„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 32-ე მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„61.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის
ავტორიზაციის
ჩატარების
უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის
შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულებით. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის
საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს
წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს
და
ათავისუფლებს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი.
ავტორიზაციის
საბჭოს
უფლებამოსილება
და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი
ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო
ორგანოებისაგან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღება განპირობებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის აუცილებლობით.
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
ავტორიზაციის
კანონპროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრა, მათი საქმიანობის თანმიმდევრულობისა და
გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც განპირობებულია ავტორიზაციის პროცესის
შემდგომი გაუმჯობესებისა და დახვეწის აუცილებლობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ავტორიზაციის პროცესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზოგადი განათლების ხარისხის
გაუმჯობესების
პროცესში.
ამავდროულად,
წლების
განმავლობაში
დაგროვილი
გამოცდილება პროცესის გაუმჯობესების გარდაუვალ საჭიროებაზე მიანიშნებს. ამასთან,
ავტორიზაციის სტანდარტების გადახედვის პარალელურად, დღის წესრიგში დადგა
პროცედურული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობაც.
კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომლის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
ამდენად, ნორმა იძლევა საშუალეს ავტორიზაციის დებულებით განისაზღვროს
ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი, რაც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის
გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება
კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და აკრედიტაცია
1. ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა.
3. აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია.
4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრს.
5.
განათლების
ხარისხის
განვითარების
ეროვნული
ცენტრი
ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციასა
და
აკრედიტაციას,
აკონტროლებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შესრულებას და მათი დარღვევის
შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის
საბჭოს/საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის
საბჭოს
ავტორიზაციის/აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით.
6.
განათლების
ხარისხის
განვითარების
ეროვნულ
ცენტრში
იქმნება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის
საბჭო
(შემდგომ
–
ავტორიზაციის საბჭო) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ –
აკრედიტაციის საბჭო).
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის
ავტორიზაციის
ჩატარების
61.
უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის
შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულებით. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის
საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს
წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს
და
ათავისუფლებს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი.
ავტორიზაციის
საბჭოს
უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესებს,
პირობებსა და საფასურებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი.
8. საჯარო სკოლის ავტორიზაციის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
9. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია სამართლებრივი
დახმარება გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციისა და
აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს
ყოველწლიურ რეკომენდაციებს.
10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში
დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება იმ მომენტისათვის დასრულებული საგანმანათლებლო
პროგრამა.