„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.01.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/444/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 310-ე მუხლს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომში - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება;“. 2. 311-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით - კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3141 მუხლი: „მუხლი 3141. კომპენსაციის გაცემა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, რომელიც კომპენსაციის ოდენობას ადგენს ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. პირი, რომლის მიმართაც ამ კანონის ამოქმედებამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე, უფლებამოსილია კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ ადამიანის უფლებათა დაცვის შემდეგ სახელშეკრულებო ორგანოებს: ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს, 1 კომიტეტს წამების წინააღმდეგ 2 და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს 3, რომლებიც დაარსებულია გაეროს სხვადასხვა კონვენციების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაარსდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის (შემდგომში „პაქტი“) IV ნაწილის საფუძველზე. პაქტი მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს. საქართველო ზემოხსენებულ პაქტს მიუერთდა 1994 წლის 3 მაისს და ის საქართველოსთვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან. პაქტის პირველი ფაკულტატური ოქმის მიხედვით, რომელიც ასევე საქართველოსთვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან, პაქტის მიზნების მისაღწევად ადამიანის უფლებათა კომიტეტს განესაზღვრა შესაძლებლობა მიიღოს და განიხილოს საჩივრები ცალკეული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი პაქტში აღნიშნული რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი 1 ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი - დაარსდა ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1979 წლის კონვენციით, რომლის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება აქვს 2002 წლის 1 აგვისტოდან. 2 კომიტეტი წამების წინააღმდეგ - დაარსდა წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ 1984 წლის კონვენციით, რომლის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრებით განხილვის უფლებამოსილება აქვს 2005 წლის 9 აგვისტოდან. 3 რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი - დაარსდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1965 წლის კონვენციით, რომლის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1999 წლის 2 ივნისს, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება აქვს 2005 წლის 30 ივნისიდან. არიან. ოქმის პირველი მუხლის თანახმად, „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ამ ოქმის მონაწილე ხდება, აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს საჩივარი მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პაქტში მოყვანილი რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან“. ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს ამ ოქმის შესაბამისად მიღებულ საჩივრებს ცალკეული პირების და დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისთვის წარდგენილი წერილობითი ინფორმაციის გათვალიწინებით და აცნობებს თავის მოსაზრებებს (გადაწყვეტილებას) შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს და პირს. პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ ყველა პირი, რომლის ამ პაქტით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით. ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ინდივიდუალური საჩივრების განხილვის შედეგად, საქართველოსთან მიმართებით ადამიანის უფლებათა კომიტეტს გამოიტანილი აქვს 2 გადაწყვეტილება, რომელითაც დადგინდა პაქტის ცალკეული მუხლების დარღვევა. კომიტეტის მიერ რეკომენდებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის. მაგალითად, კომპენსაციის გადახდა, კანონის გაუქმება ან მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და სხვა. ზემოხსენებული ღონისძიებები წარმოადგენენ ასევე პრევენციულ ზომებს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ადამიანის უფლებების დარღვევის ახალი შემთხვევები. ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა კომიტეტი თავის ანგარიშში აღწერს დარღვევის დადგენის შემდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის ანარიშებში არაერთხელ გამოთქვა წუხილი საქართველოსთან მიმართებით გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა პაქტის ცალკეული მუხლების დარღვევა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს მექანიზმი ამ გადაწყვეტილებების სრულად შესრულებისათვის და, შესაბამისად, პაქტის მე-2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების განხორციელებისათვის, კერძოდ, დაზარალებული მხარისთვის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის ბოლო რეკომენდაციაში მოუწოდა საქართველოს სახელმწიფოს, გაატაროს ყველა აუცილებელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ზომა, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირებს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით, როგორც ეს გათვალისწინებულია პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში. 4 ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია არსებული პრობლემის მოგვარების აუცილებლობით, რათა სახელმწიფოს მიერ პაქტით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე განხორციელდეს იმ პირთა უზრუნველყოფა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით, რომელთა მიმართაც არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე. რაც შეეხება გაეროს სხვა კომიტეტებს, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ, მათ საქართველოსთან მიმართებით დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კომიტეტებში ამჟამად განიხილება საქმეები, სადაც მხარე საქართველოა, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია საქართველომ წარმატებით შეასრულოს შესაბამისი დამაარსებელი კონვენციებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, საჭიროა ყველა ამ კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ეფექტიანი ეროვნული მექანიზმის შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში არსებული ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა და ამ გადაწყვეტილებების სრულფასოვნად აღსრულებისათვის საჭირო ეფექტიანი მექანიზმის შემოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ამჟამად არ არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვით სასამართლოს აქვს სამართლებრივი საფუძველი, რათა განიხილოს იმ პირების ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი, რომელთა მიმართაც არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე, რათა უზრუნველყოს ისინი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით. ასევე არ არსებობს სხვა კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი 4 იხ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 24 ივლისის დასკვნითი მიმოხილვა საქართველოსთან მიმართებით არსებულ მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით (Concluding observations on the fourth periodic report of Georgia) გვ. 2. საფუძველი, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ. ამდენად, აუცილებელია, რომ ამ პირთა სარჩელების მიღებისა და სასამართლოს, განხილვის უფლებამოსილება ჰქონდეს რომელსაც უშუალოდ დაზარალებული საქართველოში არსებულ პირი, მიმართავს, რასაც ითვალისწინებს კანონის პროექტი. კერძოდ: კოდექსის 310-ე მუხლში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადაისინჯვის საფუძვლებს დაემატა ის შემთხვევა, როდესაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება, კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. რომლითაც დადგენილ იქნა საქმესთან დაკავშირებით და კოდექსის 311-ე მუხლი აწესებს გონივრულ ვადას - კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წელიწადს - რომლის განმავლობაშიც შესაძლებელი იქნება კანონპროექტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა. კოდექსს ემატება 3141 მუხლი, რომლის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, რომელიც ადგენს კომპენსაციის ოდენობას ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. კანონპროექტის ცვლილებების მე-2 მუხლის ამოქმედებამდე თანახმად, (ანუგაეროს ის პირები, რომელთა კომიტეტების მიმართაც გადაწყვეტილებათა სრულფასოვნად აღსრულებისათვის საჭირო მექანიზმის შემოღებამდე) გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე, უფლებამოსილი იქნებიან კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გადასახდელი ფულადი კომპენსაციის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ეკისრება ფინანსური ვალდებულება კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის პირებისათვის გადასახდელი ფულადი კომპენსაციის სახით. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ცვლილებების ამოქმედების შემდეგ შესაბამისი პირი უფლებამოსილი იქნება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სახელმწიფო აგრეთვე უზრუნველყოფს კომპენსაციის გაცემის მექანიზმის შექმნას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ცვლილებების ამოქმედებამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას იმ პირისათვის, რომლის მიმართაც დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და არსებობს კომიტეტის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ მისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ეწინაღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, /დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 310. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია , გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების ) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.