„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.12.2015
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/431/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს.“ 2. 201 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება განპირობებულია, ერთი მხრივ, პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით ფასდაკლების გამოყენების წესსის შემუშავებისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნისა და მეორე მხრივ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის აუცილებლობით. კანონპროექტის მიღება ასევე გამოწვეულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სტუდენტების მსგავსად, სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისა და საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით ფასდაკლების გამოყენების წესსის დამტკიცების შესაძლებლობის შექმნით, მოხდეს არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების გათვალისწინება სტუდენტური შეღავათებით მოსარგებლე ბენეფიციართა შორის. ასევე, კანონპროექტის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრა, მათი საქმიანობის თანამიმდევრულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც განპირობებულია ავტორიზაციის პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისა და დახვეწის აუცილებლობით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებათა შორის პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით ფასდაკლების გამოყენების წესსის დამტკიცების უფლებამოსილების განსაზღვრას, ვინაიდან საქართველოში პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც სარგებლობდნენ საქართველოში სტუდენტთათვის განსაზღვრული სხვადასხვა შეღავათებით. აღსანიშნავია, რომ „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის N507 ბრძანებულებით დამტკიცებულია სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესი, რომლის მიზნებისთვისაც, ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სტუდენტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული პროექტით ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სტუდენტების მსგავსად, სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისა და საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით ფასდაკლების გამოყენების წესსის დამტკიცების შესაძლებლობის შექმნის შემთხვევაში, მოხდება არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების გათვალისწინებაც ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დადგენილი და სხვა მსგავსი შეღავათებით მოსარგებლე ბენეფიციართა შორის. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის პროცესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. ამავდროულად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება პროცესის გაუმჯობესების გარდაუვალ საჭიროებაზე მიანიშნებს. ამასთან, ავტორიზაციის სტანდარტების გადახედვის პარალელურად, დღის წესრიგში დადგა პროცედურული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობაც. კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომლის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. ამდენად, ნორმა იძლევა საშუალებას ავტორიზაციის დებულებით განისაზღვროს ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი, რაც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონპროექტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული სტუდენტური ფასდაკლების სარგებლობისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება შესაბამისი წლის ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტს ექნება დადებითი ფინანსურ შედეგები პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით ფასდაკლებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 14. საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა: ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს; გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს; დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას; ე) (ამოღებულია – 28.06.2013, №780 ); ვ) (ამოღებულია). მუხლი 201. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია 1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი. 11. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.