მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, სტუდენტთა მიერ
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, ასევე დისერტაციების
შესრულებაში და
სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის
სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.
ზემოაღნიშნული ცვლილებებით არის განპირობებული ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-18
მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ცვლილებისა და 21-ე მუხლის პირველი
პუნქტისათვის „ბ1“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-9 პუნქტისათვის მე-10 პუნქტის, 24-ე
მუხლის პირველი პუნქტისათვის ,,ე1“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლისათვის ,,თ1“ ქვეპუნქტის
დამატების საჭიროება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ და ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოებში სამეცნიერო პერსონალის შეყვანასთან
დაკავშირებით, წარმოდგენილი კანონპროქტის მე-3 მუხლი ითვალისწინებს გარდამავალი
ხასიათის ნორმას, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
45
სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები აკადემიურ და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭოში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
დადგენილი წესით არჩეულ უნდა იქნენ ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში, რომელთა
არჩევაც არ გამოიწვევს არსებული აკადემიური
და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
კანონპროექტის შესაბამისად განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების
ჩართულობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საერთაშორისო მაგალითის
დასახელება შეიძლება. მაგალითად, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი სხვადასხვა
საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს
სადოქტორო პროგრამას ინფექციურ ბიოლოგიასა და იმუნოლოგიაში (www.zibigraduateschool-berlin.de); ბერლინის თავისუფალი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტები,
ადამიანური განვითარების მაქს პლანკის ინსტიტუტთან (გერმანია), მიჩიგანის, ვირჯინიის
(აშშ) და ციურიხის (შვეიცარია) უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებენ
ერთობლივ
სადოქტორო
პროგრამას
სიცოცხლის
შემსწავლელ
მეცნიერებებში
(https://www.imprs-life.mpg.de/en); ბერლინის თავისუფალი, ჰუმბოლდტის და ტექნიკური
უნივერსიტეტები მაქს პლანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებენ
სადოქტორო
პროგრამას
მორალური
ეკონომიკა
თანამედროვე
საზოგადოებაში
(https://www.mpib-berlin.mpg.de/en/research/research-schools/imprs-moral-economies).
ესტონეთში სადოქტორო განათლება მათემატიკასა და სტატისტიკაში ხორციელდება
სადოქტორო სკოლის ფარგლებში, კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან
შემდეგი უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები: ტარტუს, ტალინის
ტექნოლოგიური და ტალინის უნივერსიტეტები, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ესტონეთის მათემატიკის საზოგადოება, ესტონეთის
სტატისტიკის საზოგადოება, ესტონეთის სტატისტიკის სამსახური (ესტონეთი), ჰელსინკის
და აბო აკადემიის უნივერსიტეტები, სტოქასტიკისა და სტატისტიკის ფინეთის სადოქტორო
სკოლა, მათემატიკური ანალიზისა და მისი გამოყენების ფინეთის ეროვნული სადოქტორო
სკოლა (ფინეთი), ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია), აგდერის
უნივერსიტეტი (ნორვეგია) (http://researchinestonia.eu/institutions/estonian-graduate-school-inmathematics-and-statistics/)/.
აღსანიშნავია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო–
კვლევითი დაწესებულებების ინტეგრაციის მიუხედავად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის
არარსებობის გამო, რეალურად ვერ მოხდა სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების რეალური
ჩართვა საგანმანათლებლო პროცესებში და მათი ინტელექტუალური პოტენციალის
ეფექტურად გამოყენება სწავლებასა და კვლევაში, რაც უზრუნველყოფდა სწავლებისა და
კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, როგორც
დამოუკიდებლად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებულ, ისე
უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა კატეგორიის დამოუკიდებელ
სამეცნიერო-კვლევით
ერთეულს
ენიჭება
უფლება
უმაღლეს
საგანმანთლებლო
დაწესებულებასთან
თანამშრომლობით
მონაწილეობა
მიიღოს
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების როგორც
კვლევითი, ისე სასწავლო კომპონენტების განხორციელებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლში და ემატება 11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც
უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე
46
საფეხურის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის
სათანადო ბაზა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში გაფორმებული უნდა ჰქონდეს
ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
შესაბამისად,
საკანონმდებლო
დონეზე
განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ სადისერტაციო
საბჭოებში მეცნიერთა მონაწილეობა. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
სადისერტაციო საბჭოში შევლენ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი და მთავარი
მეცნიერი თანამშრომლები. ასევე, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოში შევლენ
უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
შესაბამისი
დარგის/სპეციალობის უფროსი და მთავარი მეცნიერი თანამშრომლების წარმომადგენლები.
საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შეიძლება
შევიდნენ აკადემიური და სამეცნიერო სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები,
დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესისა და კრიტერიუმების
შესაბამისად. გარდა ამისა, დღეისათვის მოქმედი რეგულაციებით, სადისერტაციო საბჭოების
შემადგენლობაში შედიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სრული და
ასოცირებული პროფესორები სრული შემადგენლობით, რაც არ ქმნის პრობლემას იმ
ჰომოგენური ფაკულტეტის შემთხვევაში, რომლის ბაზაზეც ვითარდება ერთი ან რამდენიმე
მომიჯნავე დარგი, მაგრამ სერიოზული პრობლემა წარმოიშვება ჰეტეროგენულ
ფაკულტეტებზე, რომლებიც ზოგჯერ აერთიანებს სხვადასხვა და ხშირად არამომიჯნავე
დარგებს (მაგალითად შეიძლება დასახელდეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების ფაკულტეტი, რომლის სადისერტაციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ისეთ დარგებში, როგორიცაა
მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია,
გეოლოგია და სხვ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებას
(მიუხედავად ცალკეული დარგობრივი კომისიების არსებობისა და მათი კვალიფიციური
დასკვნისა), ხშირად აქვს ფორმალური ხასიათი, რაც უარყოფითად აისახება სადოქტორო
განათლების ხარისხსა და პრესტიჟზე. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად,
კანონპროექტით ინიცირებულია დარგობრივი სადისერტაციო საბჭოების არსებობის
შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების პროცესში
არსებული ფორმალიზმის აღმოფხვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-5
პუნქტებში.
კანონპროექტი ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
არსებულ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო პერსონალის
სტატუსის
განსაზღვრას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულების ინტეგრაციის შემდეგ, საკანონმდებლო დონეზე არ იყო განსაზღვრული
სამეცნიერო პერსონალის სტატუსი, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, რის გამოც
მეცნიერთა ნაწილი თავს დაუცველად გრძნობს. სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა
საგანმანათლებლო პროცესებში, თვით კვლევითი კომპონენტის განხორციელების
პროცესშიც კი ძალიან შეზღუდულია, რის გამოც არ ხდება ქვეყნის სამეცნიერო
პოტენციალის ეფექტური გამოყენება მომავალი სამეცნიერო კადრების მომზადების
პროცესში.
47
აღსანიშნავია, რომ 2005-2010 წლებში ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო
სფეროში გატარებული, ხშირად გაუაზრებელი რეფორმების შედეგად, განხორციელებული
სეკვესტრის გამო, ასეულობით ადამიანი აღმოჩნდა უნივერსიტეტებსა და სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტებს მიღმა, თუმცა მათი ნაწილი დღემდე აქტიური მეცნიერია. ისინი
თავისი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით ხშირად იღებენ როგორც სსიპ - შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ისე სხვადასხვა უცხოური სამეცნიერო
ფონდების გრანტებს, რომლებსაც მოწვეული პერსონალის სტატუსით ახორციელებენ ამა თუ
იმ უნივერსიტეტის ბაზაზე, თუმცა თავისი საქმიანობის შესაბამისი და შესაფერისი
იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ. ანუ დღეისათვის უნივერსიტეტებში სამეცნიეროკვლევით საქმიანობას ეწევიან ადამიანები, რომლებიც არც აკადემიურ და არც სამეცნიერო
პერსონალს არ განეკუთვნებიან. ისინი ზოგჯერ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ განიხილებიან როგორც დამხმარე პერსონალი, რაც
არ შეესაბამება რეალობას, ჩრდილს აყენებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრესტიჟს და
ხშირად სახელდება როგორც სერიოზული პრობლემა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში
ღირსეული
კადრების
და
განსაკუთრებით
ახალგაზრდების
ჩართულობის
უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული
პრობლემის
გადასაჭრელად,
საერთაშორისო
გამოცდილების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო
დონეზე განისაზღვროს იურიდიული სტატუსი იმ პირებისთვის, რომლებიც არ
განეკუთვნებიან არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ, არც
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალს, მაგრამ აქვთ დოქტორის
აკადემიური ხარისხი, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება და ქმნიან სამეცნიერო პროდუქტს
ამა თუ იმ სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში. მკვლევარ-პროფესორის (Research
professor) სტატუსი/თანამდებობა ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის შეერთებულ
შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვეულებრივ,
მკვლევარ-პროფესორს უწოდებენ პირს, რომელიც გარკვეული ვადით მუშაობს
უნივერსიტეტში ამა თუ იმ სამეცნიერო-კვლევითი გრანტის ფარგლებში (ეს
სტატუსი/თანამდებობა არის დამატებითი სტიმული მკვლევრისთვის, რომ თავისი
პოტენციალი მოახმაროს უნივერსიტეტს. ამდენად, უნივერსიტეტი იყენებს ამ სტატუსს
მეცნიერული პროდუქტიულობით გამორჩეული კადრების მოსაზიდად). მაგალითად, იხ.
სხვადასხვა დასავლური უნივერსიტეტების გამოცდილება და მკვლევარ პროფესორთან
დაკავშირებული
რეგულაციები:
სამეფო
საზოგადოება
დიდ
ბრიტანეთში
(https://royalsociety.org/grants/schemes/research-professorship/),
დიდი
ბრიტანეთის
უნივერსიტეტების ვაკანსიები მკვლევარ-პროფესორებისთვის (http://www.jobs.ac.uk/careersadvice/job-profiles/1794/research-professor-he-in-the-uk),
ბარსელონას
უნივერსიტეტი
(http://www.barcelonagse.eu/Research_Professors.html),
კანადის
საუნივერსიტეტო
რეგულაციები
(http://research.carleton.ca/research-distinctions/canada-research-professors/),
მიჩიგანის უნივერსიტეტი (http://research.umich.edu/appointments-promotions), კოლორადოს
უნივერსიტეტი
(http://www.colorado.edu/vcr/hr/research-professor-series),
ბოსტონის
უნივერსიტეტი
(http://www.bu.edu/handbook/appointments-and-promotions/classification-ofranks-and-titles/),
კალიფორნიის
ბერკლის
უნივერსიტეტი
(https://www.apo.ucla.edu/news/announcements/new-research-professor-title-for-emeriti),
ვაშინგტონის უნივერსიტეტი (https://ap.washington.edu/ahr/administrators/appointments/jobclass-codes/) და სხვ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის შეზღუდულია ახალგაზრდა მკვლევარების
სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში ჩართვის და მათთვის გარკვეული სტატუსის მინიჭების
48
მექანიზმები. მკვლევარ-პროფესორის, ისევე როგორც პოსტდოქტორანტის (Postdoctoral
researcher)
სტატუსების
შემოტანა
იქნება
დამატებითი
სტიმული
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა კადრების მოსაზიდად.
ასევე, არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმი, რომელიც აკადემიური
პერსონალის
გამორჩეულ
წარმომადგენლებს,
განსაკუთრებული
მეცნიერული
მიღწევებისთვის ამა თუ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უვადო შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმების საშუალებას მისცემდა და ამგვარად დამატებით სტიმულსა და
მოტივაციას გაუჩენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამეცნიერო კვლევების
განსახორციელებლად. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროცესებში სამეცნიეროკვლევითი კომპონენტის გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება
შემდეგი ტერმინები: მეცნიერი, პოსტდოქტორანტი (Postdoctoral researcher), მკვლევარპროფესორი (Research professor), მუდმივი პროფესორი (Tenure/tenured professor).
შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონს ემატება ,,წ5“ - ,,წ8“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც, მეცნიერი არის
დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი,
რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც აქვს უფლება
მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიეროკვლევით სამუშაოებს. მკვლევარ-პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ან/და მისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ბაზაზე ახორციელებს
სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ამა თუ იმ გრანტით დაფინანსებული სამეცნიეროკვლევითი პროექტის ფარგლებში; მუდმივი პროფესორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო
პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, რომელსაც
აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამეცნიერო-პედაგოგიური
მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, აგრეთვე განსაკუთრებული აკადემიური და
სამეცნიერო მიღწევები, აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრულ პირობებს და რომელთანაც უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება აკადემიური საბჭოს თანხმობით აფორმებს უვადო შრომით ხელშეკრულებას;
ხოლო, პოსტდოქტორანტი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხის მქონე პირი, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება
კონკრეტული სამეცნიერო–კვლევითი პროექტის განსახორციელებლად უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან
დამოუკიდებელ
სამეცნიერო–კვლევით
ერთეულში,
აკადემიური
საბჭოს
მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად.
სამეცნიერო თანამდებობების განსაზღვრის აუცილებლობიდან გამომდინარე,
ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლში და
აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებს ემატება სამეცნიერო
თანამდებობა. ამასთან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 371375 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს სამეცნიერო პერსონალისა და სამეცნიერო
თანამდებობების სახეებს, სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესს, სამეცნიერო
პერსონალის შრომითი ურთიერთობებს მეცნიერის უფლებებსა და მოვალეობებს და
მეცნიერის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შრომის ანაზღაურებასთან
დაკავშირებით განისაზღვრება, რომ მეცნიერის შრომა ანაზღაურდება შრომითი
49
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ამასთან, დამოუკიდებელ სამეცნიეროკვლევით ერთეულში დასაქმებული მეცნიერის თანამდებობრივი სარგო უნდა
აღემატებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო მოსამსახურის მინიმალურ
თანამდებობრივ სარგოს. აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნება სსიპ - სამეცნიეროკვლევით დაწესებულებაში და სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში დასაქმებული მეცნიერისადმი თანაბარი
მიდგომა, ვინაიდან ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სსიპ - სამეცნიეროკვლევით დაწესებულებაში სრული განაკვეთით დასაქმებული მეცნიერის თანამდებობრივი
სარგო უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო მოსამსახურის მინიმალურ
თანამდებობრივ სარგოზე მაღალი.
მუდმივი პროფესორის ტერმინის შემოღებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ასევე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ამავე
მუხლს ემატება 21 პუნქტი, ხოლო 35-ე მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც
მუდმივი პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, აგრეთვე განსაკუთრებული
აკადემიური და სამეცნიერო მიღწევები, აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს და რომელთანაც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური საბჭოს თანხმობით აფორმებს უვადო
შრომით ხელშეკრულებას.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება სამეცნიერო პერსონალის
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურში მიღების წესის შემუშავება.
ამასთან ცვლილება შეეხება ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18
მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტსაც და განისაზღვრება, რომ წარმომადგენლობითი
საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით დაამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების
წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, ასევე უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების
დამატებით პირობებს. შესაბამისად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკადემიური საბჭოს
უფლებამოსილებებსაც ემატება „ბ2“-„ბ5“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც აკადემიური
საბჭო: უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით
განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებასა და სამეცნიერო
თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; განიხილავს და წარმომადგენლობით
საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–
კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს; უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით
განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს; ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი
50
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და
სამაგისტრო ნაშრომების, ასევე დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობისა და
სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სამეცნიერო
კონფერენციებსა თუ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში სტუდენტთა ჩართვის წესს. ასევე,
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილებებს ემატება ,,თ2“-,,თ4“
ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც ძირითადი საგანმანთლებლო ერთეულის საბჭო:
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში
მიღების წესს; ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებასა და სამეცნიერო
თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
ხარისხის
უზრუნველყოფის
სამსახურის
წარდგინებით
ამტკიცებს
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს.
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის
შემოღებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის
მე-40 მუხლის პირველ პუნქტშიც და განისაზღვრება, რომ
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ადმინისტრაციულ თანამდებობას მიეკუთვნება დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის დირექტორი.
კანონპროექტის
ფარგლებში
განხორციელდება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების პერსონალის საქმიანობის შიდა შეფასების სისტემის სრულყოფა. უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კომპონენტის გაძლიერების, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და საგანმანათლებლო პროცესებში
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ინტეგრაციის კვალობაზე, ძლიერდება უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
პერსონალის
და
მთლიანად
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების
მნიშვნელობა. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა
შეფასების წესს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის
შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (მაგალითად, შეფასების პროცესში უცხოელ
შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმების
გამოყენება და სხვა). აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში და ამავე
მუხლს ემატება 41 და 42 პუნქტები, ასევე იცვლება 31-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები
და ამავე მუხლს ემატება 31-33 პუნქტები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის საქმიანობის შიდა
შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის გარდამავალ დებულებებს ემატება 8910, რომელიც არეგულირებს სამეცნიერო
პერსონალის
ატესტაციასთან
დაკავშირებულ
საკითხებს,
კერძოდ
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულსა და
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულში
51
ჩატარდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რომელიც დასრულებულ უნდა იქნეს
კანონის ამოქმედებიდან მომდევნო ფინანსური წლის დასასრულამდე.
სამეცნიერო
პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესსა და კომისიის შემადგენლობას შეიმუშავებს
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დაამტკიცებს
აკადემიური საბჭო/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო. ატესტაციის შედეგები
კი გამოიწვევს იმ სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის
შრომითი ხელშეკრულების ვადა არ დასრულებულა.
კანონპროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო პერსონალის
აკადემიური თავისუფლება, რისთვისაც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით.
ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის ვალდებულებად განისაზღვრება სწავლებისა და კვლევის ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა, შესაბამისად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში.
კანონპროექტის შესაბამისად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
1
10 მუხლს ემატება ,,ა1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საჯარო სამართლის იურიდიული
პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება
განახორციელოს
საკონსულტაციო
და
საექსპერტო
საქმიანობა
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული უზრუნველყოფს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ახალი რედაქციით ყალიბდება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ18“ პუნქტით
გათვალისწინებული უნივერსიტეტის ცნება, კერძოდ უნივერსიტეტი იქნება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი
განათლების მეორე და მესამე საფეხურის ან სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. შესაბამისად, თუ აქამდე უნივერსიტეტის სტატუსი
შეეძლო მიეღო იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ავითარებდა
სწავლების სამივე საფეხურსა და სამეცნიერო კვლევებს, შემოთავაზებული ცვლილებით
საკმარისია სწავლების მხოლოდ მეორე და მესამე საფეხურის და სამეცნიერო კვლევების
განვითარება. ცვლილების საფუძველი არის საერთაშორისო გამოცდილება, რაც გულისხმობს
მეტ მოქნილობას უნივერსიტეტის სტატუსთან მიმართებაში. გარდა ამისა, აღნიშნული
ცვლილება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებს შევუწყოთ
ხელი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო
საქმიანობის და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში. ინიცირებული ცვლილება
ეყრდნობა შემდეგი წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას: ევროკოლეჯი, ბელგია
(https://www.coleurope.eu/),
INSEAD
ბიზნეს
სკოლა,
საფრანგეთი
(http://www.insead.edu/home/), ევროპის სადოქტორო სკოლა, შვეიცარია (http://www.egs.edu/),
ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლა, ინგლისი (http://www.lshtm.ac.uk/),
კრანფილდის უნივერსიტეტი, ინგლისი (http://www.cranfield.ac.uk/), ვაიცმანის მეცნიერების
ინსტიტუტი (http://www.weizmann.ac.il/feinberg/admissions), კორნელის ტექნოლოგიური, აშშ
(http://tech.cornell.edu/), ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი, აშშ (http://www.ndu.edu/) და
სხვ.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით
52
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების
მიერ გაწეული მომსახურება/საქმიანობა ძირითადად არის მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესის ობიექტი (ექსტერნატის გამოცდა, სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ერთიანი
ეროვნული გამოცდები, საერთო სამაგისტრო გამოცდები და ა.შ). წარმოდგენილი
კანონპროექტით დგინდება კიდევ ერთი ტიპის გამოცდის ჩატარების შესაძლებლობა,
კერძოდ პედაგოგიური საქმიანობის განხორცილებისათვის მოთხოვნილი შესაბამისი
კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი შესაბამისი გამოცდის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, 183-ე მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი
გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად,
თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული
დებულებანი. ხოლო, 194-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია
მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის
წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ
საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით
აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და
უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. თუ კანონით ან მის
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,
დაინტერესებული მხარის უარი წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, დამატებითი
ინფორმაცია ან დაესწროს ზეპირ განხილვას, არ აჩერებს ადმინისტრაციულ საჩივართან
დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის VIII თავით
დადგენილი წესით.
გასაჩივრების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი
ვადის განმავლობაში, ასევე დადგენილი წესით განხორციელების შემთხვევაში,
პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება საგამოცდო შედეგების დროული დამტკიცების
უზრუნველყოფა.
ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა იმის
საშუალებას, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან
გამომდინარე, სპეციალური კანონმდებლობით განსაზღვრულ იქნეს ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენის განსახვავებული ვადები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ
გამოცდებთან
დაკავშირებით
გაწეული
მომსახურების/საქმიანობის
ეფექტურობის
უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს
უფლებამოსილება განსაზღვროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
53
ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადებისა და წესის
განსაზღვრა აპრობირებული მეთოდია და განმტკიცებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით (საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით
მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული
საჩივრის
1
2
წარდგენისა და განხილვის ვადები.), 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ “, ,,ტ “, ,,ტ3“ და ,,შ“
ქვეპუნქტებით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან
დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სკოლის
დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.), 39-ე მუხლის მე-3
პუნქტით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია
სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი), ასევე ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი (საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ და საერთო
სამაგისტრო
გამოცდებთან
დაკავშირებით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი).
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების
მიერ გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასური. აღსანიშნავია, რომ „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო
მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და
სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც
სახელმწიფოს
კონტროლით
დამოუკიდებლად
ახორციელებს
პოლიტიკურ,
სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო
საქმიანობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურება/საქმიანობა საკმაოდ
54
მრავალფეროვანია და მოიცავს ექსტერნატის გამოცდის, სკოლის გამოსაშვები გამოცდების,
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, ასევე საგნის გამოცდის
ჩატარებასა და გარე დაკვირვების ორგანიზებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებლებისათვის.
რა თქმა უნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ
განხორციელებული თითოეული ზემოაღნიშნული საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა
ხარჯებთან (ტესტების ბეჭდვა და ტრანსპორტირება, გამოცდაზე დაკვირვების მიზნით
დამკვირვებლების დაქირავება, საგამოცდო ოთახების აღჭურვა ვიდეოკამერებით და სხვა
ლოჯისტიკური საკითხებისათვის აუცილებელი ხარჯები). წარმოდგენილი კანონპროექტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/საქმიანობისათვის
დაადგონოს საფასური, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო აღნიშნული ღონისძიებების
წარმართვისათვის აუცილებელი სახელმწიფო რესურსის შემცირებას. ასევე მნიშნველოვანია,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასურის დადგენის
ზოგადი უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქნილობასა და თავიდან აგვარიდებს ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში კანონში ცვლილების შეტანას.
კანონპროექტის თანახმად, კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
ასევე,
მისი
ერთმნიშვნელოვანი
დარეგულირების
ინტერესის
გათვალისწინებით, ახალი რედაქციით ყალიბდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ”
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის
იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული დაწესებულებისა, თავად განსაზღვრავს ამ კანონით გათვალისწინებულ
კომპეტენციათა გამიჯვნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულს შორის. გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება
კვალიფიკაციის მინიჭებაზე, რაც განეკუთვნება უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის კომპეტენციას. კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
არსებობს
მხოლოდ
ერთი
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეული.
კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ რეგულირებადი საგანმანათლებლო
პროგრამის შემთხვევაში მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის
კანდიდატს
უნდა
ჰქონდეს
შესაბამისი
ბაკალავრის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. აღნიშნული
უზრუნველყოფს რეგულირებად საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა
მაღალკვალიფიციურობას. შესაბამისად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,წ1“ ქვეპუნქტში და 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტში.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ე“ ქვეპუნქტი და რეგულირებადი
საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხაში შედის საზღვაო სფერო. აღსანიშნავია, რომ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ3“ პუნქტის
შესაბამისად რეგულირებადია საგანმანათლებლო პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო
55
ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და
დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი
პროგრამების მეშვეობით. ასევე, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: „სააგენტო უფლებამოსილი
წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მონაწილეობს მეზღვაურთა მომზადების განმახორციელებელი
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და მათი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, შესაბამის ავტორიზაციის
საბჭოში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით“. აღნიშნულის გათვალისწინებით,
ასევე საზღვაო სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშნველოვანია, რომ საზღვაო
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შევიდეს რეგულირებადი საგანმანათლებლო
პროგრამების ნუსხაში.
იმ სტუდენტების ინტერესების მიზნით, რომლებიც კანონის ამოქმედების
დროისათვის ისწავლიან საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამებზე, ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლს ემატება მე-13 პუნქტი, რომლის
მიხედვითაც ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს მიეცეთ
უფლება, განახორციელონ საზღვაო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები
აკრედიტაციის მიუხედავად 2017-2018 აკადემიური წლის დაწყებამდე.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
წარმოდგენილი
კანონპროქტი
ითვალისწინებს
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტის
ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა 2016-2017 სასწავლო წლის
ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2016-2017 სასწავლო წლის ჩათვლით უნდა
უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობების
შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას. ამასთან კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
56
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
წარმოდგენილი კანონპროქტი ითვალისწინებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც
საქართველოს მთავრობა 2016-2017 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და
ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს.
საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2016-2017 სასწავლო წლის ჩათვლით უნდა
უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობების
შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. შესაბამისად,
ფინანსური შედეგი დადგება სტუდენტებისათვის და უმაღლესი საგანმანთლებლო
დაწესებულებისათვის.
ფინანსური შედეგი დადგება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის,
იმდენად, რამდენადაც კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგინდეს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირების მიერ გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასური.
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო
ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამების
იმ
პროგრამულ
მიმართულებას/მიმართულებებს,
რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის
სწავლის
საფასურს სრულად ან/და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო. შესაბამისად, ფინანსური
შედეგი დადგება იმ პირებისათვის რომელიც ისწავლიან ზემოაღნიშნულ პროგრამულ
მიმართულებაზე/მიმართულებებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
57
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
58
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში
გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და
განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლება
დამოუკიდებლად განახორციელონ სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება
სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც
საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მიერ დადგენილი წესით, რასაც თან სდევს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში
მიღებული განათლების, კრედიტების აღიარება;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე 1 ) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე 2 ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს
შემადგენელი დოკუმენტი , რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული
უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია ;
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი
განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს
განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით
გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
59
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო
პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის,
ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და
ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და
ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
პირველი
საფეხურისათვის
–
ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის
საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით
მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის;
ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიეროკვლევით საქმიანობას და მონაწილეობს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი
განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით;
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო1 ) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა,
რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა
ითვალისწინებს
მედიკოსის/სტომატოლოგის
მომზადებას
პრაქტიკული
ხასიათის
პროფესიული საქმიანობისათვის;
პ) (ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის
დასადასტურებლად;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების
ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;
60
უ)
დოქტორი
–
მფლობელი
იმ
აკადემიური
ხარისხისა,
რომელიც
პირს
დოქტორანტურისათვის
გათვალისწინებული
კომპონენტების
შესრულებისა
და
დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული,
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე
სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების
განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის
ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს
საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის
კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების შედეგად;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და
აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამას;
ღ 2 ) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით;
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა)
შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო
დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი
კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და
61
მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას,
აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;
წ1 ) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის
მქონე პირი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში
გაგრძელებას;
წ 2 ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – უმაღლესი განათლების
პირველი საფეხურის ფარგლებში ან დამოუკიდებლად არსებული, შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;
წ 3 ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს
მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და
თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი,
წევრობაზე
დაფუძნებული,
დამოუკიდებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის
წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა
ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების
სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული,
აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის
შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ
გადათვლის
შედეგად
აბიტურიენტები
ნაწილდებიან
კონკრეტული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ 2 ) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა,
შესაბამისი კვალიფიკაციის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა;
ჰ 3 ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო
ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და
დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი
პროგრამების მეშვეობით;
ჰ 4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
62
ჰ 5 ) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის
მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც
მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები
შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის
ორგანიზების თავისებურებები;
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში
მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7 ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში;
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ9 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა –
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან
რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის,
სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით
კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10 ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან
დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული
უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან
დამოუკიდებლად
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასაფინანსებლად;
ჰ11 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის
მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ 12 ) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის
ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ 13 ) (ამოღებულია);
ჰ14 ) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული
მედიკოსის/
სტომატოლოგის,
დოქტორანტურის
საგანმანათლებლო
პროგრამის
გასავლელად;
ჰ 15 ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და
დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ 16 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა
და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება,
აგრეთვე
შემოქმედებითი
მუშაობის
წარმართვა.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული
ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;
63
ჰ 17 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა,
ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და
ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;
ჰ19 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული,
რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და
მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;
ჰ20 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ21 ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ 22 ) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა
განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების
ხარისხის გაუმჯობესებას;
ჰ 23 ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას
სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის,
სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების
შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება
აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
ჩასატარებელ
გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
ჰ27) ( ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28 ) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით
თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების
მიხედვით
–
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის
კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული
64
მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ 29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის
ან/და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების
საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ
განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც
მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებებისთვის,
სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებოშემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო
გამოცდის მეშვეობით;
ჰ 33 ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამას/პროგრამებს
(გარდა
დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე
საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ჰ 34 ) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის
დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები;
ჰ 35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და
სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა იმ დონეზე, რომელიც
აუცილებელია
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო
პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების
65
გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი
საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის
გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად;
ჰ37 ) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო,
რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობით
უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან
დაკავშირებით;
ჰ38 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
ჰ39 ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ჰ40 ) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს
საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება
კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ
სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი,
რომელიც
შეიცავს
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა
და
დოქტორანტურის
საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
− მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება,
რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე
შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
ჰ 43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ
კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო;
ჰ44 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების
საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე
სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ45 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
66
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი,
რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების
განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ჰ 46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო
საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
1. საქართველოს მთავრობა:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ
მოცულობებსა და ოდენობებს;
ბ1)
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
წარდგინებით
ყოველწლიურად
ამტკიცებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებებს,
მათ
შორის,
პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, და სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიურ მოცულობას ანაწილებს თითოეულ
საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო
პროგრამულ მიმართულებას შორის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ
მიმართულებებზე
სახელმწიფო
სასწავლო
სამაგისტრო
გრანტის
პროცენტული
მაჩვენებლების განაწილებით;
ბ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ბ3) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების
ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური
მოცულობის არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20%-ისა;
გ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე
პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;
გ 2 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ,
სომხურენოვანი , აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა
და ოდენობას , რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამას ;
გ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
განსაზღვრავს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის
ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და
67
პირობებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური
მოცულობის არა უმეტეს 10%-ისა;
გ4 ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმაღლესი განათლების დაფინანსების
ოდენობასა და პირობებს საქართველოს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან
ნაცვალგების პრინციპით ან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით;
გ5 ) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური
მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას
განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე,
სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული
პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და
პირობები; საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებზე
ჩარიცხული
სტიქიური
უბედურების
შედეგად
დაზარალებული
სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;
გ6 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
სტგ6უდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების
გამოყენების წესს;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
ე) ქმნის რეგენტთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და
ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის
დროებით წესდებას;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს აკადემიას (შემდგომ − საქართველოს შსს აკადემია) ანიჭებს
უფლებამოსილებას, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მოპოვების მიზნით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
2. ( ამოღებულია).
მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
უმაღლესი განათლების სფეროში
68
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
1
გ ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
დ) (ამოღებულია);
დ 1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორს;
ე) (ამოღებულია);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებას;
ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური
ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო,
საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს
წარდგინებით;
თ1 ) ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081);
ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი
ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის
გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;
ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების
მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს;
კ)
თანამშრომლობს
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან,
სხვა
ქვეყნებთან,
მათ
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და
უზრუნველყოფის სფეროში;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების
შესრულებისთვის;
მ1 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესს;
69
ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და
მისი დანართის ფორმებს;
ნ1) ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი განათლების მქონე
პირთა მიღების, მათთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისა და მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესებს;
ნ2)
საქართველოს
მთავრობას
დასამტკიცებლად
წარუდგენს
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო
პროგრამისგან
დამოუკიდებლად
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირთა
დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;
ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს;
ო1 ) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და
საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია
ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;
პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების
წესს.
პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით
განსაზღვრავს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან
სხვა
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა
საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესს და საქართველოში გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული
განათლების აღიარების წესსა და საფასურს;
პ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს
მონაცემებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
პერსონალისა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ;
პ 4 ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ;
პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი
ზღვრის გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან
სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
მათ
შორის,
70
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში;
პ 6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ
მიმართულებას / მიმართულებებს , რომელშიც / რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს
სრულად ან / და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო ;
პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და
პირობებს;
პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები
გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი
ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს;
ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით
გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:
ა) უნივერსიტეტი;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი;
გ) კოლეჯი.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით.
3.
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურული
ერთეულის ან ცალკე კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით.
მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად:
ა) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად
მიმართულებებს;
ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და
დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს;
გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს;
დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ
კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის;
დ1 ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო
გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი
71
საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის
მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის
ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის,
ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით,
მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის
შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ
კოეფიციენტებს;
ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და
ქონებას;
ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის
სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე
უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
წარდგინებით
ამტკიცებს
მაგისტრანტობის
კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
თ1) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
მიერ
დამტკიცებული
საერთაშორისო
გამოცდების
ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს
უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
მიერ
წარდგენილი
სპეციალობის/სპეციალობების
ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ
მიმართულებებთან;
კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა
და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას,
რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეული ამ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის
ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;
ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული
გამოცდისათვის;
დ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის
კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში
72
განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული
ნაწილისთვის,
აგრეთვე
ანიჭებს
კოეფიციენტებს
მის
მიერ
განსაზღვრული
გამოცდისთვის/გამოცდებისთვის;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს;
ვ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;
ზ) ქმნის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ
მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ
ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ი) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს
სპეციალობის/სპეციალობების
ჩამონათვალს
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებების ფარგლებში.
21 . კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,
გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებისა, თავად განსაზღვრავს ამ
კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის. კომპეტენციათა
გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
არსებობს მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
22.
მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს
განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ის გაერთიანებულია ერთიან
სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.
მუხლი 101. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების უფლებაუნარიანობა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) საგამომცემლო საქმიანობა;
გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი
პროდუქციის რეალიზება;
დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი
პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;
ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით)
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი
წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
73
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების
ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა
დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ
პირზე
ვრცელდება
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ
დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე
პროცედურები;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა,
სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და
გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული
ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი
ნორმები.
მუხლი 18. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო ამ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას აკადემიური საბჭოს
მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის წესსა და
სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს
წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით
უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების
ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების
ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
მ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
74
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. წარმომადგენლობითი
საბჭოს სხდომის მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად
გადაწყვეტილებას
იღებს
წარმომადგენლობითი
საბჭოს
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით.
4. (ამოღებულია) .
მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების
აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი,
თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს თანაბარი
რაოდენობის
წარმომადგენელი.
მათი
რაოდენობა
განისაზღვრება
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
21 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის
მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიძლება განისაზღვროს აკადემიური საბჭოს
საქმიანობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენელთა
მონაწილეობის
წესი.
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულების
წარმომადგენლობის კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულისათვის დადგენილ წარმომადგენლობის კვოტას.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი . აკადემიური
საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ .
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო
საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში.
5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით
ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის
შემდეგ.
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული
თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური
საბჭოს წევრობა.
მუხლი 21. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი
1. აკადემიური საბჭო ამ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების
სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით
პროგრამებს;
75
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო
გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის
თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების
პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ
წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ
კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი
თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების, სტრუქტურული
ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური
ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული
გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა
რაოდენობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ი1 ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს
სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად
საგანმანათლებლო
ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ი2) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით
გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების
წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
ლ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის
ანაზღაურების
ოდენობასა
და
პირობებს
და
დასამტკიცებლად
წარუდგენს
წარმომადგენლობით საბჭოს;
ნ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ო) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
პ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ჟ) ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების
ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;
რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
76
ს) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებას.
11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების
ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით,
აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
საკითხი.
გადაწყვეტილება
რექტორის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში
არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს
სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
12. ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081).
13. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს
წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
14. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში
უწყდება.
2. ( ამოღებულია) .
მუხლი 22. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი)
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
რექტორი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური
საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში −
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს
თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას
ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც
უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს
გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია
ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს მთავრობა.
3. დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა
აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.
4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებოშემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა)
რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან
მასთან
გათანაბრებული
აკადემიური
ხარისხი
და
აკმაყოფილებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.
5. პირმა, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს
მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების
77
შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის
შემდეგ.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს აკადემიური
საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს
საბჭოს უფლებამოსილების ვადისა.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების
შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის
დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი
წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი
კონკურენციის პრინციპების დაცვით.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევნებამდე
კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ
წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია,
რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
მუხლი 24. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და
ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურის
პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი
შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს
შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან
წარმომადგენლობით საბჭოს;
ე)
ხელმძღვანელობს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და
წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა
და დამტკიცებას. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის
პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან
და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
78
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად
წარუდგენს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და
ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია შესაბამისად რეგენტთა საბჭოსა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
კოლეგიური
ორგანოს
ან
წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში –
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − რეგენტთა საბჭოს, ხოლო საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში −
წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის
დამტკიცებაზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში −
წარმომადგენლობითი საბჭოს, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით
რეგენტთა საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
მუხლი 25. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი
მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება
სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები
და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი
მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური
შეფასების მიზნით უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, მათ შორის,
ძირითად
საგანმანათლებლო
ერთეულში,
რომელიც
მოქმედებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს
საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი
უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის
მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები,
საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის
თვითშეფასების მომზადების გზით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი
საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
79
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
მუხლი 27. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭო
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო,
სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია,
კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა)
სტრუქტურული ერთეულები.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა
თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით
დადგენილი
წესით,
აკადემიური
პერსონალისა
და
სტუდენტთა
თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის
წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
მუხლი 28. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილება
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო:
ა)
განსაზღვრავს
და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელს
წარუდგენს
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით
პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით
საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს
აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელს;
ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის,
დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და
დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს
80
დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ
მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო
აქტის მოქმედების შეჩერებას;
თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის
მოვალეობის შემსრულებელს;
ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადოქტორო
საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან
უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს
სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს
შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა.
სადისერტაციო
საბჭოს
დებულებას
ამტკიცებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების კოლეგიური ორგანო.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სადისერტაციო საბჭო იქმნება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში. უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტო
სადისერტაციო საბჭო.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი
თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი
განისაზღვრება
ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
საბჭოს/ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების,
ან
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭო შედგება ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა
პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო
შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა
პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის წესდებით შეიძლება
განისაზღვროს სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის
მოწვევის წესი და პირობები.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.
81
მუხლი 31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახური
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის,
აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის
სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც
მოქმედებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულების შესაბამისად.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კავშირს
ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის
გამჭვირვალე
კრიტერიუმებისა
და
მათი
უზრუნველყოფის
მეთოდოლოგიის
ჩამოსაყალიბებლად.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს
უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და
შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა)
გამოყენებისა
და
ავტორიზაციის/აკრედიტაციის
პროცესისათვის
თვითშეფასების
მომზადების გზით.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი
შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი პროფესორი ან
ასოცირებული პროფესორი.
მუხლი 311. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დაფუძნება და მართვა
1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას
აფუძნებს, მის წესდებას ამტკიცებს და ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ
სტრუქტურასა და მართვის ორგანოებს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი.
2. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების
შესასრულებლად იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებას
საქართველოს
საპატრიარქოს მიერ გადაეცემა ქონება და დაფუძნების აქტით განისაზღვრება ამ ქონების
გამოყენების წესი.
3.
მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს ადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი.
4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს განსაზღვრავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
5. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელი ასრულებს ამ დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
მუხლი 32. პერსონალი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული
და დამხმარე თანამდებობები.
მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი
82
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება
პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი
და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და
წარმართავენ მათ.
4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის
ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება
განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს
პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4
პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ
შემთხვევაში
პირის
კვალიფიკაცია
შეიძლება
დასტურდებოდეს
პროფესიული
გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული
სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
6. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიურ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 40. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნებიან: დაწესებულების ხელმძღვანელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელი
და მათი მოადგილეები, ასევე წესდებით განსაზღვრული სხვა პირები. საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნებიან ასევე უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს
83
მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის
გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს
აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ კანონით
გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე
მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიეროკვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს მის წინაშე
განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელსაც ამ
დაწესებულებაში ეკავა აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, საკუთარი ბიუჯეტიდან
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული
შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
საფასურის სახით მიღებული თანხებისა) ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა.
ანაზღაურების წესსა და პირობებს ადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები.
მუხლი 43. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და
დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მატერიალურ-ტექნიკური,
საბიბლიოთეკო,
საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით
აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების
შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი
ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა
გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს
სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების
გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით
გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ
84
შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებისთვის,
გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური
მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის
ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს
მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ
სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე
იმ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით
გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან
ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა
სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
სხვა უფლებამოსილება.
11 . თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა
უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ
დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს
მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის
მიუხედავად.
2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის
აუცილებელი
პირობების
შესაქმნელად,
რაც
განისაზღვრება
საქართველოს
კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი
ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური
მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის
მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების
გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის
ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და
კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის
მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს
განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია
ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი წესით.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა
და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას
ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის
ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
85
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის
პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის
გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის
ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ
ეს
დაკავშირებულია
საგანმანათლებლო
პროცესის
წარმართვასთან.
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი,
რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს
სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის,
საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის
მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე
უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ
დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის
უფლებით;
გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ
არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი
ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო
სხდომაზე.
10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს
ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება
უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებითა
და
შინაგანაწესით
გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება,
რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.
11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას
ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში.
13.
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის, აგრეთვე
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღებისა და მობილობის უფლებით.
86
მუხლი
46.
აკადემიური
უმაღლესი
განათლებისა
და
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები
1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი
საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი განათლების საფეხურებია:
ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს
არანაკლებ 240 კრედიტს;
ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს
არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს
არანაკლებ 180 კრედიტს.
2 1 . უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
22. ამ კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი
განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
3. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული
დანართით.
4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა
სათანადო მოწმობა.
მუხლი 472. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია იყოს
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე
იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო პროფესიული უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დიპლომი.
3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და
ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში
გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ასევე მიეთითება დიპლომსა და დიპლომის დანართში.
მუხლი 47 3 . ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
87
ჩარიცხული
სტუდენტების
მიერ
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60- კრედიტიანი და მისი
სწავლება სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში .
3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების
დამადასტურებელ სერტიფიკატს .
4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი,
აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხული სტუდენტები სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო პროგრამით.
5. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხვის მსურველები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო -შემოქმედებით ან სასპორტო
საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე
გაიარონ
შესაბამისი
კონკურსი
სახელოვნებო
-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით.
6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხული სტუდენტები ვალდებული არიან ბაკალავრიატის, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ
ენაზე.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
ვალდებულია განახორციელოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი
უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი
ტესტების შედეგების საფუძველზე იმ სტუდენტების მიღება, რომლებიც გადიან ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ ამ
კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის
გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია, მისი გავლა
შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების
შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
მუხლი 475. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების პროგრამები
1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:
ა) თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა;
88
გ) საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) ქრისტიანული ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა
სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დიპლომის დანართი, რომლის ფორმას
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელი.
მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა
1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის
პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების
შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს
მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
21. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი
კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი
მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
ბ) სპეციალობის შეცვლა;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება.
5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან
სასპორტო უმაღლესი სპეციალობებისა, არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან.
ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების
დამოუკიდებლად ჩატარებას, რომელთა საფუძველზედაც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო
ნაშრომის წარდგენას.
51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი
კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „მაგისტრი“ შესაბამისი
მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით.
6. (ამოღებულია).
მუხლი 491. ერთობლივი პროგრამები
1. ამ კანონის 47-ე–49-ე მუხლებით გათვალისწინებული პროგრამები შეიძლება
ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო
დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ერთობლივი პროგრამების განხორციელების
89
წესს ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. იმ პროგრამების ერთობლივად
განხორციელება, რომელთათვისაც ამ კანონით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა,
დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
2. ერთობლივი პროგრამების განხორციელების წესში შეიძლება მოცემულ იქნეს ამ კანონის
28- ე მუხლის „ ა “ და „ გ “ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებული ნორმები .
3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისას საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია იმოქმედოს ამ მუხლის მე-4 და მე-5
პუნქტებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
4. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში
გაერთიანებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გამოცხადებულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, მაგისტრანტობის კანდიდატი
სამაგისტრო გამოცდებზე გადის ამ კანონის 521 მუხლის შესაბამისად.
5. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ
ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, მაგისტრანტობის კანდიდატი შესაბამის ერთობლივ
პროგრამაზე ირიცხება ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი
52.
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის
მიღების საფუძველი
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ
იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა
ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი
წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ
დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის
საფუძველზე.
2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
ა)
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ
დაწესებულებაში
ჩარიცხვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით
და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
90
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც
უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი
ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი
ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
4. (ამოღებულია - 06.08.2013, №917).
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის ან
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ
თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო
პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების
მიხედვით.
51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
სტუდენტების მიღებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების
რაოდენობის ფარგლებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების
შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი
ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის:
ა) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
ბ) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
მისაღები სტუდენტებისათვის;
გ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
მისაღები სტუდენტებისათვის;
დ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
მისაღები სტუდენტებისათვის.
5 2 . შესაბამის წელს დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ
ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი , სომხურენოვანი , აფხაზურენოვანი და
ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის
გათვალისწინებით , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული
გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
თანხმობის საფუძველზე , შესაძლებელია ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული
პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში .
6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
7. (ამოღებულია).
91
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო
გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო სასწავლო გრანტების
დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20%-ისა.
9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ იმ
აბიტურიენტთა
სიებს,
რომლებმაც
უფლება
მოიპოვეს,
ისწავლონ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ძირითად
საგანმანათლებლო
ერთეულში
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო
პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს.
91. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და
ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს,
რომლებმაც უნდა გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და
მოიპოვეს უფლება, ისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს
უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და
91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის მე-14 მუხლის
მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს.
მუხლი 521. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი
განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების
საფუძველი
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
მათ
შორის,
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრულ
გამოცდაში/გამოცდებში
მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ
კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა
ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე
დაუშვას ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში ვერ
გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო
92
დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
3. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურაში საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ
შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, გარდა
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო
სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის
კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო
გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით
გათვალისწინებულ პირებზე.
5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული
სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს.
6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული
გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს.
7. მაგისტრანტობის კანდიდატების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების
გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი
უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურაში;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის
გავლის გარეშე დასაშვებია იმ პირისათვის, რომელმაც გადალახა შესაბამისი ზღვარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში.
8.
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება ხდება
საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით.
93
9. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-7 და
71 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის.
მუხლი 54. სახელმწიფო სასწავლო გრანტების მინიჭება
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების
დოკუმენტს, გარდა ამ კანონის 54 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მიერ დადგენილი წესით .
21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხულ იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო
პროგრამით,
განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. ( ამოღებულია – 22.03.2013, №388).
მუხლი 542. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს
სახელმწიფო სასწავლო გრანტი ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
მუხლი 75. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა
1.
რეგულირებადი
საგანმანათლებლო
პროგრამა
რეგულირდება
შესაბამისი
კანონმდებლობით.
2. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია:
ა) იურიდიული;
ბ) სამედიცინო;
გ) პედაგოგიური;
დ) (ამოღებულია).
3. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.
4. (ამოღებულია).
მუხლი 76. რეგულირებადი პროფესიები
1. მხოლოდ საქართველოს კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების
ჩამონათვალი,
რომლებიც
საჭიროებს
აკადემიურ
უმაღლეს
განათლებასა
და
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.
2. რეგულირებად პროფესიებში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და
პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
94
მუხლი 81. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის ოდენობები
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამებით და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო
ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში,
როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად
ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის
განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო
პროგრამას – არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც
დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან
ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის
განმავლობაში),
დიპლომირებული
მედიკოსის
360-კრედიტიან
საგანმანათლებლო
პროგრამას – არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც
დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად
ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 7 წლის
განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას – არა
უმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს
წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც
ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლების ღირებულებას.
2 1 . (ამოღებულია);
2 2 . (ამოღებულია);
23 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან
სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ
პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სახელმწიფო
აფინანსებს 2 წლის განმავლობაში.
24. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა/ოდენობები არ მოიცავს იმ კრედიტების
შესაბამისი სწავლის პერიოდის დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულება
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის
ოდენობის/ოდენობების ფარგლებში გამოითვლება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
95
3. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის საფასური აღემატება შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო
სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი
საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან. სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მაგისტრატურის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური შეიძლება აღემატებოდეს
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას მხოლოდ საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით.
4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის საფასური ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო
გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობაზე, სახელმწიფო
სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს
შორის ხელშეკრულებით განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
შესაბამისი პროგრამით სწავლის საფასური, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მთელი
ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები. დაუშვებელია
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სწავლის საფასურის გაზრდა ხელშეკრულების პირობების დარღვევით. ხელშეკრულების
პირობები სწავლის საფასურთან დაკავშირებით ცნობილი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული
გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის დაწყებამდე. აღნიშნული პირობები
უცვლელად
ხდება
ხელშეკრულების
ნაწილი.
სტუდენტისთვის/პროფესიული
სტუდენტისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წელს
დადგენილი სწავლის საფასურის ცალმხრივად გაზრდა შესაძლებელია გარემოებების
არსებითი ცვლილების დროს, რაც დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე
სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში
სახელმწიფო ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო
გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტს აფინანსებს
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის
მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე, რომელიც მოიპოვებს
დაფინანსებას ამ დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო
ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს, გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის
მაქსიმალურ ოდენობას.
მუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
1. დაფუძნებულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით ამ კანონის
ძალაში შესვლამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები.
96
2. ამ კანონის ძალაში შესვლა იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
რექტორისა
და
ფაკულტეტების
დეკანების
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტი
უფლებამოსილია რექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ
რექტორს, ან რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
პროფესორი.
საქართველოს
პრეზიდენტი
უფლებამოსილია ვადამდე გაათავისუფლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის აქტით,
რომელიც
უფლებამოსილია
დეკანის
მოვალეობის
შესრულება
დააკისროს
გათავისუფლებულ დეკანს ან დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს
სხვა კანდიდატურა.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველ არჩევნებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 წლისა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები ამ კანონის შესაბამისი მართვის ორგანოების პირველი არჩევიდან არა
უგვიანეს 6 თვისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
დასამტკიცებლად წარუდგენენ ამ კანონის შესაბამის ახალ წესდებებს.
5. ამ კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის არჩევისთანავე
წილისყრის საფუძველზე განისაზღვრება წევრთა ერთი მესამედი, რომელთა არჩევის ვადა
განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ნახევარი ვადით.
6. ამ კანონის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ კანონის
22-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და
ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ
შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს.
7. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი , მაგისტრატურა , დიპლომირებული
სპეციალისტი , დოქტორანტურა ) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური
ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა .
ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი ,
მაგისტრატურა , დიპლომირებული სპეციალისტი ) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე
ერთსაფეხურიანი , არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
შედეგად , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ
უმაღლესი განათლების დიპლომს , რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს .
მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს , მათ შორის , დამატებით საგანმანათლებლო
მოდულებს , განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი
ფაკულტეტი .
97
8. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად 2009-2010 სასწავლო წლის
დასაწყისამდე უზრუნველყონ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2009 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ შესაბამისი
სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010–2011 სასწავლო წლის
დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ მ 1 “ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წესის დამტკიცება .
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების
დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულების დამტკიცება.
12. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1
მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება
1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს
დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი
ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008
სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის
მინიჭებაზე.
11.
ლიცენზირებული
ან
კანონით
ლიცენზირებულად
ჩათვლილი
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო
პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ
დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
2. (ამოღებულია) .
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის
განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა,
ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.
4. (ამოღებულია) .
5. (ამოღებულია).
6. საქართველოს მთავრობამ 2005-2006 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს უმაღლესი
განათლების დაფინანსების ამ კანონით განსაზღვრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა.
98
7. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა
2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 661 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებების მიერ ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენის
მომენტში არ იარსებებს შესაბამისი პროგრამის აკრედიტაციის შესაძლებლობა, ეს პროგრამა
აკრედიტებულად ითვლება სათანადო პირობების შექმნამდე.
71 . 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის
661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადის
გასვლამდე ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის
საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის 5 წელზე
ნაკლები ვადით აკრედიტაციის შესახებ. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები
ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ სტუდენტებზე.
8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2015-2016 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2015-2016
სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საფასურის
განსაზღვრა.
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და
უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო
პროგრამებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის
განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
11. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
12. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ წინადადებებს მათი ფილიალების უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.
13. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის
იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
14. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს
რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება.
მუხლი 89. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის
ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის
დაწყებამდე უზრუნველყოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცება.
99
2. 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის საქმიანობის დაწყება.
3. ეროვნული გამოცდების ცენტრის ფუნქციებს მის შექმნამდე ახორციელებს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრი.
31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის უფლებამონაცვლე,
ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული
ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო
სამსახურის უფლებამონაცვლე.
32. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად . საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე .
33. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების
ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების
ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული
ცენტრის უფლებამონაცვლე.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005-2006 სასწავლო წლისთვის
უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ქართულ ენასა და
ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენებსა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან
რუსული) და მათემატიკაში, ხოლო 2006-2007 სასწავლო წლისთვის – აგრეთვე სხვა საგნებში.
გამოცდების ჩატარების წესს და მათ სავალდებულო/არჩევით ხასიათს ამ კანონის
შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის
შექმნამდე მისი ფუნქციების განხორციელება უზრუნველყოს „საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის
№418 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭომ.
51. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის
განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული
ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, ხოლო საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდების ცვლილებასთან
დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი.
52. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო
სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება . ამ ღონისძიებების
დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის
100
განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი .
53. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2013 წლის 1
სექტემბრამდე განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების
ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების
ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ღონისძიებების
დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
გამოცდების ეროვნული ცენტრი.
6. (ამოღებულია ).
61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011–2012 სასწავლო წლის
დასაწყისამდე უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციის განხორციელება.
62 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 –2014 სასწავლო წლის
დასაწყისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1 “ ქვეპუნქტითა
და 542
მუხლით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება. ამ წესის
დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამისგან
დამოუკიდებლად
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე მიიღებიან და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
6 3 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 31 დეკემბრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ ვ1 “ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წესის დამტკიცება.
64. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012–2013 სასწავლო წლის
დაწყებამდე უზრუნველყოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაცია . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2012–2013
სასწავლო წლის დაწყებამდე გაიაროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაცია . ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
პირველი აკრედიტაციის ჩატარებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ითვლება აკრედიტებულად .
7. 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა
უზრუნველყონ მაგისტრატურის 120-კრედიტიან პროგრამაზე გადასვლა.
8. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი , არანაკლებ ხუთწლიანი
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების
დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან . 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე
მიღებული ერთსაფეხურიანი , ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის
დიპლომთან .
81. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩარიცხულ პირებზე არანაკლებ 5-წლიანი
სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის) საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად გაიცემა დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) დიპლომი,
რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
82. 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5-წლიანი
საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული
სპეციალისტის
დიპლომი
გათანაბრებულია
მაგისტრის
დიპლომთან,
4-წლიანი
101
საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული
სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ 3წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომირებული
სპეციალისტის დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.
83. 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მეორე სპეციალობის ერთსაფეხურიანი , 4-წლიანი
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი , რომლის
მიზნებისთვისაც ხდებოდა პირველი სპეციალობის ფარგლებში გავლილი საგანმანათლებლო
პროგრამით სწავლის შედეგების გათვალისწინება და რომელიც განიხილებოდა
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლის იმავე სპეციალობის 5-წლიანი
საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად , გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან .
84. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის ის
საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც კანონით
გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან,
ჩაითვალოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან
გათანაბრებულად.
85 . ამ პუნქტის ამოქმედებამდე ვეტერინარის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული დიპლომირებული ვეტერინარის
აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. ვეტერინარის 300კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი უფლებამოსილია
დაასრულოს ეს პროგრამა, რომლის დასრულების შედეგად მას მიენიჭება დიპლომირებული
ვეტერინარის აკადემიური ხარისხი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ
ხარისხთან.
9. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო
ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებიან
ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვებენ
მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა.
10 1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლებრივი მდგომარეობით
უთანაბრდება პირი, რომელსაც 2007 წლამდე აქვს მინიჭებული დოცენტის ან პროფესორის
სამეცნიერო-პედაგოგიური
წოდება
შესაბამის
სახელოვნებო-შემოქმედებით
ან
არქიტექტურის სფეროში.
102 . დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა
ერთსაფეხურიანი
საგანმანათლებლო
პროგრამა
და
რომელიც
ამ
პროგრამის
განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში.
11. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ დაწესებულებაში
დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ
კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის
დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „ნ“ და
„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების მიღება.
121. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 15 აპრილამდე
უზრუნველყოს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტების განაწილების წესის დამტკიცება.
102
12 2. იმ პირებს , რომლებმაც 2013 წლამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდამდე /
გამოცდებამდე მიიღეს უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში , საერთო სამაგისტრო გამოცდა
ჩაეთვალოთ ჩაბარებულად .
13. ამ კანონის ნორმებსა და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან
წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის ნორმები.
14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც 2006 წელს მიენიჭათ
ინსტიტუციური აკრედიტაცია, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელებისათვის საჭიროებენ განმეორებით აკრედიტაციას პროფესიული უმაღლესი
განათლების ნაწილში.
15. 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
შესაბამისობა ამ კანონის მე-2 მუხლის „ღ“, „ღ1“ და „ჰ18“ ქვეპუნქტებთან და მე-9 მუხლის
პირველ პუნქტთან.
16. (ამოღებულია).
17. 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლისათვის
ხორციელდება ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით, ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
171. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების
) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ . ამ
დრომდე ჩარიცხულ პირებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1
სექტემბრამდე მოქმედი წესით .
172. ბაკალავრიატის , დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის /ვეტერინარის
საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული
კრედიტები შეიძლება ჩათვალოს ბაკალავრის , დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის /ვეტერინარის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის .
ბაკალავრიატის , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის /ვეტერინარის
საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის დიპლომირებული სპეციალისტი უნდა
ჩაირიცხოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით .
173. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის
ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას , უფლებამოსილია სახელობო
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა .
დაუშვებელია
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
სახელობო
საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ .
18. 2009 წელს კერძო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – ახალდაფუძნებული
ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან, არ
103
გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში და მაგისტრანტობის კანდიდატები
მიიღონ ამ კანონის 521 მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით.
19. 2009 წელს შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აკრედიტებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე
ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები.
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2009 წლის 7
ივნისამდე დაადგინოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი.
20. ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების ძალაში შესვლის შემდეგ
ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , გარდა
აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
ახალდაფუძნებული
ლიცენზირებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა , სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია გაიაროს
ავტორიზაცია . აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661
მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ითვლება აკრედიტაციის
დარჩენილი ვადით . ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფოს მიერ აღიარებული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად
ვალდებული არიან გაიარონ ავტორიზაცია .
21. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი
სამართლებრივი რეჟიმი .
22. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის
გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის
გავლამდე ჩარიცხულ პირებზე . მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი ,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი . ლიცენზირებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული
უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში
ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით . ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო
აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .
23. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება , გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე
მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული
ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა , ვალდებულია საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს
წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური , ისე
ელექტრონული ფორმით ).
104
231 . ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი
უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში
წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია.
24. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს იმ
აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხვას , რომლებმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა
ვერ მოახერხეს აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების ბრალეული
ქმედების გამო . ბრალის არსებობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი წარმოებით .
აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით , 1 წლით . ამ ვადის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პირების სწავლის დაფინანსებას
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის
მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ითვალისწინებს სარეგისტრაციო განაცხადში ფაკულტეტის და აკადემიური
უმაღლესი ან /და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან /და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის პრიორიტეტულ ჩამონათვალს და ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა საერთო
რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას . ეს პირები
საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე /სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების
უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
საფუძველზე . ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ცნობს ამ პირების მიერ მოპოვებულ კრედიტებს , ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის
მინიჭება ხდება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით .
25. ამ პუნქტის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − აკრედიტებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან
არაღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების
უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეერთების გზით რეორგანიზაცია იწვევს ამ პროგრამებზე
ჩარიცხულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებზე აკრედიტებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას.
26. იმ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და რომლებზედაც
არ გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი −
სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო, ვრცელდება ნამდვილი
ატესტატის გამოყენებისათვის განსაზღვრული ყველა სამართლებრივი შედეგი.
27. 2011 წელს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე ბაკალავრიატის
პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამაზე პირობით მიღებული პირი
მსმენელის სტატუსსა და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის
საგანმანათლებლო პროგრა მაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს 2012 წლის
105
ერთიან ეროვნულ გამოცდებ ზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის
შემთხვევაში.
28. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების
გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების
უფლება მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული
სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
29. საქართველოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ პუნქტის
ამოქმედებამდე დადებული აქვს სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება უცხო
ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ვალდებულია განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ წერილობითი
ინფორმაციის მისაღებად.
მუხლი 893. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე
გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს
საპატრიარქომ
უზრუნველყონ
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან
2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
აღიარების საკითხის ერთობლივი შესწავლა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან
2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
აღიარების წესის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მიერ 2013 წლის 1 აგვისტომდე დამტკიცება.
2. საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული წესის საფუძველზე აღიარებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტების ამ კანონის 475 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დიპლომის
ფორმასთან შესაბამისობა.
მუხლი 896 . მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხული სტუდენტები
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად და მათ მიერ ჩარიცხვამდე
მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს
შესაბამისმა დაწესებულებამ.
106