„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საინფორმაციო ტექნილოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 20 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 01.07.2011, მუხ. 375) პირველი მუხლის მეორე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მოცემული ცვლილების მიზეზია იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უკავშირდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსს და მასში მოგების გადასახადის გაუქმებას და მისი დივიდენდის
გადასახადით ჩანაცვლებას. ასევე, საერთო განაკვეთის დაწევას. 15 პროცენტი მოგების გადასახადი და
პროცენტი დივიდენდის გადასახადის ნაცვლად, იურიდიული პირები გადაიხდიან მხოლოდ 15
პროცენტ დივიდენდის გადასახადს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონი ემსახურება საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯიბეში
მეტი ფულის დატოვებას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას,
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. ასევე, ეს მარტივი და
რეალისტური რეფორმა მნიშვნელოვნად გაამარტივებს კომპანიების საგადასახადო ბუღალტერიას და
შეზღუდავს საგადასახადო ორგანოების დისკრეციული ქმედების არეალს. საშუალებას მისცემს
კომპანიას საქმიანობა გააფართოვოს, რადგან კომპანიაში რეინვესტირებული თანხა აღარ დაიბეგრება
15%-ით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ის კანონპროექტი, საიდანაც გამომდინარეობს მოცემული კანონპროექტი, მოიცავს მოგების
გადასახადის გაუქმებას, რომელიც 15%-ია. დივიდენდის გადასახადის გაზრდას 5%-დან 15%-მდე და
საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17.5%-მდე შემცირებას. კანონის მიღების შემდეგ დაიბეგრება
კომპანიიდან მხოლოდ ფულის გატანა და რეინვესტიციაზე კომპანიას აღარ მოუწევს 15% გადასახადის
გადახდა. ცვლილებები შედის შესაბამის მუხლებში. 2018 წლიდან კი, საშემოსავლო გადასახადი
გაუთანაბრდება დივიდენდის გადასახადს და გახდება ასევე 15%. შესაბამისი ცვლილება შედის
კანონის მე-5 მუხლში, რაც განპირობებულია საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი
ცვლილებებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
მოცემული კანონპროექტი არ ახდენს გავლენას საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
გამომდინარეობს
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
შესატანი
ცვლილებების შესახებ კანონპროექტიდან, რომელიც აუმჯობესებს იმ ადამიანების ფინანსურ
მდგომარეობას, რომელთაც შეეხებათ მოცემული კანონი. კერძოდ, მოქალაქეების ხელში დარჩება
დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე კანონის მიღებამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 1 . საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადების დადგენაში
1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან:
ა) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის
გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის
დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას;
ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული
განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც
არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის
საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად
ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით
არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.
2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:
ა) საშემოსავლო გადასახადი;
ბ) მოგების გადასახადი;
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
დ) იმპორტის გადასახადი;
ე) აქციზი.
3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით
განსაზღვრული წესის მიხედვით.
4 . ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე
რეფერენდუმი ტარდება „ რეფერენდუმის შესახებ “ საქართველოს ორგანულიკანონის
შესაბამისად.
5 . დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან
მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი.
6. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა −
არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.