„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.09.2015
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/380/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-01
ბიუროს ნომერი 316

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი: ,,ე1) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას;“; 2. მე-17 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებისა, იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია, ან რომლის აკრედიტაციაც განხორციელდა ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: ,,4. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საკანონმდებლო მექანიზმების შექმნის მიზნით განხორციელებული ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზნებია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებისა და ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისთვის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება, როგორც შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულებს. ვინაიდან, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არ წარმოადგენს არც ბაკალავრიატის და არც მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას, მიზანშეწონილია ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისთვის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დამატება. გარდა აღნიშნულისა წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომლის აკრედიტაციაც განხორციელდება ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ, ხოლო იმავე მე-17 მუხლს ემატება მე-4 და მე-5 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის 2 გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ. აღსანიშნავია, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტით განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ცნება, ასევე დგინდება, რომ იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ. ვინაიდან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებს შესაძლებლობას, რომ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლოა არ იყოს აკრედიტებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ გავლილი ჰქონდეს აკრედიტაცია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. 3 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები 1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი): ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი. 2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს: ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას; ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას; ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას; თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. 3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში აისახა თვითშეფასების ანგარიშში. 4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება: ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში. 5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი სტატუსის მოპოვების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო. 6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი 5 1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებისა, იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. 3. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურისა, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 6