„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საინფორმაციო ტექნილოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 18 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №59, 02.11.2010, მუხ. 375) მე-5
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის
განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი
ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სასტუმროს ექსპლუატაციაში
შესვლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადით, ამ კანონით
დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მოცემული ცვლილების მიზეზია იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უკავშირდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსს და მასში მოგების გადასახადის გაუქმებას და მისი დივიდენდის
გადასახადით ჩანაცვლებას. ასევე, საერთო განაკვეთის დაწევას. 15 პროცენტი მოგების გადასახადი და
პროცენტი დივიდენდის გადასახადის ნაცვლად, იურიდიული პირები გადაიხდიან მხოლოდ 15
პროცენტ დივიდენდის გადასახადს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონი ემსახურება საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯიბეში
მეტი ფულის დატოვებას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას,
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. ასევე, ეს მარტივი და
რეალისტური რეფორმა მნიშვნელოვნად გაამარტივებს კომპანიების საგადასახადო ბუღალტერიას და
შეზღუდავს საგადასახადო ორგანოების დისკრეციული ქმედების არეალს. საშუალებას მისცემს
კომპანიას საქმიანობა გააფართოვოს, რადგან კომპანიაში რეინვესტირებული თანხა აღარ დაიბეგრება
15%-ით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ის კანონპროექტი, საიდანაც გამომდინარეობს მოცემული კანონპროექტი, მოიცავს მოგების
გადასახადის გაუქმებას, რომელიც 15%-ია. დივიდენდის გადასახადის გაზრდას 5%-დან 15%-მდე და
საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17.5%-მდე შემცირებას. კანონის მიღების შემდეგ დაიბეგრება
კომპანიიდან მხოლოდ ფულის გატანა და რეინვესტიციაზე კომპანიას აღარ მოუწევს 15% გადასახადის
გადახდა. ცვლილებები შედის შესაბამის მუხლებში. 2018 წლიდან კი, საშემოსავლო გადასახადი
გაუთანაბრდება დივიდენდის გადასახადს და გახდება ასევე 15%. შესაბამისი ცვლილება შედის
კანონის მე-5 მუხლში, რაც განპირობებულია საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი
ცვლილებებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
მოცემული კანონპროექტი არ ახდენს გავლენას საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
გამომდინარეობს
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
შესატანი
ცვლილებების შესახებ კანონპროექტიდან, რომელიც აუმჯობესებს იმ ადამიანების ფინანსურ
მდგომარეობას, რომელთაც შეეხებათ მოცემული კანონი. კერძოდ, მოქალაქეების ხელში დარჩება
დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე კანონის მიღებამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 5. საშეღავათო პირობები
1. ინვესტორი თავისუფლდება:
ა) თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის
განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი
ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სასტუმროს
ექსპლუატაციაში შესვლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადით,
ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში; (10.12.2015 N4599 გავრცელდეს
ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე)
ბ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, გარდა ამ
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
(5.06.2012 N 6376)
3. ამ კანონით დადგენილი შეღავათები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულისა, არ მოქმედებს, თუ ინვესტორი აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს
ფუნქციონირებას.
4. ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში სასტუმროს
ექსპლუატაციაში შეყვანის ან/და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი უფლებამოსილია მას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ამ
ვალდებულების შესასრულებლად. (10.12.2015 N4599 გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე
წარმოშობილ ურთიერთობებზე)