„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-05
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
(პროექტი)
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამოშობების მოწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) 31 მუხლის მე-3
1
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
საბჭოს
შემადგენლობაში
უნდა
შედიოდნენ
საქართველოს
ფინანსთა,
იუსტიციის,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების
სისტემის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – სხვა
პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროქტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელშიც სწორდება ტექნიკური
ხარვეზი და კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის 2010 წლის 29 ივნისს მიღებულ კანონთან
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონით შეიქმნა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა რომელიც ,,ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდა
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე კანონის მიღების შემდგომ.
კერძოდ დღეს მოქმედ კანონში ნაცვლად ,,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი“,
ტექსტში დარჩენილია ჩანაწერი ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
სამინისტრო“;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის შესაბამისად ტექნიკური სახის ცვლილების შეტანა ხდება შესაბამის
მუხლში, სადაც იცვლება სამინისტროს სახელწოდება („საქართველოს კულტურის, ძეგლთა
დაცვისა და სპორტის სამინისტრო“ იცვლება სიტყვებით ,,საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო“), კერძოდ: ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების
განმხილველი საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა,
იუსტიციის, ეკონომიკური განვითარების და სპორტისა და ახალგაზღდობის საქმეთა
სამინისტროების სისტემის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის
გადაწყვეტილებით – სხვა პირები.“;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის დაწესებას;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 311 (4.05.2010 N 3045)
1. ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი
სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
იქმნება ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომ – საბჭო),
რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. (24.04.2012. N6052 ამოქმედდეს 2012
წლის 1 მაისიდან)
2. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საბჭოს მიერ საკითხის განხილვის
პროცედურები, მათ შორის, საბჭოს სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები,
საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომების მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა
საკითხები.
3. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის,
ეკონომიკური განვითარების და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების
სისტემის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით –
სხვა პირები.