„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.01.2016
ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ნომერი
#07-3/533/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: მოცემული ცვლილების მიზეზია იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსს და მასში მოგების გადასახადის გაუქმებას და მისი დივიდენდის გადასახადით ჩანაცვლებას. ასევე, საერთო განაკვეთის დაწევას. 15 პროცენტი მოგების გადასახადი და პროცენტი დივიდენდის გადასახადის ნაცვლად, იურიდიული პირები გადაიხდიან მხოლოდ 15 პროცენტ დივიდენდის გადასახადს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონი ემსახურება საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯიბეში მეტი ფულის დატოვებას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. ასევე, ეს მარტივი და რეალისტური რეფორმა მნიშვნელოვნად გაამარტივებს კომპანიების საგადასახადო ბუღალტერიას და შეზღუდავს საგადასახადო ორგანოების დისკრეციული ქმედების არეალს. საშუალებას მისცემს კომპანიას საქმიანობა გააფართოვოს, რადგან კომპანიაში რეინვესტირებული თანხა აღარ დაიბეგრება 15%-ით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ხდება კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ამოღება, რაც გამომდინარეობს საგადასახადო კოდექსში ინიცირებული კანონპროექტიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: მოცემული კანონპროექტი არ ახდენს გავლენას საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტიდან, რომელიც აუმჯობესებს იმ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას, რომელთაც შეეხებათ მოცემული კანონი. კერძოდ, მოქალაქეების ხელში დარჩება დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე კანონის მიღებამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 9. გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. (10.04.2012. N6016) 3. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. 4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. 5. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან. 6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან. (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან. (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 8. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე.