„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.09.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/483/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-05
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
(პროექტი) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“. 2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“. 3. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ;“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ნორმატიული აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე შეტანის თაობაზე“ ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროქტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელშიც სწორდება ტექნიკური ხარვეზი და კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის 2010 წლის 29 ივნისს მიღებულ კანონთან ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონით შეიქმნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა რომელიც ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდა ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე კანონის მიღების შემდგომ. კერძოდ დღეს მოქმედ კანონში ნაცვლად ,,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი“, ტექსტში დარჩენილია ჩანაწერი ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტის შესაბამისად ტექნიკური სახის ცვლილების შეტანა ხდება შესაბამის მუხლებში, სადაც იცვლება სამინისტროს სახელწოდება, კერძოდ: ჩანაწერი ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“ იცვლება სიტყვებით ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო“; ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას; მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის დაწესებას; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 8. საკოლექციო იარაღი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას. მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები 1. ამოღებულია (27.09.2013. N1360 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენისა და აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ; (24.04.2012. N6058) ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ“; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა. 4. 2014 წლის 1 მარტამდე: (27.09.2013. N1360 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს: ა.ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი; ა.ბ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება; ა.გ) საექსპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის წესი; ა.დ) ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესი; ა.ე) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტების დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს: ბ.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი; ბ.ბ) სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი; ბ.გ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესი. 5. 2015 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები. (12.06.2015. N3702 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)