„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის
სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და
ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია. სახელმწიფო აღიარებს, რომ
სამეცნიერო-ტექნოლოგიური
პროგრესი
საზოგადოების
განვითარების,
ხალხის
კეთილდღეობის გაუმჯობესების, მისი სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი
ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა
გამოვლენასა და ეკონომიკის წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ,
საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და
განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა, განვითარებას, სამეცნიერო კვლევას
მიიჩნევს შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად. საქმიანობა მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მოიცავს ფუნდამენტური და გამოყენებითი
ხასიათის გამოკვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, მოქმედ
ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლებისა და
კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. პოლიტიკას ამ სფეროში
სახელმწიფო აყალიბებს ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად,
განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი
მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების
დასაცავად. კანონი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში
სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების
უფლებამოსილებას, მეცნიერის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას,
სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს.
სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებების
თანამშრომლობით
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელებას.“.
3. მე–8 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) მონაწილეობდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
განხორციელებაში
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
,,გ)
სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა საგრანტო
დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური
გრანტის (გრანტების) დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;“
4. მე–9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“
ქვეპუნქტი:
„გ1) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის
შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხი.“
5. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვ.)
შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიეროკვლევითი დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით. ასევე
შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვ.) დაფუძნდეს საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან, ამავე უნივერსიტეტის თანხმობით.“.
ბ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 და მე–4 პუნქტები:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო–
კვლევითი ერთეული (შემდგომში - სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) შეიძლება
არსებობდეს როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეული.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის საქმიანობას არეგულირებს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.“
6. 101 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებას,
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და
დოქტორანტურის
საგანმანათლებლო
პროგრამების
მომზადება-განხორციელებაში,
სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, ასევე დისერტაციების
შესრულებაში.
32. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებას, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,
უფლება აქვს სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და
საერთაშორისო
დონის
სამეცნიერო
კონფერენციებსა
თუ
სამეცნიერო-კვლევით
ღონისძიებებში.“.
7. 102 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დაწესებულების მეცნიერთა საერთო კრება დაწესებულების მეცნიერთაგან ხუთი წლის
ვადით ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს. სამეცნიერო საბჭოში მეცნიერთა საერთო
2
კრების მიერ შეიძლება
არჩეულ იქნეს აგრეთვე დაწესებულების სამეცნიერო
სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები ხუთი წლის
ვადით.“
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სამეცნიერო საბჭო, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, მონაწილეობს
კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.“.
8. 103 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების
უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.“
წესი
და
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
41. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით
დაადგინოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების
საფასური. დირექტორის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების
წესდებით.“
9. 104 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის
საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი წესდებით დადგენილი
წესით.“
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. დაწესებულების არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს
დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
10. 107 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის
დაკავება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო–კვლევითი
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უფროსი მეცნიერი
თანამშრომლის თანამდებობის დაკავება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით.
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო–კვლევითი
საქმიანობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის
თანამდებობის დაკავება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო–
კვლევითი დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით.
3
5. კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს
კანონმდებლობითა
და
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების
დებულებით
გათვალისწინებული წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.“.
11. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - უნივერსიტეტთან არსებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულების შემთხვევაში ამ
მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვიდან გამონაკლისის
დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო.“
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ უფროს
მეცნიერ თანამშრომელზე და მთავარ მეცნიერ თანამშრომელზე, სამეცნიერო თანამდებობაზე
დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, არ ვრცელდება უფროსი მეცნიერი თანამშრომლისათვის
და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციის მიმართულებით
საგანმანათლებლო სისტემის მოწესრიგების, ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის
უფრო ეფექტურად გამოყენების, კერძოდ, სსიპ სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროცესებში
ჩართვის
აუცილებლობასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი ცვლილება. სწავლა–სწავლების პროცესში სამეცნიერო კვლევების
ინტეგრაცია არის ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ერთ–ერთი პრიორიტეტი
და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი
მინისტრების მიერ, 2015 წლის მაისში მიღებული ერევნის კომუნიკეს ერთ–ერთი მოთხოვნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციის
მიმართულებით საგანმანათლებლო სისტემის მოწესრიგება, ქვეყანაში არსებული
სამეცნიერო პოტენციალის უფრო ეფექტურად გამოყენება სწავლებასა და კვლევაში, კერძოდ,
სსიპ სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის
სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის დაახლოების ხელშეწყობა. კანონპროექტის
მიზანია ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული ცვლილებებისა და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში წარმოდგენილი ცვლილების ძირითად არსს წარმოადგენს სამართლებრივი
საფუძვლების შექმნა იმისათვის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს სამეცნიერო–კვლევითი
დაწესებულებების სტატუსი. ჩნდება სხვადასხვა კატეგორიის სამეცნიერო–კვლევითი
ერთეულის ცნება. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია
და სხვ.) შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების,
აგრეთვე
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების ან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეულის
ფორმით. ასევე, შესაძლებელი იქნება სსიპ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
(ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვ.) დაფუძნდეს სსიპ - უნივერსიტეტთან.
ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო–
კვლევითი ერთეული შეიძლება არსებობდეს როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეული,
რომელთა საქმიანობასაც დაარეგულირებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონი.
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, ამ დრომდე რეალურად ვერ
განხორციელდა სამეცნიერო–კვლევითი ერთეულების რეალური ჩართვა საგანმანათლებლო
5
პროცესებში და მათი ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტურად გამოყენება სწავლებასა
და კვლევაში, რაც უზრუნველყოფდა სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სსიპ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებას, უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,
უფლება ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და
დოქტორანტურის
საგანმანათლებლო
პროგრამების
მომზადება-განხორციელებაში,
სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, ასევე დისერტაციების
შესრულებაში, ჩართოს სტუდენტები სამეცნიერო გრანტებში, ადგილობრივი და
საერთაშორისო
დონის
სამეცნიერო
კონფერენციებსა
თუ
სამეცნიერო-კვლევით
ღონისძიებებში.
ამასთან,
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან
თანამშრომლობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში,
მონაწილეობა მიიღოს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.
აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური
პოტენციალის გაერთიანებას, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სწავლებისა
და კვლევის ხარისხი.
კანონპროექტის შესაბამისად ტექნიკური თვალსაზრისით ზუსტდება ,,მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 107 მუხლის მე-2მე-5 პუნქტები. ამასთან, იცვლება უფროსი მეცნიერ თანამშრომელისა და მთავარ მეცნიერ
თანამშრომელისათვის
სამეცნიერო
თანამდებობაზე
არჩევის
პირობები.
თუმცა,
საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლა არ დააზარალებს იმ
პირებს, რომლებსაც კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ეკავებათ უფროსი მეცნიერ
თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობები, რადგან
კანონპროექტით წარმოდგენილი მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე
სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ უფროს მეცნიერ თანამშრომელზე და მთავარ
მეცნიერ თანამშრომელზე, სამეცნიერო თანამდებობაზე დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, არ
გავრცელდება უფროსი
მეცნიერი თანამშრომლისათვის და მთავარი მეცნიერი
თანამშრომლისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
არასამეცნიერო და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ერთმანეთისაგან გამიჯვნასა
და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლების
მინიჭებას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორისათვის.
კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების ხელმძღვანელების
სამეცნიერო საბჭოში არჩევის შესაძლებლობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების დირექტორისათვის უფლებამოსილების მინიჭებას
სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
მიერ გაწეული მომსახურების საფასური. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
6
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
სსიპ
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დადგენის შესაძლებლობა.
შესაბამისად კანონპროექტით დადგება ფინანსური შედეგი, იმ პირთათვის, რომლებიც
ისარგებლებენ სსიპ - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურებით.
ამასთან, აღნიშნული პირთა წრის წინასწარ იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
7
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
8
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
პრეამბულა
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის
სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და
ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია. სახელმწიფო აღიარებს, რომ
სამეცნიერო-ტექნოლოგიური
პროგრესი
საზოგადოების
განვითარების,
ხალხის
კეთილდღეობის გაუმჯობესების, მისი სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი
ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა
გამოვლენასა და ეკონომიკის წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ,
საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და
განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა, განვითარებას, სამეცნიერო კვლევას
მიიჩნევს შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად. საქმიანობა მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მოიცავს ფუნდამენტური და გამოყენებითი
ხასიათის გამოკვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, მოქმედ
ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლებისა და
კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. პოლიტიკას ამ სფეროში
სახელმწიფო აყალიბებს ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად,
განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი
მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების
დასაცავად. კანონი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში
სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების
უფლებამოსილებას, მეცნიერის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას,
საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს. სახელმწიფო აღიარებს, რომ
მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა.
მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და მისი
პრინციპები
სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში
საქართველოს სოციალურ-ეკონომიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენს
კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემას,
რომელიც უზრუნველყოფს:
1. მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი
გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე
სხვა საინოვაციო საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და
ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება);
2. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე,
მეცნიერების
გარკვეული
დარგების
პრიორიტეტების
დადგენასა
და
მათი
განვითარებისათვის ხელშეწყობას;
3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის
დემონოპოლიზაციას, საინოვაციო საქმიანობის თვითრეგულირებისათვის ხელშეწყობას,
სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, სამეცნიერო საზოგადოებრიობის მონაწილეობას
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;
9
4. სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და
მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას;
5. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და კონკურენციისათვის
მხარდაჭერას;
6. საერთაშორსო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.
მუხლი 8. მეცნიერის გარანტიები
1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს
კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით
არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და
საშუალებები;
გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მიიღოს მონაწილეობა საგრანტო
დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური
გრანტის (გრანტების) დაფინანსებით იმ შემთხვევაშიც, თუ შეიცვლის სამუშაო ადგილს;
დ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
სხვა უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს
შრომის კანონმდებლობით.
3. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს ეს კანონი,
საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების წესდება (დებულება).
4. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.
მუხლი 9. მეცნიერის მოვალეობანი
1. მეცნიერის მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით, სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებების წესდებით (დებულებით) ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობებით.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით (დებულებით) დადგენილი
მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში;
დ) შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის
თავისუფლებას და უქმნის მას საქმიანობისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
1. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო
სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით.
2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
10
მუხლი 10 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (მათ
შორის: ინსტიტუტი, ცენტრი და ა.შ.) (შემდგომში – დაწესებულება) იქმნება, გარდაიქმნება
და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. დაწესებულებიდან ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე
განაცხადის წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა შეიძლება
გახდეს დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველი.
3. დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც
ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. თუ დაწესებულების
სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო, დაწესებულების წესდება მტკიცდება მასთან შეთანხმებით.
4. დაწესებულება, მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ვალდებულია საქმიანობის
წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნულ აკადემიას.
მუხლი 10 2 . დაწესებულების სამეცნიერო საბჭო
1. დაწესებულების მეცნიერთა საერთო კრება დაწესებულების მეცნიერთაგან ხუთი წლის
ვადით ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს.
2. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს დაწესებულების სამეცნიერო მართვისა და
განვითარების საკითხებს.
3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული
თანამდებობის პირი.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი, მისი უფლებამოსილების ვადა
და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის
აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს
დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს. დაწესებულების დირექტორი აირჩევა 5
წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ
ორჯერ.
3. დაწესებულების დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის
წესით თანამდებობაზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო. დაწესებულების
დირექტორს
დაწესებულების
სამეცნიერო
საბჭოს
წარდგინების
საფუძველზე
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი, დირექტორის
უფლება-მოვალეობები
და
უფლებამოსილების
შეწყვეტის
წესი
განისაზღვრება
დაწესებულების წესდებით.
5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე.
11
მუხლი 104 . დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები
1. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება,
ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე
ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 10 7 . სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც
უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის
პრინციპებს.
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის
აკადემიური ხარისხი.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის
დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს
დოქტორის აკადემიური ხარისხი.
5. კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს
კანონმდებლობითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღების დასრულებამდე
არა უგვიანეს 1 თვისა და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
მუხლი 11. სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით
განსაზღვრული ვადით.
2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ
იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილება ვადამდე წყდება 65
წლის ასაკის შესრულებისას.
3. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე ნაშრომის
წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
12