„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-05
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
(პროექტი)
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №2425/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ჭ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი ტერიტორიული
ორგანოები,
ასევე
მისი
მმართველობის
სფეროში
შემავალი
სხვა
ორგანოები
კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ
ზონებში კანონის დარღვევით წარმოებული მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოების საკითხებზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,სახელმწიფო ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროქტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელშიც სწორდება ტექნიკური
ხარვეზი და კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის 2010 წლის 29 ივნისს მიღებულ კანონთან
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონით შეიქმნა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა რომელიც ,,სახელმწიფო
ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდა ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და
დამატების შეტანის თაობაზე კანონის მიღების შემდგომ. კერძოდ დღეს მოქმედ კანონში ნაცვლად
,,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი“, ტექსტში დარჩენილია ჩანაწერი
,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის შესაბამისად ტექნიკური სახის ცვლილების შეტანა ხდება შესაბამის
მუხლებში, სადაც იცვლება სამინისტროს სახელწოდება, კერძოდ: საერთო სასამართლოებში
განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება ასევე საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები, ასევე მისი
მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე,
არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით
წარმოებული მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოების საკითხებზე;“;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის დაწესებას;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის
სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი–სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე
აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების
უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი–სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები–მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის,
რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი–სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები–სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო
საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის
შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები
რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების
ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები –
აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ;
თ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების
შესახებ სარჩელზე;
ი) მხარეები–საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები–სარჩელებზე იმ პირების
ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ
ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და
სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე
მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში
გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული
წარმოების საქმეებზე;
მ) ინვალიდები, ინვალიდთა
საზოგადოებრივი
ორგანიზაციები,
მათი
დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები–ყველა სარჩელზე;
მ1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; (6.07.2010 N 3371)
ნ) მოსარჩელენი–სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო
მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები–სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც
მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან
დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;
პ) იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მქონე პირები – საჩივრებზე მათი იძულებით გადაადგილებულ პირად, ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად არცნობის შესახებ;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო,
გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო
გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო
ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ს1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
– სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა
დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში
თანხების გადახდევინების შესახებ;
უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
ფ)
არქიტექტურულ-სამშენებლო
ინსპექციები,
როგორც
მოსარჩელეები
ან
მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც მოსარჩლე –
სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ
მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ყველა სარჩელზე.
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების,
მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო
კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული
დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ)
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახური – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ჩ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის
შესახებ აღძრულ სარჩელებზე.
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ აქტებთან
დაკავშირებულ სადავო საკითხებზე.
ჭ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მისი
ტერიტორიული ორგანოები, ასევე მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებული მიწის, სამშენებლო და სხვა
სამუშაოების საკითხებზე.
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
წარმომადგენლობისას.
ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე
მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს
კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების
ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ
შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. ამოღებულია (15.12.2009 N 2316 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)
4. ამოღებულია (15.12.2009 N 2316 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ
ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
6. ამოღებულია (15.12.2009 N 2316 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.)
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების
ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება
უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მოქმედების
ვადის გაგრძელების შემთხვევაში.