„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საინფორმაციო ტექნილოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 19 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
უხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის:
ა) „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ზ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.”;
გ) „თ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის მხარე,
რომელიც
იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს,
ვალდებულებას,
მთლიანად
ან
ნაწილობრივ
შეასრულოს
მეორე
იღებს
მხარისთვის/მხარეებისთვის
(ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო
ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე
პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს
საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების
(გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;“;
დ) „ი.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი.გ)
მოდელურ
ხელშეკრულებაში
და
ხელშეკრულების
დანართში
დეტალურად
განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯები;
დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების წარდგენის პროცედურები,
აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის, კომპენსაციის, მოგებული ნავთობისა და
გაზის განაწილების პროცედურები;“.
2.
„4.
მე-17 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამუშაო
მოსალოდნელი
ფართობისა
ზიანის
და
თავიდან
გამოყენებული
ასაცილებლად
დანადგარების
ხელშეკრულება
მიტოვებით
უნდა
გამოწვეული
ითვალისწინებდეს
სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნას. ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ეს ფონდი
ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ან გადარიცხოს თანხა ამ ანგარიშზე ხელშეკრულების
მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ხელშეკრულებით.
ანგარიშზე არსებული თანხა დროის შესაბამისი პერიოდისათვის უნდა აღემატებოდეს მიტოვებით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სავარაუდო ხარჯებს. სპეციალურ სარეზერვო ფონდში ჩარიცხული
თანხა ინვესტორს უნაზღაურდება. თუ შენატანი რეალურად აჭარბებს მიტოვებით გამოწვეული ზიანის
ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯებს, მიღებული ნამატი ჩაითვლება მოგებულ ნავთობად. სპეციალურ
სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოიქვითება მოგებიდან.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მოცემული ცვლილების მიზეზია იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უკავშირდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსს და მასში მოგების გადასახადის გაუქმებას და მისი დივიდენდის
გადასახადით ჩანაცვლებას. ასევე, საერთო განაკვეთის დაწევას. 15 პროცენტი მოგების გადასახადი და
პროცენტი დივიდენდის გადასახადის ნაცვლად, იურიდიული პირები გადაიხდიან მხოლოდ 15
პროცენტ დივიდენდის გადასახადს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონი ემსახურება საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯიბეში
მეტი
ფულის
დატოვებას,
ინვესტიციების
მოზიდვის
ხელშეწყობას,
დასაქმების
გაზრდას,
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. ასევე, ეს მარტივი და
რეალისტური რეფორმა მნიშვნელოვნად გაამარტივებს კომპანიების საგადასახადო ბუღალტერიას და
შეზღუდავს საგადასახადო ორგანოების დისკრეციული ქმედების არეალს. საშუალებას მისცემს
კომპანიას საქმიანობა გააფართოვოს, რადგან კომპანიაში რეინვესტირებული თანხა აღარ დაიბეგრება
15%-ით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ის კანონპროექტი, საიდანაც გამომდინარეობს მოცემული კანონპროექტი, მოიცავს მოგების
გადასახადის გაუქმებას, რომელიც 15%-ია. დივიდენდის გადასახადის გაზრდას 5%-დან 15%-მდე და
საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17.5%-მდე შემცირებას. კანონის მიღების შემდეგ დაიბეგრება
კომპანიიდან მხოლოდ ფულის გატანა და რეინვესტიციაზე კომპანიას აღარ მოუწევს 15% გადასახადის
გადახდა. ცვლილებები შედის შესაბამის მუხლებში. 2018 წლიდან კი, საშემოსავლო გადასახადი
გაუთანაბრდება დივიდენდის გადასახადს და გახდება ასევე 15%. შესაბამისი ცვლილებები შედის
კანონის მე-13 და მე-17 მუხლებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
მოცემული კანონპროექტი არ ახდენს გავლენას საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
გამომდინარეობს
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
შესატანი
ცვლილებების შესახებ კანონპროექტიდან, რომელიც აუმჯობესებს იმ ადამიანების ფინანსურ
მდგომარეობას, რომელთაც შეეხებათ მოცემული კანონი. კერძოდ, მოქალაქეების ხელში დარჩება
დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე კანონის მიღებამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 13. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება
1.
პროდუქციის
წილობრივი
განაწილების
ხელშეკრულების
დადებასთან,
განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები, აგრეთვე
მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.
2.
პროდუქციის
წილობრივი
განაწილების
ხელშეკრულების
დადების,
განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე
სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული
ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც
არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და
ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი
განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების
ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც
გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.
4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა
ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს
ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის და ნავთობისა და გაზის სამუშაოების
განხორციელების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისათვის გადაცემას პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის
რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური.
გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ლიცენზიასთან
ერთად. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების
ხელშეკრულების პირობების იდენტური. (29.12.2006. N4292)
5. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:
ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და
გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების
პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და დანახარჯების განსაზღვრას,
რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო
ნავთობისა და გაზის სახით;
ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების
წესებსა და პროცედურას;
ე) ბუნებრივი რესურსებით (ნავთობითა და გაზით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის
გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის
მოცულობის მიხედვით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას
საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა
და გაზის განაწილებამდე; (25.05.2006 N 3172)
ვ) ინვესტორის უფლებას, გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული
ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და
დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული; (27.03.2012. N5968)
ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ
გადასახდელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ გადასახადებს და
გადასახდელებს: (25.05.2006 N 3172)
ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;
ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას;
ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;
ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს;
ზ.ე) სალიცენზიო
და
სხვა
მოსაკრებლებსა
და
ბონუსს
საქართველოს
კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;
ზ.ვ) იმპორტის გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ
საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული
პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის
შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით იმპორტის გადასახადისა და
დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობადანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება
ან სხვა ფორმით გასხვისდება ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ
ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა
და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით
გადაცემისა;(12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი
ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;
თ)
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლებამოვალეობებს: (25.05.2006 N 3172)
თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების
საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით
შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო
ნაწილებისა და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს
საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან და დამატებული
ღირებულების გადასახადისაგან; (27.03.2012. N5968)
თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი
მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის
გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების
საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში
გადაიხდება იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად; (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის
მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს,
იღებს
ვალდებულებას,
მთლიანად
ან
ნაწილობრივ
შეასრულოს
მეორე
მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული მოგების
გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულებები.
ასეთი
პირობის
არსებობისას
ინვესტორის
ეს
საგადასახადო
ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს
რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად,
საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ
გადასახდელების (გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად
განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა და
ყველა სხვა გადასახდელისაგან;
ი) საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურების წარმოების შემდეგ წესებს:
ი.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ინვესტორი
(ან ინვესტორის მითითებით საოპერაციო კომპანია) აღრიცხავს საფინანსო-სამეურნეო
საქმიანობას და ინახავს ანგარიშებს. საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურები წარმოებს
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
ი.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს ეროვნული ვალუტით და აშშ
დოლარებით;
ი.გ) მოდელურ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების დანართში დეტალურად
განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯები;
დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების წარდგენის
პროცედურები, აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის, კომპენსაციის,
მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებისა და მოგების გადასახადის გაანგარიშების
პროცედურები;
ი.დ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს, რომლებიც ეხება
სავალდებულო სამუშაო პროგრამას, ინვესტორის მინიმალურ დანახარჯებს დროის მიხედვით
და უცხო ქვეყნებში გასაწევ შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებს;
კ) საბანკო ანგარიშების წარმოების და უცხოური ვალუტის გადაცვლის შემდეგ წესებს:
კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს,
აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და უცხო
ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ ვალუტაში, ხოლო
საქართველოში _ ადგილობრივი სავალუტო ანგარიშები;
კ.ბ) ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ
საბანკო ანგარიშზე მიიღონ და შეინახონ ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი კუთვნილი
პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები, განახორციელონ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის
ანგარიშსწორება, აგრეთვე შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ ანგარიშზე არსებული თანხები;
ლ) სტაბილიზაციის პირობებს, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს შეუძლია
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება იმის შესახებ, რომ თუ
ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი იქნება
ცვლილება (გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და საწარმოო უსაფრთხოების დაცვის
მოთხოვნების ცვლილებების გარდა), რომელიც გააუარესებს ინვესტორის საგადასახადო
ვალდებულებებს, სახელმწიფო თანახმაა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები პროდუქციის
წილობრივი განაწილების მოქმედ ხელშეკრულებაში, რათა ინვესტორმა შეინარჩუნოს იგივე
ეკონომიკური პირობები, რაც მას ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებამდე;
მ) საოპერაციო კომპანიის მიზნებს და შემდეგ ფუნქციებსა და მოვალეობებს:
მ.ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას ოპერატორის ფუნქციების
შესრულება (მათ შორის, პერსონალის დასაქმება და ანაზღაურების საკითხები) ინვესტორის
სახელით და მისი მითითებების მიხედვით, რაც უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო პროგრამასა
და ბიუჯეტს და ათვისების გეგმას. ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საოპერაციო
კომპანიის მიერ ამ პროგრამებისა და გეგმების განხორციელების მიზნით შესრულებულ
ნებისმიერ მოქმედებაზე;
მ.ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება არაკომერციული საწარმოს
პრინციპით ყოველგვარი აქტივების მფლობელობის გარეშე, ნავთობისა და გაზის
მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
მ.გ) დამტკიცებული სამუშაო პროგრამების და ბიუჯეტების, აგრეთვე ინვესტორის
მითითებების შესაბამისად დანადგარების, მოწყობილობების, დამხმარე მასალების შეძენაზე
პასუხისმგებლობა, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებლებთან და ბითუმად მოვაჭრე ფირმებთან ინვესტორის სახელით ქვეკონტრაქტებისა
და მომსახურების ხელშეკრულებების დადება;
მ.დ) პერსონალის მომზადების პროგრამისა და მისი ყოველწლიური ბიუჯეტის
მომზადება
და
საკოორდინაციო
კომიტეტისათვის
დასამტკიცებლად
წარდგენა,
დამტკიცებული პროგრამის განხორციელება და ბიუჯეტის შესრულება;
მ.ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებისა და
დანახარჯების სრული და ზუსტი აღრიცხვა ამ კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად;
მ.ვ) საკოორდინაციო კომიტეტის სხდომების მომზადება და ამ კომიტეტისთვის მის
მიერ განხილული და დამტკიცებული საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
მ.ზ) ინვესტორის თხოვნით მისთვის დახმარების გაწევა საკოორდინაციო კომიტეტისათვის ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების
შესახებ ანგარიშების წარდგენაში;
მ.თ) ხელშეკრულების მონაწილე ყველა მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული იმ ინფორმაციის და ანგარიშების მიწოდების უზრუნველყოფა,
რომლებსაც მოითხოვენ მხარეები.
მუხლი 17. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეწყვეტა
1. ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის
ხელშეკრულება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების
შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისაგან. (29.12.2006.
N4292)
2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დატოვოს
ფართობი იმ მდგომარეობაში, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამთო და
სანიტარიული ზედამხედველობის, წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და დადგენილ
წესებს.
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი
ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები.
4. სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული
მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს
სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნას. ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ეს
ფონდი ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ან გადარიცხოს თანხა ამ ანგარიშზე
ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრული უნდა
იყოს ხელშეკრულებით. ანგარიშზე არსებული თანხა დროის შესაბამისი პერიოდისათვის
უნდა აღემატებოდეს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სავარაუდო ხარჯებს.
სპეციალურ სარეზერვო ფონდში ჩარიცხული თანხა ინვესტორს უნაზღაურდება. თუ შენატანი
რეალურად აჭარბებს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯებს,
მიღებული ნამატი
ჩაითვლება მოგებულ ნავთობად. სპეციალურ სარეზერვო ფონდში
აკუმულირებული თანხები გამოიქვითება მოგების გადასახადის გაანგარიშებისას.