„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.12.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი
ნომერი
#07-3/532/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , № 54, 12.10.2010, მუხ . 343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები: 1. მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;“ 2. 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ვ) სააღმზრდელო ან/და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა; 3. 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; მუხლი2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ა)zogadi informacia kanonproeqtis Sesaxeb ა. ა ) kanonproeqtis მიღების mizezi: წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი. მითითებული კანონპროექტით იცვლება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ცალკეული ტერმინები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში; შესაბამისად, ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, სადაც აღნიშნული ტერმინები არის გამოყენებული, საჭიროებს მოწესრიგებას ახალი კანონპროექტის შესაბამისად. ა. b) kanonproeqtis mizani: კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ იმ ცვლილებების ასახვა, რასაც იწვევს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.გ) kanonproeqtis ZiriTadi arsi: კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მოქმედ რედაქციაში გამოყენებული ტერმინები „სკოლამდელი დაწესებულება“ და „საბავშო ბაღი“ იცვლება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი ტერმინით „ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება.“ b) kanonproeqtis finansuri dasabuTeba b.a) kanonproeqtis miRebasTan dakavSirebuli dafinansebis wyaro: kanonproeqti ar gamoiwvevs finansur Sedegebs. aucilebeli xarjebis b.b) kanonproeqtis gavlena biujetis saSemosavlo nawilze: kanonproeqts ar eqneba gavlena biujetis saSemosavlo nawilze. b.g) kanonproeqtis gavlena biujetis xarjviT nawilze: kanonproeqts ar eqneba gavlena biujetis xarjviT nawilze. b.d) saxelmwifos axali finansuri valdebulebebi: kanonproeqtis miReba ar iTvaliswinebs axali finansuri valdebulebebis aRebas. b.e) kanonproeqtis mosalodneli finansuri Sedegebi romelTa mimarT vrceldeba kanonproeqtis moqmedeba: kanonproeqtis miReba ar gamoiwvevs finansur Sedegebs romelTa mimarT vrceldeba kanonproeqtis moqmedeba. im pirTaTvis, im pirTaTvis, b.v) kanonproeqtiT dadgenili gadasaxadis, mosakreblis an sxva saxis gadasaxdelis odenobis gansazRvris wesi (principi): kanonproeqti ar iTvaliswinebs axali gadasaxadis, mosakreblis an sxva saxis gadasaxdelis SemoRebas; g) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso samarTlebriv standartebTan g.a) kanonproeqtis mimarTeba evrokavSiris direqtivebTan: kanonproeqtis miReba SesabamisobaSia evrokavSiris direqtivebTan. g.b) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso organizaciebSi saqarTvelos wevrobasTan dakavSirebul valdebulebebTan: kanonproeqtis miRebiT ar warmoiqmneba saerTaSoriso organizaciebSi saqarTvelos wevrobasTan dakavSirebuli valdebulebebi. g.g) kanonproeqtis mimarTeba saqarTvelos ormxriv xelSekrulebebTan: kanonproeqti ar ewinaaRmdegeba saqarTvelos xelSekrulebebs. da mravalmxriv saerTaSoriso d) kanonproeqtis momzadebis procesSi miRebuli konsultaciebi d.a) saxelmwifo, arasaxelmwifo an/da saerTaSoriso organizacia/dawesebuleba, eqspertebi, romlebmac monawileoba miiRes kanonproeqtis semuSavebaSi, aseTis arsebobis SemTxvevaSi: კანონპროექტი შემუშავებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერითა და კონსულტაციით. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის saministroმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სურსათის ეროვნული სააგენტომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ. d.b) kanonproeqtis SemuSavebaSi monawile organizaciis (dawesebulebis) an/da eqspertis Sefaseba kanonproeqtis mimarT, aseTis arsebobis SemTxvevaSi: aseTi ar arsebobs e) kanonproeqtis avtori საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი v) kanonproeqtis iniciatori საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 10. საქველმოქმედო საქმიანობა 1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება: ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის: ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის; ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის; ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის; ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით; ა.ვ) პენიტენციური დაწესებულებებისათვის – ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას; ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება. 2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა: ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ; ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად; გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის; დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება. მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება 1. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: ა) ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების მიწოდება ან/და იმპორტი; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტი; გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში; გ 1 ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება); დ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით; ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა; ვ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით; ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება; თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4801, 4802 55, 4802 61 100 00 და 4810 22 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; ი) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1211 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვები, 1211 20 000 00, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქი, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი; კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი; ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022 (გარდა 9019 10 900 00), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული სამედიცინო ან ვეტერინარული დანიშნულების საქონლის (მათ შორის, ინსულინის შპრიცების/ნემსების), 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი; მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი; ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება ან/და იმპორტი; ო) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნები, ჟურნალგაზეთები, ნოტები) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, ასევე ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება გამოცემულ იქნეს ასევე წიგნის ფორმით; პ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; ჟ) (ამოღებულია - 30.07.2013, №906); რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას; ს) დიაბეტური პურის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას; ტ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701 90 110 00 – 8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისათვის განკუთვნილი, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 100 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50 900 00 – 8708 70 100 00, 8708 80, 8708 91, 8708 92, 8708 93, 8708 94 და 8708 99 კოდებში აღნიშნული შასის, ძარის, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი; უ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო- სადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი; ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8802 11 100 00, 8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00 და 8802 40 100 00 შესაბამის კოდებში აღნიშნული საქონლის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით მისთვის (სამოქალაქო ავიაციისათვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი; ფ1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; ქ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; ღ) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა; ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ ითვლება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად; შ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება; ჩ) შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი; ც) (ამოღებულ ია – 20.12.2011, №5556); ძ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლოსამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი. ; წ ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად; ჭ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი; ხ) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. 2. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის მომსახურების გაწევა: ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა; ბ) საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა; გ) პირის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება; დ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო (მათ შორის, ავტოტრანსპორტით) მომსახურების გაწევა; ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა; ვ) სააღმზრდელო ან/და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა; ზ ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა; თ) ამ მუხლით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის ლიზინგით გაცემა; ი) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის მომსახურების გაწევა; კ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნების, ჟურნალგაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა; ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა; მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა; ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება ; ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა ; პ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა; ჟ ) ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა . 3. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი კანონების, შეთანხმებების, ხელშეკრულებების საფუძველზე მიზნობრივი დანიშნულებით განხორციელებული ოპერაციები: ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის იმპორტი, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა; ბ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი ან/და სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა; დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანა; ე) ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი; ვ) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ; ზ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომელთა მონაწილე ერთ-ერთი მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო; თ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი; ი) იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი. 4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ; ბ) საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის და რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება: გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება; გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება; გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება; გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება; გ 1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა; გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა; დ) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება: დ.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება; დ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა; დ.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; დ.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება; დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში; დ.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება; ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება; ზ) თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება; თ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს კაპიტალიდან, რომლის წილის/ აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია; ი) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა; კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა; ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა; მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის , თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე; ნ) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში; ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა; პ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდება; ჟ) ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება ; რ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება); ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევისა; ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო. უ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების , მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა. ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე); ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), აგრეთვე საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის მიწოდება; ღ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით; ყ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება; შ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება; ჩ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი). 5. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4470- ვებგვ მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება 1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ბ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963); გ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963); დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები; ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა; ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული ქონება; ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული მიწისა; თ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია; ი) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა; კ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები; ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის; ლ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები; მ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება; ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; ო) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე; ო 1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; ო 2) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით; პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; ჟ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; რ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში; ს) ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში; ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც; უ ) 2015 წლის 1 ივლისამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა ; ფ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; ქ) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით; [ქ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი; ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] ღ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ბიუჯეტიდან ფინანსდება; ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; შ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; ( გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) ჩ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება; ც) ბიოლოგიური აქტივი; ძ) საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება; წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული; ჭ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები; ხ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონება ; ჯ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს ; ჯ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება; ჰ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობ აში გამოყენებული ქონება (მათ შორის , მიწის ნაკვეთები); ჰ1) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი); ჰ2) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ჰ3) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი; ჰ 4 ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება; ჰ 5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში; [ ჰ 6 ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის ჩათვლით). ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] მინიჭების კალენდარული წლის 2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე). 3. თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. ამასთანავე, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად.