„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,
№47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 423-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა
კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის,
წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის
(შემდგომში - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა კომიტეტის
დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი
გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება;“.
2. 426-ე მუხლის:
ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საფუძვლის არსებობისას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის
განმავლობაში, ხოლო ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საფუძვლის არსებობისას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს კომიტეტის გადაწყვეტილების
მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4321 მუხლი:
„მუხლი 4321. კომპენსაციის გადაცემა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე
პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით
მიმართოს სასამართლოს, რომელიც კომპენსაციის ოდენობას ადგენს ადამიანის უფლების
დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი
კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს წინააღმდეგ
წარდგენილ
ინდივიდუალური
საჩივრების
განხილვის
უფლებამოსილება
გააჩნიათ
ადამიანის უფლებათა დაცვის შემდეგ სახელშეკრულებო ორგანოებს: ადამიანის უფლებათა
კომიტეტს, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს, 5
კომიტეტს წამების წინააღმდეგ 6 და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს 7
(შემდგომში „კომიტეტი“), რომლებიც დაარსებულია გაეროს სხვადასხვა კონვენციების
საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაარსდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის (შემდგომში „პაქტი“) IV ნაწილის საფუძველზე
პაქტი მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს და
ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს. საქართველო ზემოხსენებულ პაქტს მიუერთდა 1994
წლის 3 მაისს და ის საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან. პაქტის პირველი
ფაკულტატური ოქმის მიხედვით, რომელიც ასევე საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3
აგვისტოდან, პაქტის მიზნების მისაღწევად და მისი დადგენილების განსახორციელებლად
ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიენიჭა შესაძლებლობა მიიღოს და განიხილოს, საჩივრები
ცალკეული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი პაქტის აღნიშნული რომელიმე
უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან.
შესაბამისად, ოქმის პირველი მუხლის მიხედვით „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფო,
რომელიც ამ ოქმის მონაწილე ხდება, აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და
5
ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი - დაარსდა ქალთა
წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1979 წლის კონვენციით, რომლის
რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო საქართველოსთან
მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება აქვს 2002 წლის 1
აგვისტოდან
6
კომიტეტი წამების წინააღმდეგ - დაარსდა წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან
ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ 1984 წლის კონვენციით, რომლის
რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო საქართველოსთან
მიმართებით ინდივიდუალური საჩივრებით განხილვის უფლებამოსილება აქვს 2005 წლის 9
აგვისტოდან
7
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი - დაარსდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა
ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1965 წლის კონვენციით, რომლის რატიფიცირება საქართველომ
მოახდინა 1999 წლის 2 ივნისს, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების
განხილვის უფლებამოსილება აქვს 2005 წლის 30 ივნისიდან
განიხილოს საჩივარი მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირებისაგან, რომლებიც
ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პაქტში მოყვანილი
რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან“.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს ამ ოქმის შესაბამისად მიღებულ
საჩივრებს ცალკეული პირების და დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისთვის
წარდგენილი ყველა წერილობითი მონაცემების გათვალიწინებით და აცნობებს თავის
მოსაზრებებს (შემდგომში „გადაწყვეტილებას“) შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს და პირს.
პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პაქტის მონაწილე თითოეული
სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ ყველა პირი, რომლის ამ პაქტით
აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი
დაცვის ეფექტიანი საშუალებით.
ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ინდივიდუალური საჩივრების განხილვის შედეგად,
საქართველოსთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტს გამოიტანილი აქვს 2
გადაწყვეტილება, სადაც დადგინდა პაქტის ცალკეული მუხლების დარღვევა.
კომიტეტის მიერ რეკომენდირებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება
შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა კომპენსაციის გადახდა, კანონის გაუქმება
ან ცვლილებების შეტანა და სხვა. ზემოხსენებული ღონისძიებები წარმოადგენენ ასევე
პრევენციულ ზომებს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ადამიანის უფლებათა
დარღვევის ახალი შემთხვევები.
ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა კომიტეტი თავის ანგარიშში აღწერს
დარღვევის დადგენის შემდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს,
კერძოდ,
გატარებულ
ზომებს
სამართლებრივი
დაცვის
ეფექტიანი
საშუალების
უზრუნველსაყოფად, რათა ეს დარღვევა აღმოიფხვრას და მომავალში მოხდეს მსგავსი
დარღვევების თავიდან აცილება.
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის ანარიშებში არაერთხელ გამოთქვა დანანება
საქართველოსთან მიმართებაში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სადაც
დაადგინა პაქტის ცალკეული მუხლების დარღვევა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მექანიზმი
ამ გადაწყვეტილებების სრულად შესრულებისათვის და შესაბამისად პაქტის მე-2 მუხლით
ნაკისრი ვალდებულების განხორციელებისათვის, კერძოდ, დაზარალებული მხარისთვის
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა
კომიტეტმა თავის ბოლო რეკომენდაციაში მოუწოდა სახელმწიფოს, რომ უნდა გაატაროს
ყველა აუცილებელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ზომები, რათა უზრუნველყოს
გადაწყვეტილებათა
იმპლემენტაცია,
რაც
თავის
მხრივ
უზრუნველყოფს
ადამიანის
უფლებათა დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირებს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი
საშუალებით, როგორც ეს გათვალისწინებულია პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის
მიხედვით. 8
აქედან
პრობლემის
გამომდინარე
მოგვარების
კანონპროექტის
მიზნით,
რათა
მიღება
განპირობებულია,
სახელმწიფოს
მიერ
არსებული
პაქტით
ნაკისრი
ვალდებულებიდან გამომდინარე განხორციელდეს იმ პირების სამართლებრივი დაცვის
ეფექტიანი საშუალებით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს გაეროს ადამიანის
უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ
1966 წლის საერთაშორისო პაქტის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის
გადახდის თაობაზე.
რაც შეეხება გაეროს სხვა კომიტეტებს, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით
ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ, ამ კომიტეტებს
საქართველოსთან მიმართებაში აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, იმის
გათვალისწინებით, რომ ამ კომიტეტებში არსებობს მიმდინარე საქმეები საქართველოსთან
მიმართებაში, ასევე იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია არსებობდეს ამ
კომიტეტების გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური ეროვნული მექანიზმი, რათა
საქართველომ წარმატებით შეასრულოს შესაბამისი დამაარსებელი კონვენციებით (იხილეთ
ზემოთ) ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, საჭიროა ანალოგიური მექანიზმების
შექმნა ყველა იმ კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
სახელმწიფოს
მიერ
კომიტეტის
გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში არსებული ხელისშემშლელი ფაქტორების
აღმოფხვრა
და
კომიტეტის
გადაწყვეტილებათა
სრულფასოვნად
აღსრულებისა
და
სასამართლოს
აქვს
სრულყოფილი რეალიზაციისათვის ეფექტიანი მექანიზმის შემოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ამჟამად
არ
არსებობს
მექანიზმი,
რომლის
მიხედვით
სამართლებრივი საფუძველი, რათა განიხილოს იმ პირების ფულადი კომპენსაციის მიღების
შესახებ სარჩელი, რომელთა მიმართაც არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის
გადაწყვეტილება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ 1966 წლის
საერთაშორისო პაქტის დარღვევის ან/და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის
თაობაზე, რათა უზრუნველყოს ისინი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით.
ასევე არ არსებობს სხვა კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი
საფუძველი, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების
8
იხილეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 24 ივლისის დასკვნითი მიმოხილვა
საქართველოსთან მიმართებაში არსებულ მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით (Concluding
observations on the fourth periodic report of Georgia) გვ. 2
განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ. ამდენად, აუცილებელია, რომ ამ პირთა სარჩელების
მიღებისა
და
განხილვის
უფლებამოსილება
ჰქონდეს
სასამართლოს, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული
ითვალისწინებს კანონის პროექტი. კერძოდ:
საქართველოში
პირი,
არსებულ
მიმართავს,
რასაც
კოდექსის 423-ე მუხლში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების გადაისინჯვის საფუძვლებს დაემატა ის შემთხვევა, როდესაც
არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც
დადგენილ
იქნა
კომიტეტის
დამაარსებელი
კონვენციის
დარღვევა
ამ
საქმესთან
დაკავშირებით და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. აღნიშნული
საფუძვლის არსებობისას (მუხლი 426) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს კომიტეტის გადაწყვეტილების
მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.
კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული
კატეგორიის
პირები
გავისუფლდებიან
იმ
დამატებითი
შეზღუდვისაგან,
რომლის
მიხედვითაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით ხელახლა ყალიბდება კოდექსის 426-ე
მუხლის მე-4 ნაწილი, საჭირო გახდა მისი შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებასთან,
რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის
პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების
ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის
დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
ამდენად, პროექტით კოდექსის განცხადებით მიმართვის 5 წლიან ვადასთან დაკავშირებული
შეზღუდვისაგან თავისუფლდება აგრეთვე ის პირი, რომელიც სასამართლოს მიმართავს
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ
მოტივით, რომ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ
ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
კოდექსს ემატება 4321 მუხლი, რომლის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია
სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების
საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს,
რომელიც ადგენს კომპენსაციის ოდენობას ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და
სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ
სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი
წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გადასახდელი ფულადი
თანხების ოდენობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ეკისრება ფინანსური ვალდებულება
კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის პირებისათვის გადასახდელი ფულადი
კომპენსაციის სახით.
ბ.ე. ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით
მიმართოს სასამართლოს.
ბ.ვ.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას იმ პირისათვის, რომლის
მიმართაც დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და არსებობს
კომიტეტის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ მისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინაღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინაღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია
/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების
განახლების შესახებ
1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად
აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი
დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი
გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი
ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ)
სასამართლო
განაჩენი,
გადაწყვეტილება,
განჩინება
ან
სხვა
ორგანოს
დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას,
რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები,
რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს,
გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ
საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან
გამომდინარეობს.
2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის
პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის
სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით
საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა
საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში
შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ
გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის
წარმოების განახლების შემთხვევაში სასამართლო განიხილავს მოსარჩელე მხარისათვის
შესაბამისი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს, თუ მესამე პირების მიერ უფლებათა
კეთილსინდისიერად მიღების გამო შეუძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა.
მუხლი 426. განცხადების შეტანის ვადა
1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ
გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის
განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
2. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
21. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საფუძვლის არსებობისას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპის
სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის
განმავლობაში.
3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა
მხარეს ან, თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილება.
4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (ძალადაკარგულად
იქნა ცნობილი 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ”
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
მოთხოვნით
საქმის
წარმოების
განახლების
შესახებ
განცხადების
შეტანის
დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ) [
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
№3/1/531– ვებგვერდი, 18.11.2013წ.]